ქარი ჩემი სულის ფსევდონიმად ფოთლებს აშრიალებს ნელი, ნაზი მოფერების ანტონიმად ახლა ჩემ ოთახში ბნელი ქარი ჩემის სულის გამგონეა მარტის გაგიჟების დღეა . მმთვარე სადღაც ისე ჩაწოლილი ისევ მონაცისფრო მზეა იასამნისფერი გაზომილი, თანაც ცისარტყელის ტყეა ... ქარი გადაბმული წამზომია დროის არაერთგზის მთქმელი, ქარი არაერთხელ გაზომეა თანაც არაერთხელ მჭრელი . ქარი ამ სამყაროს საცოლეა მაგრამ ამავე დროს ჩემი. ქარი მრავალფერთა გაზონია ჩემი გაგიჟება ჭრელი, ქარი ყველა ყვავილთ ნაქონია და ეს დედამიწა სველი, მშრალი ყვავილების არ მქონეა წვიმა საუკუნის ნელი, ერთი უადგილო ვაგონია ერთი უადგილო ცელი, დღეს კი არ მოვიდეს არ მგონია წვიმა ამ ყველაფრის მთქმელი .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|