ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაატა6891
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2021


ბათუმს

ბათუმი (ახლა ასე რომ ითმენს
ათას რჯულს, ათას მტერს და ნაღმერთალს)
ისე მეწვის და ისე მამშვიდებს,
როგორც ცოდვების გამხელა მღვდელთან.
აჰა, მის ფასში, ანუ  ბითუმად -
ბოლო წლებში და ბოლო ხანებში...
წვიმის კი არა, სევდის ბათუმი
ცეკვავს და მღერის ჩაიხანებში.
რაღაც გუდავს და თანაც სიყრუე
ისე ნაზად კლავს, გესლავს, ახრჩობს და...
და ეს ქალაქი ისე მიყურებს,
როგორც ვარდები სასაფლაოდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები