 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 3 ივლისი, 2021 |
რამდენ მზეს უნდა დაემტვეროს სინათლის კეხი, ან მერამდენედ გადაბრუნდეს გზიდან ურემი, არ ილოცება ეს ოხერი, ტკეპნე და ბრიცე და აქეთიქით უღრანების ყველა დარაჯი გაჩეხე თუნდაც ნაწილობრივ, ზოგიც მათ შორის ამოძირკვე და ნაფესვარში მყუდროდ ჩაფინე ბურუსი რომლის გასამხელად თვალი არ გეყო და ღიობისთვის შესაფერის წამოღმუვლებას უკმეხად პირში მიახალე - დასკდით, გამოშრით. ფუღურო თქვენი მიილულოს როგორც სათოფე და ტკივილ გამტარ სიბნელეში თითი ამხილოს, რომელიც ასე უხმაუროდ იკეცებოდა, რომელსაც ხანაც უსამართლოდ - ცისკენ იშვერდნენ, დასამიზნებელს სათოფეზე ახლოს უშვებდნენ და გაფანტული ღრუბლებიდან ჩამოტანილ მზეს, თვალწინ უმსხვრევდნენ ფაიფურის ანგელოზივით. შენ სადაც უნდა მდგარიყავი გაორებული, ამ უძრაობის სანუგეშოდ წაიბუტბუტე - სრაკსიც თერამკამ; - სრაკსიც თერამკამ; - სრაკსიც…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|