ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2021


დილის 5 საათი

დილა. სუსხია და ნაფაზები...
თოვლი ეზოებში გაირინდა.
შენ ხომ არასოდეს გაბრაზდები,
მე რომ ლექსებს ვუწერ აივნიდან?
თბილისს ისე სძინავს, ეღიმება...
თითქოს, თოთო ბავშვი აკვანშია.
ვწერ და ეს კალამი, უღიმღამო
მელნის ნაკლებობამ მოაშია.
ახლა სიცივეა და ის ბაბუ
ნაგვის ურნაში რომ იყურება,
ალბათ არ გამოვა, დაისვენებს,
ქუჩის ტკივილებიც მიყუჩდება.
იცი, გულებს ვუწერ ფანჯრის მინას.
ჭირხლი ფანჯარაზე ახალია...
შენც ხომ ამ თოვლივით მშვიდად გძინავს,
მოვალ, გავიყინე, რა ხანია.

25.02.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს