 | ავტორი: ლეგიონი ჟანრი: პროზა 26 თებერვალი, 2009 |
893 9... - ვერაფერი ვერ გაიგე, არა? მემგონი ნახევარი მესიჯი მიიღე ბოლო. არაუშავს, არ არის მნიშვნელოვანი. მაიმუნობა იყო, თუ სწორად მახსოვს. ხან ისე მეზიზღება მთელი ეს მესიჯები. ცუდად მხდის, რომ ამას ვწერ. იმედია ყველას შლი :)
seqtemberi
893 9... - ანანასის კამპოტს მაჭმევდა, ისეთი გამომეტყველებით, ყველაფერს იზამდა, რომ არ წავსულიყავი, მაინც ვიჯექი და ვჭამდი. ყველაფერი მეზიზღებოდა ბინაში. მარტო კატა იყო კარგი, უხასიათო და ანჩხლი, ისიც გააგდო და სხვა ოთახში ჩაკეტა. მესმოდა კატის პრეტენზიული კნავილი და ანანასს ვჭამდი რატომღაც პარალიზებულივით.
893 9... - ცოტა ლიტერატურას გავდა, მაგრამ ნამდვილია, ამ ზაფხულს იყო. მერე ლოგინიდან გადავხტი, კატა გამოვუშვი და საერთოდაც ”მაგარი შანსი გავუშვი ხელიდან, რომ ერთხელ მაინც ვყოფილიყავით ბედნიერები” :) სად ხარ? რატომ ვერ გხედავ?
noemberi
893 9... - ერთ კაცთან ერთად ერთ ოთახში ვიწექი შიშველი მაგარამ არაფერი გვქონია. ძალიან ცუდად მოვექეცი. მეუბნებოდა, რომ მაგარი ტანი მაქვს, რომ არ უნახავს ჩემსავით ლამაზი ქალი, მაგრამ ვუთხარი, ნუ მაიძულებ, თორემ მოგკლავ-მეთქი :) არადა არ არის მოძალადე. არ ვიცი, რა მეცა.
893 9... - არ ვიცი, ეგ რატომ მოგიყევი. არ მინდოდა. ეხლა ვნანობ უკვე. ძალიან ბევრს ვლაპარაკობ. შენ ეხლა ან უკვე გძინავს ან ქეიფობ. არ ვიცი.
oqtomberi
893 9... - აქ ბაკურიანში ერთი საინტერესო რომანი მქონდა 19-ის რომ ვიყავი. ეხლა ცოლი ყავს და პატარა გოგო. ისევ მარტო ვცხოვრობ სასტუმროში. ბარში დამპატიჟა ერთმა ტიპმა. ცუდი ტიპი არ არის, მაგრამ მაგის ნერვები არა მაქვს :)
893 9... - ვიბანავებ და დავიძინებ ეხლა. როგორც პატიოსან გოგოებს შეეფერებათ :)
893 9... - წითელ ღვინოს ვსვამ და მაგრად დავთვერი. მთავარია ჩემს ნომრამდე მშვიდობით მივაღწიო. ორი ტიპია ანგარიშგასაწევი. ერთი უფრო აქტიურია, მაგრამ მეორე უფრო მომწონს. რაღაცით შენ გგავს.
893 9... - სულ გავლოთდი მაგარი მთვრალი ვარ. ეხლა ცოტა ხანში დაგირეკავ და სიყვარულს აგიხსნი :)
893 9... - არაფერი მქონია არავისთან. ძალიან მელოდებოდა საბილიარდოში ერთი მაგრამ არ მივედი. მაგარი ბაბნიკია. შეხებით ვგრძნობ. შემიძლია ზუსტად ვივარაუდო, რა პრიორიტეტებით :) შენგან ძალიან განსხვავდება
893 9... - მოკლედ მაინც ისე მოვიქეცი, როგორც პატიოსან გოგოებს შეეფერებათ :) ტელეფონიც კი არ უკითხავს. დაავიწყდა :)
893 9... - მოწევის მანერით გგავდა და თვალების მოძრაობით. ობიექტურად არაფრით.
893 9... - მართლა გული გაგიწყალე. ჩვეულებრივ ესე არ მითიშავ. მაგრამ რომ აღარ ვჩუმდები? გავჩუმდი! ვსო! :) რატომ არ გინდა უხეშად მითხრა რამე? მარტო ერთხელ და მორჩა. რატომ არ მეუბნები? გერიდება?
893 9... - რომ მითხრა, ესე აღარ გამიჭირდება საბილიარდოში წასვლა :) მინდა, რომ მითხრა
seqtemberi
893 9... - ოფისიდან დაგირეკე დღეს. თინეიჯერულად, შენი ”და” მინდოდა მომესმინა :) მაგრამ რად გინდა? არ ვიცი რამ დამარტყა. აღარ ვიზამ :)
893 9... - რუსიკომ კატა მომიყვანა. ნამდვილივით თვალები აქვს. მეუბნება, რომ შენი სახელი დავარქვა :) ისე, მართლა გავხარ კატას რაღაცით. რა ტიპები არიან, ხო არ იცი? განსაკუთრებით male კატები. ვითომ რომ თვლემს და ამ დროს ჩიტი რომ გაიფრენს, თვალს როგორ გააყოლებს, - გააფრენ. ესეთ დროს ყოველ წუთს შეუძლია, რომ ბრჭყალებზე დახტეს.
ianvari
893 9... - შემომხედე, რა..
893 9... - ღმერთო, ამიხსენი, როგორ გთხოვო! აიღე ეს ოხერი ტელეფონი და აკრიფე ორი სიტყვა! ხო იცი, როგორ მინდა! მიდი! გთხოვ! მიდი!!! თუ გინდა მკითხე: რომელი ხარ? ვერ გავიგე?? რაც გინდა.
893 9... - ერთი ესეთი თამაშია: მიყვარს - არ მიყვარს.. კონსტიტუცია. სახარება. ვეფხისტყაოსანი. ჩიტები. კატები. თხილი და ნუში. შენ - თმის ღერებიდან ფეხის ფრჩხილებამდე, დატვირთული ხმით და ნაცნობი მანერებით. ცეცხლი. აკაციის სუნი. მერე რა, რომ ყველაზე მეტად თავისუფლება მიყვარს, მაინც არ მიყვარს ანგარიშვალდებულებები. ფაქტები რომ არ მიყვარს, ადრეც გითხარი. ვღიზიანდები, ვინმეზე რომ ამბობენ: ”საცოდავი!” ან ”როგორ მეცოდებააა!” არც სამკაულები მიყვარს და განსაკუთრებით ვერ ვიტან დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.ეხლა შენი ჯერია.
noemberi
893 9... - შუბლზე, საფეთქელზე და ყურზე მინდა გადაგისვა ხელი მაგრამ ისეთი უხასიათო კატა ხარ, ვგრძნობ, რომ შეიძლება უცებ მეცე და ბრჭყალი გამომკრა :)
893 9... - ყველაზე საზიზღარი კატებიც ყოველთვის მენდობიან. მარტო შენ არ მენდობი. საკმარისია ერთი სიტყვა ვუთხრა. ალბათ ხმით გრძნობენ, რომ საფრთხე ნულია. კატები ხო ყველაზე ზუსტად გრძნობენ განწყობას.
893 9... - შეიძლება თვალებზე გაკოცო?
893 9... - ვაფრენ შენ გამომეტყველებაზე, როცა რამე მოულოდნელ კითხვას გისვამენ. მაგრამ ეგ არც ისე ხშირად ხდება.ძალიან მიყვარს შენი ფონეტიკა. შემიძლია ზუტად გამოგაჯავრო, ზოგიერთ სიტყვას როგორ გამოთქვამ. არ მსიამოვნებს, როცა რაიმე ,მოულოდნელ კონტექსტში ლიტერატურაზე ლაპარაკობ. მაგრამ ეგ უფრო ჩემი პრობლემაა.
