ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ევა_ბოშა ქალი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2021


Ბედის მონახევრე

Თითქოს სულაც არ დაღლილა,
არა და ისე დაიღალა ფეხზეც ვერ დგება,
მიითრევს ფეხებს ხურდის ჩხრიალით ყავახანამდე,
ეს ყავახანაც ერთი პატარა სარდაფია,
სადაც წლებია მხოლოდ საკუთარ თავს უდუღებს ყავას.
ერთ ჭიქას დალევს,
ატრიალებს,
Ლექის წრეტამდე ტაროს გაშლის,
ტაროს, რომელიც აღარ გააქვს წლებია გარეთ,
ერთხელ დაიცემს მათრახს ზურგზე,
Გახედავს პერანგს,
რომელიც კედელზე ისე კიდია,
თითქოს საკურთხეველთან უნდა ჩაიცვასო რომამ.
ისევ დაიცემს მათრახს ზურგში ბოდიშის ნიშნად,
ამასობაში იწრიტება ყავის ნალექიც,
და ცალკე კარტში,
ცალკე ყავაში,
იმ შვილს ეძებს,
რომელიც ზუსტად იცის რომ უკვე მკვდარია,
და რახან უკვე თხუთმეტ ზამთარს
არ გაატანა პერანგის ნახევი,
და რახან პერანგი ისევ ძველებურად
კიდია საგანგებოდ,
სწორედ ამიტომ ირტყამს მათრახს,
სწორედ ამიტომ,
და მერე ტირის,
რადგან იცის რომ ჭიქა არასდროს იტყუება,
მით უფრო _ ტარო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები