გავლევდი სოფელს ყვავილთა კრეფით, მაგრამ შენ არ ხარ, არ გწამს მგოსნების... და ასკდებიან ჩემს შუბლს ფიქრები, ვით რომის კედელს ბარბაროსები.
რაღა ვქნა სულო, რომ არ დაბრუნდე? საკუთარ თავთან ვმართავ დიალოგს, მთელი ცხოვრება მერე ხომ უნდა, ბრმა ტყვიასავით ვიხეტიალო.
გამახსენებენ ძვირფასო, ვინ ვარ, კანზე ლურსმული მინაწერები, მიწას უგულოდ მივუგდებ იმ ვალს, ოთახში დადის ფეხის წვერებზე,
უშენობა და მახელებს ისე, როგორც ნაკვერჩხალს სულის შებერვა, ბუდეს იკეთებს თვალებში ნისლი და ვებრძვი შიგნით დამდგარ თებერვალს.
გამაჩერებდნენ შენი ხელები, ვერ გავუძლებდი მაგ ტუჩებს რძიანს, მკერდში ვატარებ მე გულს ძველებურს, დავიწყება რომ არ შეუძლია.
დნება ღამე, ვით სანთელი ცვილის, და თითქოს სულში მეღვრება მწველად, მოგისაკლისე... გამშორდა ძილი, და შენზე ფიქრში შემომეწერა...
დანტე დარდიანი 15/05/2021
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|