893 9... - მიყვარს, მზე რომ გაქვს მოკიდებული ცოტა. უფრო ადამიანური მეჩვენები :) ჯინსი რომ გაცვია და ჯემპრი რამე. სიამოვნებით დავწვავდი შენს პიჯაკებს :)
893 9... - გავაგრძელო, თუ მოგბეზრდა?
893 9... - ფეხებს და ხელებს მოგხვევ და კისერზე გაკოცებ. შეიძლება?
893 9... - ჩემ ლოგინში რომ იყო, ხო შეიძლება? :) ამდენი ლაპარაკის მაგივრად. მართლა არ მაქვს არაფრის თავი. უბრალოდ მცივა და მინდა, რომ ჩემთან იყო. ცოდვაა, რომ მინდა? არ უნდა გეუბნებოდე? თუ ერთობი, ამას რომ გეუბნები?
893 9... - გართობის საწინააღმდეგო მართლა არაფერი მაქვს, ზოგადად. იმიტომ არ ვამბობ, რომ ამას ვერ გადავიტან. უბრალოდ მაინტერესებს როგორი სახე გაქვს ეხლა. ხო ვერ გხედავ.
agvisto
893 9... - ბრაზდები ჩემზე ესე ცუდად რომ გელაპარაკები? არ გელაპარაკები ცუდად. უბრალოდ ვურევ. მეჩვენება, რომ ძალიან დათრგუნული ხარ. 3 წლის წინ ბევრად ძლიერი იყავი. არ მაქვს პრეტენზია, რომ ძალიან ობიექტური ვარ. მაგრამ შენც ხომ იცი. ესე ნუ ემორჩილები.
893 9... - შენ ისეთი თვალები გაქვს, მემგონი სექსს ვერც გადავიტანდი მოვკვდებოდი. ესე რომ გაღელვებს სიკვდილს გავს. არა მგონია ეგ მაგას ესმოდეს. იმედი მაქვს ვერც გაიგებს. მაგრამ მთავარი ეგ არ არის.
893 9... - იცი, ცოტაოდენი ინფორმაცია იმ ქალებზეც მაქვს, ვისთანაც როდისმე რამე გქონია. და ყოველთვის საშინლად მშურდა მაგ ქალების.
893 9... - ჩემი არჩევანია, ამას რომ გეუბნები. არავინ მაიძულებს. მინდა, რომ იცოდე
Ivlisi
893 9... - საზიზღრად ვიქცევი. ეს არ ნიშნავს სექსს ამ სიტყვის ტრადიციული, კლასიკური გაგებით, მაგრამ ნიშნავს სიახლოვეს არასასურველ პარტნიორთან. მოკლედ სრული კოშმარი. ვერთობი ჩემი ბიბლიური მისიით :) კაცს ვაცდუნებ. საკუთარი სხეულის ძალა რომ ვიგრძნო. არა, ეგ არ ნიშნავს, რომ არაფერს ვგრძნობ. ზოგჯერ მიჭირს გაკონტროლება, მაგრამ ჯერჯერობით წარმატებით ვახერხებ.
893 9... - მემგონი უკვე მოძღვარის როლში ყოფნას გაიძულებ, არა? :)მაპატიე. ამ დროს, მორწმუნე არ ვარ.
893 9... - ჩემი მეგობარი ხომ ხარ ამ სიტყვის ვირტუალური გაგებით? ან ძალით გემეგობრები, არ ვიცი :) მოკლედ ისევ საზიზღრად ვარ. არ ვიცი, ჩემი ტვინი სად მიდის როცა ესე ვიქცევი. უკვე ფაქტი ჰგონია, რომ მიყვარს. ჩემი ბრალია და ვერ ვახერხებ ვუთხრა, არ მიყვარხარ, სხვაზე ვფიქრობდი-მეთქი. რატომღაც ძალიან მიჭირს. მართლა საშინლად უნებისყოფო და უპრინციპო ვარ, არა? მინდა სადმე გავიქცე? ვისწავლი რამეს. სულ გავქრები.
893 9... - ვუთხარი და ბაზარი არაა, აღარ დამირეკოო :) თითქოს ყოველდღე ვურეკავდი. ძალიან საშინლად გაბრაზდა. უუf, საშინელება იყო.
893 9... - რომ მაცილებდი, უცებ ვიგრძენი რა ახლოს ხარ. შეხების გარეშე. ტანით. სანამ მოვიხედავდი. და კიდეც რაღაც მკითხე. ყურთან. ვაფრენ შენ ხმაზე.
893 9... - ზოგჯერ თვალებში ყურება სექსივითაა, ამ სიტყვის ვირტუალური გაგებით. შენ არ ფიქრობ ესე? ვკვდები ისე მომენატრე. რატომ აღარ მიყურებ თვალებში?
893 9... - უკვე დავბრუნდი. არანაირი ემოცია არ მაქვს. ვცდილობ, ისე დავუძვრე, რომ არ მაკოცოს. არეული თვალებით მიყურებს, მაგრამ საერთოდ არ შემიძლია ვუპასუხო. სექსზე ლაპარაკიც ზედმეტია. ვცდილობ წარმოვიდგინო, რომ შენ ეს არ გსიამოვნებს. ძალიან მინდა ესე იყოს, მაგრამ არ მჯერა.
893 9... - აღარ ვარსებობ. გავქრი. მოვკვდი :) როგორ არ გესმის. ან იქნებ ისტორიის სახელმძღვანელოს (!) რომ გადაშლიან მაინდამაინც იქ უნდა ეწეროს, კარგი კაცი იყოო :) მკვდარი ავტორიტეტების ქვეყანა. ჩემი ტვინისთვის მიუწვდომელი ამბიციები. რა ვქნა, ცოცხალი და ნამდვილი ბევრად უფრო მიყვარხარ. ძალიან პრინციპული და მორალისტი მაინდამაინც ჩემთან მიმართებაშიუნდა იყო? :) თუ ზედმეტს გაბრალებ? ჰო, საშინლად მეშინია, რომ არაფერს გრძნობ, მაგრამ თუ ესეა, ამას უფრო გავიგებ.
893 9... - ხანდახან მეც მაქვს ხოლმე პათეტიკური გამოსვლები :)
893 9... - დღეს შემოთავაზება მივიღე, ერთად ვიცხოვროთო. იცის, რომ არ მიყვარს, მაგრამ მაინც. არ მინდა ვიმრუშო მეთქი და დაასკვნა, რომ ჯვრის დაწერა ან ხელის მოწერა მინდა :) მეგონა ყველაფერი გასაგებად ავუხსენი-მეთქი :) ძალიან მიჭირს ვამტკიცო, რომ გათხოვებაზე არ ვოცნებობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვტყუი. დაახლოებით, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და ”ვერხი” რამდენი მიეციო, მკითხეს :)
893 9... - იცი, ეგ შეგრძნება? ალბათ არა. მემგონი არა. საიდან უნდა იცოდე. ზუსტად ვგრძნობ და ვიცი, როგორი ქალი სჭირდება, მაგრამ ვერ ვიქნები ეგ ქალი.
893 9... - ისევ გაუგებარი შინაარსის მესიჯებს გიგზავნი მემგონი, არა? ესე არ მითხარი, რომ დამირეკე? იმ ერთადერთ შემთხვევაში :) მემგონი არცერთი ჭკუათმყოფელი ქალი მაშინ ჩემ ადგილზე ტელეფონს არ გაგითიშავდა. ბოდიშს გიხდი მაგისთვის. რომ დამიძახე: სო ფო! - ძალიან ცუდად გავხდი.
noemberi
893 ... - თუ იცი, რომ შენი ნაცნობების ერთი ნაწილი შენზე ამბობს: ყოველთვის პოზიორი იყოო? მაგას ნაწილობრივ ვეთანხმები :) კიდევ მოგიყვე რაღაცეები? კარგად ერთობი ესეთებზე? თუ არც იმდენად?
893 9... - არა. აღარ მოგწერ არაფერს, თორემ გარეკავ. ხომ ვიცი. საერთოდ არ მაღელვებს ვინ რას ამბობს. უბრალოდ მაინტერესებს. ეხლა ისეთი თვალები გაქვს, შეიძლება თავი ჩემოვიხრჩო. მეჩვენება, რომ შენც ფიქრობ ამაზე და იმიტომ გაქვს ესეთი თვალები.
893 9... - რუსიკოს ვეჩხუბე ეხლა სულ ტყუილად. გული გამიწყალა :) ისე გავაბრაზე, ხმას აღარ მცემს. შენ ვერ გაბრაზებ და რა ვქნა. ვერ გკოცნი და საერთოდ ვერ გეხები
Ori clis cin
893 9 ...- კარგი. ჰო. ვაღიარებ. სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. ვიცოდი, რომ ესეთი იქნებოდი. მაინც მოულოდნელი იყო. ძალიან კარგი. აუტანელი.
oqtomberi
893 9... - რაღაც ძველ ამბებს იხსენებდნენ სუფრასთან. დიდი არაფერი. ჩემგან ესეთ მუხანათობას ვინ იფიქრებს, რომ ავდგები და შენ დაგიმესიჯებ. თუ ძალიან გულუბრყვილო არ ვარ :)
893 9... - ფეხები ისეთი გაყინული მაქვს, რომ დაგადო, იყვირებ :) არადა მინდა :)
seqtemberi
893 9... - იცი, დღეს აქ ერთი ჩემი კლასელი იყო. ბავშობაში ერთმანეთი ”გვიყვარდა.” დედაჩემს არ მოსწონდა სასტიკად :) ერთხელ ძალიან მოკლედ შევიჭერი თმა. დაახლოებით შენ რომ გაქვს. ჰოდა მაგან მითხრა: სოფო, ამისთანა თმას ადამიანი შეიჭრიდაო?! :) იმის მერე მოკლედ აღარ ვიჭრი თმას.
893 9... - თუ გინდა გეტყვი. ვკვდები ისე მიყვარხარ
Ori clis cin
877 7... - და შემოდი ჩემთან, უფროსწორედ ოთახთან აქ ვდგევარ 893 9... - არ შემიძლია. ბოდიში. 877 7... - ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. რამსიგრძეა ... :D რამსიგრძეა ... :D
6. საღოლ............. საღოლ.............
5. წავიკითხე :) წავიკითხე :)
4. ნამდვილად საინტერესო და კარგია.... მომეწონაააა ნამდვილად საინტერესო და კარგია.... მომეწონაააა
3. საინტერესოა ნამდვილად. საინტერესოა ნამდვილად.
1. 893 9... - სულ გავლოთდი მაგარი მთვრალი ვარ. ეხლა ცოტა ხანში დაგირეკავ და სიყვარულს აგიხსნი. :) მოდი მე შენ გეტყვი რომ ჭკვიანურია:) 893 9... - ფეხები ისეთი გაყინული მაქვს, რომ დაგადო, იყვირებ. არადა მინდა<--ეს რომ მომწეროს ვინმემს ისეთს გავადებ სამი დღე მამლით ივლის ეკლესიაში:) ნეტა ამოგეღო რა:) 893 9... - სულ გავლოთდი მაგარი მთვრალი ვარ. ეხლა ცოტა ხანში დაგირეკავ და სიყვარულს აგიხსნი. :) მოდი მე შენ გეტყვი რომ ჭკვიანურია:) 893 9... - ფეხები ისეთი გაყინული მაქვს, რომ დაგადო, იყვირებ. არადა მინდა<--ეს რომ მომწეროს ვინმემს ისეთს გავადებ სამი დღე მამლით ივლის ეკლესიაში:) ნეტა ამოგეღო რა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|