ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2009


***



***
მგზავრი მწვერვალების
სიჩუმეს უყურებს,
მისი ჩრდილი ყვავილებს ეფერება.

***
"რა შეგაჩერებს,რა დაგაბერებს,
როდესაც ასეთი შვილები გყავს,
ბრძენი და მშვენიერი",_
სიკვდილ-სიცოცხლეზე ამბობდა დრო.

***
ღრუბლებს ქვემოთ მერცხლები ხარობენ,
მაგრამ სულ სხვაა არწივბის ბედნიერება,_
რომ მოჩანან და აღარც მოჩანან
ღრუბლებსა და ვარსკვლავებს შორის.

***
თითქოს თვითონ გაიღო სარკმელი
და ფუძის სიხარულის
ხმასავით გამოჩნდა ბავშვი.

***
კედელზე ძველისძველი ხალიჩა
ბებიის მოქსოვილი,
ვით ღმერთის სახეზე
ღიმილი სევდიანი...

***
პირდაპირ წახვალ,მარჯვნივ თუ მარცხნივ,
სულ ერთია,დაიღუპები...
ამიტომ მივფინავ ცაში,
სადაც უფრო ლამაზად კვდებიან.

***
პოეზიისა და პროზის ორღობეში
გამოჩნდა ვერლიბრი,
როგორც მშვენიერი ანარეკლი
ორხმიანი სასწაულისა...

***
ეჭვი იკარგება და დარდი მკრთალდება,
როდესაც შენი ხმა
ჩემი გულის სიჩუმიდან შემომანათებს.

***
ცითა და მიწით გახარებული,
როგორც ჰაერი_ დაფენილი
ჯეჯილის მობიბინე ტალღებზე.

დედაშვილობა
----------------
ნისკარტით საკვები მოუტანა,
ფრთებით_ცის სურნელი
და თვალებით_სითბო ღმერთისა.

***
ვით შვილიშვილს პაპა და ბებია,
დაგატარებენ დარდი და სიხარული.
ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს ორივე!

***
წინაპრის ნაფუძარს თუ დაუბრუნდები,
მოხდება სასწაული:გაქრება შამბნარი
და მიწიდან ამოგინათდება
ბილიკი,საუკუნის წაშლილი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები