 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 22 აპრილი, 2021 |
4 იღვიძებს. დგება. ფეხზე იცვამს ჩექმებს-რეზინის, წასვლამდე ჩართავს დაბალ ხმაზე killing me softly-ს... უჩუმრად გავა, შაბათია, დედას ეძინოს, სანაპიროსკენ შეუყვება, ჭადარი ფოთლებს ააშრიალებს, შეცივდება უძილო თომას, შინ მიბრუნებაც შეიძლება, მოასწრებს შევლას, საეჭვო არის განიზრახოს ქარმა ჩადგომა, არც თომას აწყობს გაციება, სურდო და ხველა. ბრუნდება. ეძებს კარადაში უფრო თბილ ქურთუკს, პოულობს. ირგებს. იხედება სარკეში. მიდის და ფეხაკრეფით იპარება, თითქოსდა ქურდობს საკუთარ სახლში, ოღონდ დედას ეძინოს მშვიდად. ისევ ჭადრები. სანაპირო. ქარი. ჭადრები. დღეები დღეებს მისდევენ და ჭადრები-ჭადრებს... ხეებს ფოთლებით დაუფარავთ სახე ჩადრივით, აშარი ქარი აშრიალებს ჭადართა ჩადრებს. საცაა მივა სამსახურში, სულ ათი წუთის გზაღა აშორებს აწი თომას-სამრეცხაომდე, ქუჩა. ძაღლები. რიკულები. სანაგვე ყუთი... ხანდახან ეს გზა იწელება, მართლაც რაოდენ უსაშველოდ და უთავბოლოდ, ვინ იცის, თომა, ვინ იცის, თომა რას ფიქრობდა წეღან ჭადრებთან? თომას კი უწევს ათასგვარი მარკის და ზომის, ფერის და ფასის მანქანების რეცხვა-გაწმენდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ყველა რაღაცნაირია ))) მადლობა ყველა რაღაცნაირია ))) მადლობა
2. ეს რაღაცნაირია.
3 ეს რაღაცნაირია.
3
1. მომწონს მე ეს თომას სერია მერე ალბათ პოემად აიკინძება
5 ჩემგან მომწონს მე ეს თომას სერია მერე ალბათ პოემად აიკინძება
5 ჩემგან
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|