| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 16 მაისი, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, თვალს და ხელს შუა, წელიწადი უკვე შესრულდა, ერთი წელია არ მინახავს შენი ღიმილი, ხანდახან ვფიქრობ, ეს საკანი მწვანე მილია, თუმცა სტივენ კინგს არ ეკუთვნის ალბათ იდეა, მერწმუნე, ჩემში ფანტაზია უფრო დიდია, მერწმუნე, ჩემში მონატრება უფრო ვრცელია, ახლა, ძილის წინ, როგორც ბალახს, მთიბავს ცელივით- შენი ფერმკრთალი სილუეტი, თვალებს რომ ვხუჭავ, როცა ბრაზისგან თავისთავად მეკვრება მუჭი, როცა შიშისგან მეჭიმება ყოველი ნერვი, როცა არ მახსოვს, რაზე იყო წერილი მერვე, მისწრება არის ახლა ღვინო, თუნდაც ჰაშიში, წყალს წაუღია სტივენ კინგის წიგნების შიში, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, თვალს და ხელს შუა, წელიწადი უკვე შესრულდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|