ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია კახიძე
ჟანრი: პროზა
27 თებერვალი, 2009


უბრალოდ წერილი ლეონსიოს, ჩემს ყველაზე განსხვავებულ მეგობარს

დღეს მარკესს ვუსმენდი....უფრო სწორედ იმ ბიჭს მარეკსს, რომ კითხულობს მეტისმეტად ამაღელვებელი ხმის ტემბრით. ჯერ მარკესსში გადავრდი, მერე იმ ბიჭის წარმოდგენას ვცდილობდი, ვაკოწიწე, ვხლართე, ვალეგე  და მაინც არ გამოვიდა, უბრლაოდ ხმა აქვს იმდენად ლამაზი რომ ...
ერთი ბიჭია ლეონსიო, იცის რომ რაღაც წერის სურვილმა მომიარა და  მელოდება როდის მოვრჩები და წავაკითხებ. ამასობაში კი მე, გადავიფიქრე იმ სხვა რაღაცაზე წერა და ჩემი ეგრეთ წოდებული ლირიული შემოტევა ლეონსიოს დავახარჯო მომინდა.
ვიცი არ მიწყენ, შენი დღევანდელი განწყობა იმ სიმღრის ტექსტით რომ ავაწყე, მერე ვიჯექი და ვფიქრობდი, რატომ აიკვიატე ეხლა ეგ სიმღერა, ტექსტიც ძალიან დეპრესიული იყო და მელოდიაც, არ მინდა მაგას უსმენდე, სულელი მე ვარ, რომ გითარგმნე.... სხვაც გითარგმნიდა მართალია, მაგრამ.... გავიარეთ... ერთხელ იმდენჯერ მითხარი გავიარეთო, რომ მომინდა მეთქვა სუდამოდ გავივლი თუ ასე გინდათქო… მაგარამ ვაი რომ არ შემეძლო. . .
ლეოო არასოდეს მითქვია შენთვის ერთი მნიშნვნელოვანი რამ, როცა მამაშენის გარდაიცვალება მითხარი, ენა დამება ... ძლივს მოვილუღლუღე ბანალური სამძიმარი და ისე დავდუმდი, დავდუმდი მთელი წლით და ორი თვით ლამის, ვერ ვინელებდი ჩემს დუმილს და ვერც სიტყვებს ვპოულობდი..... არადა საშინლად ძალიან მიდნოდა გეგრძნო, რომ მეც მტკიოდა შენი ტკივილი, გინდა ბოთე დამიძახე და გინდაც სულელი, დღეს ყველაზე მეტად მოვძებნე ძალა, დაგვიანებით გითხრა ძალიან, ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე დიდი ადამიანი დაკარგე და რომ ამ ტკივილს არაფერი შეედრება, და რომ მე მესმის შენი თავიდან ბოლომდე, ყოველი შენი უჯრედივით ვგრძნობ მის წასვლას, ერთხელ მეც წამიყვანე მის საფლავზე. მარკესი ამბობს, შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ იმათ ვინც გიყვარს და ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, მერე ნამდვილად დაგწყდება გული რომ ვერ მოასწარი გეთქვა როგორ გიყვარდაო, შენ მოასწარი ასე მგონია, და თუნდაც ვერ მოასწარი ის მაინც გრძნობდა შენს სიყვარულს, მე კი ამას იმიტომ გეუბნები რომ მე მინდა მოვასწრო გითხრა მიყვარხარ, და ყოველ დილას შენს მწვანედ მოციმციმე სკაიპს ვხედავდე, მერე მნიშნვნელობა არ აქვს მეცლება თუ გეცლება მოსაკითხად.... მთავარია რომ ხარ და იქნები, იმ წუთას თუ არა მერე, მიპასუხებ ან გიპასუხებ, მე ახლა საკუთარ შეგრძნებებს ვაშიშვლებ შენთან და ამის გამეორება არ ძალმიძს, შემრცხვება ხომ იცი.... და ამ შეგრძნებებში ისე ღრმად ხარ, რომ სხვებისთვის არ რჩება ასეთ სიღრმეზე ადგილი. მინდა მოგიფრთხილდე რაღაცნაირად, რამენაირად გავაპროტესტო შენი მავნე ჩვევები, რომლებიც იმდენად მავნეა ჯანმრთელობისთვის.... მინდა აგიკრძალო ბევრი რამ, მინდა გაუთავებლად გიკიხთო ლექცია რა შეიძლება და რა არა, მინდა დამიჯერო ცოტათი მაინც.... მინდა 24 სათი დღეში და 365 დღე წელიწადში შენი პრობლემების მინიმუმით გაატარო, მინდა არ ფიქრობდე რა იდიოტობა და ერთფეროვანია შენი ცხოვრება, ჩემიც ასეთია და კიდე ბევრი დანარჩენების უბრალოდ ჩვენ ვაღიარეთ მისი კანონები და შევეგუეთ. ჩვენ პატარა ადამიანები ვართ და შენნაირების ადგილი მართლა არაა ამ სამყაროში, მაგარამ მაინც ვერ გაგიშვებ ვერსად…
კიდე ის დღე მინდა:
სიგარეტს რომ დაიჭერ დანაოჭებული და თამბაქოს კვამლით ფერშეცვლილ თითებში, თმები რომ ძალაინ თეთრი გექნება მამაშენივით და უკვე მე-20 თაობის ტელეფნით, რომ დამირეკავ ახლოს ვარ და შემოგივლიოო….. მეც რა სანახავი ვიქნები ლეო, მანქანის კარებს ვერ გავაღებ ალბათ დამემძიმება, მარშრუტს აღარ შეგეკითხები, უკვე მეცოდინება ვაკის, ან რომელიმე  პარკი იქნება ჩვენი ასაკის შესაფერისი სასეირნო, ჭიქა ჩაის დავლევთ, ჩვენი გულები სხვა სახის სასმელს ვერა აიტანს, მე სიგარეტს მოვითხოვ და დღეს რომ ძალიან მომწონს მწეველი ბებოები, იმათ მივემსგავსები.  ნეტა შენ ისევ ისეთი პახაბნი ლექსიკა გექნება? ეგ არ ვიცი მაგრამ, მე რეაქცია ნამდვილად აღარ მექნება, იქამდე ისე შორია…. . . ვეღარც პროდიჯის მოვუსმნეთ ერთად, მე ყურის ტკივილს მოვიმიზეზებ, შენ - რამე წყნარის განწყობაზე ვარო და…. . .  მომისმენ, ისეთივე კომენტებს ჩაურთავ ჩემს გაუთავებელ პრობლემებს, (ისინი ისევე იქნებიან, სხვა ფორმითა და მნიშვნელობით, ისევე როგორც იქნები შენ) როგორც დღეს, ისევ გამოხვალ ბოლოსიტყვით რომ დავიკიდო ყველაფერი, ისევ გაჩნდება ლოგიკური კითხვა: როგორ? რომელსაც ისევ შენ უპასუხებ, მე კი  ბევრს ვიცინებ, ცრემლები წამომივა. ნეტა მაშინ თუ გეყოლება „ნაშები?” თუ გეყოლება და განვიხილავთ რომელს უფრო დიდი ზომის მკერდი აქვს, ნიკოლოზიც მოვიკითხო? ისიც ხომ დაბერდება და. . .  ამას დავბეჭდავ და მომავალში ერთ-ერთ გასეირნებაზე თან წამოვიღებ, ვიცი ამაზეც იხალისებ. ხოო კიდე, ლამის დამავიწყდა, შვილიშვილები არ წავიყვანოთ ლეო? თუ გაგვატანეს წავიყვანოთ რა. . .
ასე მომხილბავ მომავლს გპირდები ჩემო კარგო და მოდი ვსინჯოთ მისვლა იქამდე, მარტო არ წავალ იცოდე


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები