უცქერ მონიტორს, რანდავ ლექსებს, არ ინიღბები, გახალისებენ ეგ ლიტბრიყვი რეიტინგები. ამ სოფლის არა, დიდ სოფლისკენ იზრდები გჯერა, შენი თაობა დიდუბისკენ აპარებს მზერას. იყვნენ მამები, ჩამოზამთრდი მათ ჩრდილში უხმოდ, მოვლენ შვილები, _ იარეთო, ბატონო, უფრთოდ! ვლიან დღეები, ვისთვის მშვიდი, და ვისთვის მფრთხალი, აღარ გშორდება, არტურას და რაფიკას ვალი. მაინც ვერ დათმე ეს ცხოვრება, ზვარივით ჭრელი, ლუდი და მწვადი ძმაკაცებთან, დიაცის წელი. "მარშრუტკის" კარებს გამოაღებს ბიკინის ზოლი, ო, შენ კი არა, ბერს შეაცდენს ის გოგო მგონი. ჟაკ დერიდასა, ერიხ ფრომს და ან ვუდი ალენს, დაეხსენ, ძმაო, აზრზე მოდი, მაყუთი თვალე. "რეპსა" და "ურმულს" ვერ გარითმავ, რიზეს და ზადენს, კლასიკა ახლა სარდაფშია, მოდერნი ზარდე. გიმტკიცებენ რომ შორსააო_ ლექსაისბერგი, სილვია პლათი, ენ სექსტონი ალან გინსბერგი. მოგწყინდა უკვე ეგ ხედები ცრემლთავწარგული, როგორც რითმები:_ "ვარდი"_"დარდი" "სული" და "გული". დილის სველ ჩრდილებს ფეხს ადგამ და ახლისკენ იწევ, და დაღლილ თვალებს ეჩვენება, ღამდება ისევ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. განსხვავებულიაააააა და კარგია:) განსხვავებულიაააააა და კარგია:)
17. უცქერ მონიტორს, რანდავ ლექსებს, არ ინიღბები, გახალისებენ ეგ ლიტბრიყვი რეიტინგები. ამ სოფლის არა, დიდ სოფლისკენ იზრდები გჯერა, შენი თაობა დიდუბისკენ აპარებს მზერას. 555555555555555 უცქერ მონიტორს, რანდავ ლექსებს, არ ინიღბები, გახალისებენ ეგ ლიტბრიყვი რეიტინგები. ამ სოფლის არა, დიდ სოფლისკენ იზრდები გჯერა, შენი თაობა დიდუბისკენ აპარებს მზერას. 555555555555555
16. მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით... დახვეწილი გემოვნება გაქვთ...5 მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით... დახვეწილი გემოვნება გაქვთ...5
14. უცქერ მონიტორს, რანდავ ლექსებს, არ ინიღბები, გახალისებენ ეგ ლიტბრიყვი რეიტინგები. ამ სოფლის არა, დიდ სოფლისკენ იზრდები გჯერა,
ჩემი სათქმელიც იგივეა უცქერ მონიტორს, რანდავ ლექსებს, არ ინიღბები, გახალისებენ ეგ ლიტბრიყვი რეიტინგები. ამ სოფლის არა, დიდ სოფლისკენ იზრდები გჯერა,
ჩემი სათქმელიც იგივეა
13. ...გაზაფხული მოდისო..ბატონო დავით....და თენებასაც მოუღლელი სჭირდება მთვარე...ღიმილს დავტოვებ...:) ...გაზაფხული მოდისო..ბატონო დავით....და თენებასაც მოუღლელი სჭირდება მთვარე...ღიმილს დავტოვებ...:)
12. შესანიშნავად მესმის თქვენნი ბატონო დავით. მაგრამ თქვენ თბილი ლექსები გიხდებათ. ამჯერად, პირველად და უკანასკნელად ჩემგან 4 შესანიშნავად მესმის თქვენნი ბატონო დავით. მაგრამ თქვენ თბილი ლექსები გიხდებათ. ამჯერად, პირველად და უკანასკნელად ჩემგან 4
11. გიმტკიცებენ რომ შორსააო_ ლექსაისბერგი, სილვია პლათი, ენ სექსტონი ალან გინსბერგი.
მაგარია.
გიმტკიცებენ რომ შორსააო_ ლექსაისბერგი, სილვია პლათი, ენ სექსტონი ალან გინსბერგი.
მაგარია.
10. აღარ გშორდება, არტურას და რაფიკას ვალი.
აღარ გშორდება, არტურას და რაფიკას ვალი.
9. ამ სოფლის არა, დიდ სოფლისკენ იზრდები გჯერა, შენი თაობა დიდუბისკენ აპარებს მზერას. იყვნენ მამები, ჩამოზამთრდი მათ ჩრდილში უხმოდ,
რა დროს ეგენია, დავით, ჯერ ყველაფერი წინ არის, გულისგატეხას უარი! ამ სოფლის არა, დიდ სოფლისკენ იზრდები გჯერა, შენი თაობა დიდუბისკენ აპარებს მზერას. იყვნენ მამები, ჩამოზამთრდი მათ ჩრდილში უხმოდ,
რა დროს ეგენია, დავით, ჯერ ყველაფერი წინ არის, გულისგატეხას უარი!
8. ლუდი და მწვადი ძმაკაცებთან, დიაცის წელი. "მარშრუტკის" კარებს გამოაღებს ბიკინის ზოლი, ო, შენ კი არა, ბერს შეაცდენს ის გოგო მგონი. ჟაკ დერიდასა, ერიხ ფრომს და ან ვუდი ალენს გაიხარე პოეტო... ლუდი და მწვადი ძმაკაცებთან, დიაცის წელი. "მარშრუტკის" კარებს გამოაღებს ბიკინის ზოლი, ო, შენ კი არა, ბერს შეაცდენს ის გოგო მგონი. ჟაკ დერიდასა, ერიხ ფრომს და ან ვუდი ალენს გაიხარე პოეტო...
7. მიყვარს პოეტების კითხვა დავით მიყვარს პოეტების კითხვა დავით
6. დავით მოგიკითხე!!! კარგია!!! 5
დავით მოგიკითხე!!! კარგია!!! 5
5. მაგარია დიდუბე.... მაგარია დიდუბე....
4. "გადიოდა დრო და იცვლებოდა მოდა..." :) "გადიოდა დრო და იცვლებოდა მოდა..." :)
3. 55555555555555
მაგარია! 55555555555555
მაგარია!
1. ''კლასიკა ახლა სარდაფშია, მოდერნი ზარდე''...
გულზე მომხვდა ეს ფრაზა, და არა მხოლოდ ეს.
საინტერესო ლექსია, ბატონო დავით! ორიგინალურიც... ``კლასიკა ახლა სარდაფშია, მოდერნი ზარდე``...
გულზე მომხვდა ეს ფრაზა, და არა მხოლოდ ეს.
საინტერესო ლექსია, ბატონო დავით! ორიგინალურიც...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|