Მინდა ეს ქვები შევაგროვო, ზუსტად იმდენი, რამდენი აქლემიც ჰყავს მექარავნეს, მერე ეს ქვები გავხვრიტო და კისერზე დავიკიდო, რომ ქვებმა მაინც მელაპარაკონ იმაზე, რასაც მისტიკას ეძახიან და გაურბიან, ღმერთისა თუ რეალობის შიშით, მე კი არც ღმერთის მეშინია, არც რეალობის, ვარ აგზნებული ლალის ქვებით, გახევებული ფირუზის მიერ, და ბროლის მიერ ვარ ნასროლი აპოთეოზში. მე რომ სიცხეში თმის სამაგრი ვერ მოვიძიე, იესოს ვთხოვე, როგორც გრძელთმიანს, და ის, ვინც იტყვის რომ ყველა ევა ისე თუ ასე ჯოჯოხეთის მკვიდრია, მიმიფურთხებია მისი კაბისთვის, ღმერთი კი ალბათ არ ამზადებს ჯოჯოხეთის ლავას გზატკეცილის მაწანწალასთვის, რადგანაც სულ ვგრძნობ მის არსებობას, მაშინაც, როცა კვდებიან, ან მაშინ, როცა იბადებიან, მაშინაც ვგრძნობდი, ზურმუხტის ქვაში როცა ვცვლიდი უმანკოებას, ღვთის ხელით შექმნილ ცხიმიან და თმიან მასასთან. იქ იყო ღმერთი, მთელი სხეულით ვგრძნობდი, იქ იყო, იჯდა თავისთვის სკამზე და ოფლიან ხელში მოსრესილი Ჩემი მკერდი ენანებოდა. Ბოლოს ჩაიცვა მექარავნემ და გამეცალა, ჩემში არავინ დარჩენილა, Ღმერთს თუ არ ჩავთვლით, რომელმაც ნახა რომ წუთები ვიღიმოდი საკუთარ თავთან, მხოლოდ წუთების გასვლის მერე დავხედე ზურმუხტს, Თვალი შევავლე და სხვა ქვებთან მივეცი ბინა. ამის ნახვაზე ისე გაწყრა, ისე გაბრაზდა, ფეხზე წამოდგა და მიაშურა იმ კარს რომლიდანაც მექარავნე გავიდა წუთების წინ, მე კი გასვლამდე ისე მცხელოდა, რომ თმისსამაგრი ვთხოვე ისე, როგორც გრძელთმიანს, მის მერე ღმერთი არ მინახავს, არც მექარავნე. Და არც სხვა ღმერთი, არც სხვა მექარავნე, ხოლო ქმარი კი, ვინც ვიპოვნე მთელი არსებით, სირცხვილისაგან ვერც კი უსმენს ამ ისტორიას, ყელზე კოცნამდე ყელსაბამს მხსნის და თავს იტყუებს რომ თითო ქვა თითო მექარავნე კიარა, მხოლოდ ქვა არის, უსულო და უმისტიკო, უმანკო და უცოდველი, თუმცა მაინც მხსნის, მხსნის და იღიმის, მხსნის და მკოცნის, და არც კი მისმენს როცა ვამბობ რომ არც არაფრის არ მეშინია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ახლა ვნახე და თითქმის თქვენს ყველა ლექსთან აქ უმაღლესი შეფასება მქონია დატოვებული. კიდევ ერთხელ წავიკითხე ყველაფერი და .. რაც კარგია, კარგია! ერთი კითხვა კი მაინც ვერ მეშვება იმთავიდანვე.: ხომ როგორი ქალური ლექსებია, არა?! საერთოდ, წლების მანძილზე არაერთხელ გამომითქვამს საჯაროდ, სხვადასხვა მოდიფიკაციით ერთი ჩემი აზრი - მე ვთვლი, რომ პოეტობა კაცში - ბაირონი, გოეთე და რილკეც რომ იყოს, მისი ფემინური პლასტის გამოვლინებაა. თქვენ ისეთ საკითხებზე და ისე კარგად წერთ, ისიც გეცოდინებათ, რომ ნებისმიერ მამრში, თვით უმამაცესშიც არის ქალური საწყისი და პირუკუ, თვით უნაზეს და ულამაზეს ქალშიც კი მასკულინური საწყისია საგულვებელი. თუმცა აქ ამას ნაკლებად ვგულისხმობ. მეჩვენება, რომ თქვენს მეტისმეტად მდედრულ ლექსებში სადღაც მამრის ხმა ისმის, მამრის თვალით აღქმული მომენტებია. შესაძლოა, ძალიანაც ვცდებოდე ამ გულწრფელი აზრის გამოთქმისას ეს სრულიადაც არ აკნინებს თქვენი ლექსების ღირსებას. წარმატებები! ახლა ვნახე და თითქმის თქვენს ყველა ლექსთან აქ უმაღლესი შეფასება მქონია დატოვებული. კიდევ ერთხელ წავიკითხე ყველაფერი და .. რაც კარგია, კარგია! ერთი კითხვა კი მაინც ვერ მეშვება იმთავიდანვე.: ხომ როგორი ქალური ლექსებია, არა?! საერთოდ, წლების მანძილზე არაერთხელ გამომითქვამს საჯაროდ, სხვადასხვა მოდიფიკაციით ერთი ჩემი აზრი - მე ვთვლი, რომ პოეტობა კაცში - ბაირონი, გოეთე და რილკეც რომ იყოს, მისი ფემინური პლასტის გამოვლინებაა. თქვენ ისეთ საკითხებზე და ისე კარგად წერთ, ისიც გეცოდინებათ, რომ ნებისმიერ მამრში, თვით უმამაცესშიც არის ქალური საწყისი და პირუკუ, თვით უნაზეს და ულამაზეს ქალშიც კი მასკულინური საწყისია საგულვებელი. თუმცა აქ ამას ნაკლებად ვგულისხმობ. მეჩვენება, რომ თქვენს მეტისმეტად მდედრულ ლექსებში სადღაც მამრის ხმა ისმის, მამრის თვალით აღქმული მომენტებია. შესაძლოა, ძალიანაც ვცდებოდე ამ გულწრფელი აზრის გამოთქმისას ეს სრულიადაც არ აკნინებს თქვენი ლექსების ღირსებას. წარმატებები!
6. არ შეკრთე ,, ციგანო " ;)
ბუნებრივად არის ტექსტი როლში. საიდან გამომდინარე - ამას უკვე მნიშვნელობის ხარისხი აქვს შემცირებული. არ შეკრთე ,, ციგანო " ;)
ბუნებრივად არის ტექსტი როლში. საიდან გამომდინარე - ამას უკვე მნიშვნელობის ხარისხი აქვს შემცირებული.
5. საკუთარი თავის რატომ უნდა მეშინოდეს? საკუთარი თავის რატომ უნდა მეშინოდეს?
4. საკუთარი თავის რატომ უნდა მეშინოდეს? საკუთარი თავის რატომ უნდა მეშინოდეს?
3. საკუთარი თავის რატომ უნდა მეშინოდეს? საკუთარი თავის რატომ უნდა მეშინოდეს?
2. არც საკუთარი თავის გეშინიათ?
არც საკუთარი თავის გეშინიათ?
1. საყვარელო, შენ. საყვარელო, შენ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|