ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ივნისი, 2021


13 ივნისი


როგორ მიყვარდა 13 ივნისი... ამ დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა – ლაშა ბასილაშვილმა და ჯუბა ხაინდრავამ ერთობლივი პოეზიის საღამო გავმართეთ სამების ახალგაზრდულ ცენტრში. ხუთი წლის შემდეგ კი... ხუთი წლის შემდეგ თითქოს ცა ჩამოგვექცა თავზე... უიარაღოდ დამჭრა მკერდში ბუნებამ... 13 თარსი რიცხვიაო ნათქვამია... არის სიმართლის მარცვალი ამ გამონათქვამში. 13 დეკემბერს გარდაიცვალა ოჩამჩირელი ვიტალი დარასელია (მდინარე ძირულაში გადავარდა მანქანიანად), რომლის ცხედარიც ცამეტი დღის შემდეგ იპოვნეს.

2010 წლიდან 2015 წლამდე 13 ივნისი ყოველთვის ტკბილად მახსენდებოდა... ეჰ, რას ვიზამთ, სამწუხაროდ ბუნებას ვერავინ დაამარცხებს... ჯერ კიდევ როდის აღწერა ვაჟა–ფშაველამ ბუნების ავ–კარგიანობა... გენიოსი იყო ლუკა რაზიკაშვილი, ლექსებით წინასწარმეტყველებდა მომავალს.

ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა გვაშოროს ჭირი, გაბრწყინებული სახეები გვენახოს საკუთარ სამშობლოში სიცოცხლის ბოლომდე.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავსრულო:

სტირის, ღვთისმშობელი სტირის

სტირის, ღვთისმშობელი სტირის,
ცრემლი მოერია თვალებს,
ბოლო აღარ უჩანს ტკივილს,
რეკენ მწუხარების ზარებს.

სტირის, ღვთისმშობელი სტირის,
ჩემს მკერდს ნაიარევს ვამჩნევ,
ახლა ვინატრებდი სიკვდილს,
მაგრამ თქვენთან მინდა დავრჩე.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები