ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2021


გასაძლები

„ამ ერთმა ლექსმა უნდა შემინახოს
- თუ ქვეყანაა, ამ ერთმა ლექსმა...“
                    ბესიკ ხარანაული.

ლექსს არად უნდა მეტაფორა,
როცა ის,
თავადაა მეტაფორა შენი ცხოვრების...

მცირედ დაობებულს თუ შეჭამ პურს,
არაუშავსო, -
ამბობდა დედა.
მის ნათქვამს ეჭვით არ ვუყურებდი,
ვიდრე  ბავშვი ვიყავი,
მერე ჩვევაში გადამივიდა.
ჩვევა კი,
მონად  გვაქცევს, -
მეტ მანძილებზე -
სულ უფრო მყარად.
ახლა თავადვე ვაობებ.

ამ ლექსსაც დავაობებ,
აუცილებლად,
რომ სხვამ ამრეზით შეხედოს,
პირი არ დააკაროს.
იქნებ გულუბრყვილოა
და ჯერ კიდევ სჯერა,
თითქოს სიყვარული შეგვიძლია ადამიანებს.
დაე, სჯეროდეს.

რა სიყვარული?
მე მგონია რომ
გამხნევებასღა ვეჭიდებით ერთმანეთისას.
ამისთვის კი, ცუდად უნდა იყო,
რაც უფტო მეტად, - მით უკეთესი.

იქნებ ეს ვინმეს პოზა ჰგონია,
რამე სარგებლის მომტანი?
ჩვევაა, ჩვევა!
თუმცა, რა გასაკვირია,
ჩიტს რომ თევზის არა ესმოდეს.
ვერავის გააგებინებ,
მაგალითი თუ არ მოუყვანე,
რომ თბილი ხელიც კი
შეიძლება იყოს  დაუნდობელი,
როცა ის ფიფქს,
ნებით, ან უნებლიედ,
გზაზე დახვდება.

მეყო ამდენი თავის მართლება,
თქვენც ნუ შეცდებით.

პური ცხელ-ცხელი უნდა
შესთავაზოთ ადამიანებს,
ოხშივარი რომ ასდიოდეს,
ობიანი არ არის კარგი,
- დედა ცდებოდა.

„ამ ერთმა ლექსმა უნდა შემინახოს“ - ამბობს ის,
მე კი, ნეტა გამაძლებინოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები