 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 12 აპრილი, 2021 |
1 მუშაობს, სადღაც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დღედაღამ რეცხავს ათასგვარი მარკის და ზომის, ფერის და ფასის ავტომობილს, თან პაპიროსის მოწევისთვისაც არ სცალია ხანდახან თომას. ბევრჯერ უცდია სხვა საქმისთვის დაედო გული, ბევრჯერ მოსინჯა სხვა საქმეში თავისი ბედი... მაგრამ ნაკლებად იშოვება იმდენი ფული, სამრეცხაოში რომ აკეთებს, თუმცაღა ყბედებს, რა დალევს ქვეყნად, ხშირად უწევს მათი მოსმენა, ასეთი გახლავთ სპეციფიკა რჩეული დარგის, საქმისგან დაღლილს, ვერ შეამჩნევთ იოტ მოწყენას, გულზე მალამოდ ეფინება: ხელი აქვს კარგი... არ იმჩნევს ღიმილს, თუნდაც მცირედ კმაყოფილებას, მეორე წრეზე გაათეთრებს მანქანის ქაფით, თვალს და ხელს შუა ათი წუთიც არ მიილევა, რომ ძველ მანქანას იერს უცვლის, რომელიც ლაფით მოსვრილი იყო, თითქოს მძღოლმა იარა ტყე-ტყე, ღრე-ღრე და ვინძლო, არც ორმოში, აღარც თხრილებში მორიდებია, რომ ჩაერტყა, ფიქრობდა შემდეგ, თომა გარეცხავს, იპრიალებს, თომა პირველი მრეცხავი არის მთელ მარცხენა სანაპიროზე, დღედაღამ რეცხავს ათასგვარი მარკის და ზომის, ფერის და ფასის ავტომობილს, თან პაპიროსის მოწევისთვისაც არ სცალია ხანდახან თომას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. შემდეგში იქნება უკეთესი კიდევ :)) პერვი ნი შიტაეტსა :)) შემდეგში იქნება უკეთესი კიდევ :)) პერვი ნი შიტაეტსა :))
4. ესეც წავიკითხე, "მარშუტკაში" ვიჯექი და ვისიამოვნე! :) სიმართლე გითხრა, ჩემამდე მეორე ნაწილი უფრო მოვიდა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ რამით ჩამოუვარდება, მკითხველის ეფექტია უფრო. :) ესეც წავიკითხე, "მარშუტკაში" ვიჯექი და ვისიამოვნე! :) სიმართლე გითხრა, ჩემამდე მეორე ნაწილი უფრო მოვიდა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ რამით ჩამოუვარდება, მკითხველის ეფექტია უფრო. :)
3. 1 ქულის ღირსია აგი ლექსი, ვინცხამ 1 ქულა დაწერა? :))) ოი, ბლიინ :დდ 1 ქულის ღირსია აგი ლექსი, ვინცხამ 1 ქულა დაწერა? :))) ოი, ბლიინ :დდ
2. to be continued ))) ჯერ სად ვართ, გუშინ დავიწყე ))) to be continued ))) ჯერ სად ვართ, გუშინ დავიწყე )))
1. დამაკლდა რაღაც კულმინაციური ამბავი თომაზე. დამაკლდა რაღაც კულმინაციური ამბავი თომაზე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|