Განსხვავებულს ეძებენ - ყველა ერთნაირია, და გარეთ ძიებაში საკუთარ თავს კარგავენ, ჯერ ერთმანეთს ხოცავენ, მერე მოთქმით ტირიან, და საკუთარ დათესილს, ძირში თხრიან ნარგავებს,
რატომ? რა დაემართათ მზის და მთვარის ქურუმებს?! სად დაკარგეს რძის გზა და აერიათ გზა -კვალი, მზე ხომ ისევ ამოდის და სივრცეს Aurumebs, დრო არის, რომ ავკრიფოთ ჩვენი ქვა და კაკალი,
Ზოგს ჰგონია სჭირდება სხვისგან აღიარება, Მზე, რომ ბრწყინავს ვინმესგან ითხოვს ამის დასტურებს? გადიარა გრიგალმა, და ჩვენ ვიცით ქარებმაც, ქრისტე თავის დაპირებას სიტყვასიტყვით ასრულებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|