ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშკინა
ჟანრი: პროზა
5 ივლისი, 2021


ჩვენებური

                                                                                                                            ჩვენებური


                                                                                                                                I თავი
      “Who are you “ -  ნახევარი ფრაზა ხმამაღლა წამოიძახა და ასიმეტრიული სახე ზიზღით მოეღრიცა. მხოლოდ მესამე პირში ბრაზდებოდა საკუთარ თავზე და ამას მხოლოდ უცხო ენაზე ახერხებდა.  ტრადიციულ, ვითომ ქართულ, მატყუარა ნაჭუჭში შეტენილს სხვის ენაზე თუღა შეეძლო თავისუფლება.  კარები გამოხურა და აღებული ახლად დაბეჭდილი, ორმოცდაათი ლარი ჯიბეში ჩაიდო. ეტყობოდა, რომ რაღაცა მეტი გაყიდა ვიდრე ფულით შეძლებდა ყიდვას, იცოდა  მოტყუებული იყო, მაგრამ საუკუნეების წინ დაწყებულ გახრწნას სახე შეცვლილი სინდის პატარა გაფაჩუნებამ ვერ უშველა და სინანულად ვერ დაიბადა. ავტობუსის გაჩერებაზე ქურდივით ამოიღო და დააკვირდა მომწვანო კუპიურას საიდანაც ზიზღით უმზერდა თამარ  მეფე.
„ღმერთო სადა ხარო“ - საკუთარ თავთან გაუცხოებულ ურწმუნოს მარტოობამ სძლია და მშველელად მთავარ უცნობს  მოუხმო.
                                                                   
                                                                                                                            მგზავრი
      ავტობუსში ამოვიდა თუ არა თვალში მეცა მისი  დამწიფებული მუცელი. თითქოს მდევარს გაურბისო ისე ნაჩქარევად აიღო ბილეთი. მისი ღელვა ნაყოფს გადასდებოდა და ისე გამწარებით მოძრაობდა საშინელებათა ფილმი გამახსენდა. სწრაფად დავუთმე ადგილი, არც მოკრძალებისთვის, არც თავაზიანობისთვის. ნახევრად ბნელ, გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩართულ თბილისში გამრავლების ინსტიქტის უსიამოვნო განცდას მოვარიდე თვალი. არც მას უთქვამს მადლობა. სწრაფად გამოიყენა უპირატესობა სკამზე ჩამოჯდა და მოურიდებლად შეიხსნა შარვლის ღილი. ზიზღის ჟრუანტელმა დამიარა და სუფთა ჰაერის მოლოდინში  ავტობუსის ფანჯარა შევაღე. დაბინძურებული ჰაერისგან  გაჭვარტლულ ნახევრად დანგრეულ კედელზე თექსვეტოდე წლის გოგო ბიჭი წარწერას აკეთებდნენ : “ ჩემი ქალაქი მკლავს“ .

                                                                                                                            II თავი
      ისედაც არეულმა  ციკლმა მედეას ორსულობა გვიან მიახვედრა  და ახალი თავსატეხი გაუჩინა. სავარაუდო მამა ორი იყო. ორივემ თავი შორს დაიჭირა, მაგრამ ისეც არ დამფრთხალან ექიმის თუ საყასბოს ფული გამოემეტებინათ, ცხოვრება არ გაიუბედუროო ურჩიეს და მოუხურეს კარები. მისი დაუდევრობით არასასურველი ნაყოფის მუცელშივე ჩაკვლის ყველა გზა დაგვიანდა და უკვე  ერთ თვეში ქვეყანას სასჯელად მოევლინებოდა სიძვის თუ დროების უდანაშაულო და სამართლიანად საშიში პირმშო. 
      მუცლის სიმძიმეს თეძოს კუნთები დაეჭიმა და ავტობუსის გაჩერებიდან სახლისკენ გზას კოჭლობით მიუყვებოდა. კორპუსის სარდაფიდან შმორის, შარდის და სპერმის სუნი ამოდიოდა. ეს ის ადგილი იყო სადაც მედეას ბავშობიდანვე გული ერეოდა. ეხლაც ძლიერ მოუჭირა ხელი ღირსებაში გადახდილ ორმოცდაათ ლარს და ბოლომდე ამოისუფთავა ისედაც ცარიელი კუჭი.  გულის ასარევად პირველად აქ მაშინ მოვიდა დედამისის მოურიდებელი კვნესის ხმა რომ გაიგონა რომელსაც მეზობლის აქოთებული ხვნეშა ერთვოდა.  არყით გაბრუებულმა პირველად რომ თავი დაკარგა  მაშინაც მთელი გზა ითმინა რომ აქ ამოენთხია უგემური კმაყოფილება. ეხლაც თითქოს ვალ მოხდილმა  შედარებით მსუბუქი ნაბიჯებით აუყვა ბინძურ სადარბაზოს და წითლად შეღებილი  მორყეული კარი შეაღო. კარების ხმაზე მეზობლის მდგური შემოკაკუნდა და იაფასიანი სუნამოს სურნელით გაავსო ხრუშოვის დაგეგმილი სამზარეულო.  ყავა გაზზე შემოადგა და გრძელი პრიალა ფეხები გამომწვევად გადააჯვარედინა. ეტყობიდა ქალების ცთუნებაშიც  კარგად იყო გაწაფული.
- მოგცეს ფული? - უთხრა მედეას და ღიმილით მოქაჩა წვრილი მუშტუკი.
- მომცეს - მედეამ ჯიბიდან ორმოცდაათ ლარი ამოიღო და მაგიდაზე ცხელი ტაფის დასადებად განკუთვნილ გაზეთიანებულ ვეხისტყაოსანში შეაცურა.
- უჩვენოდაც გააყალბებენ ამ არჩევნებს და ასე მაინც გამოიმეტონ ბიუჯეტიდან  ცოტა ჩვენზეც.
- ამხელა რიგს მაინც არ ველოდი.
- ისწავლა ხალმა ჭკუა. - უთხრა ეთერიმ და გამურული ყავადნიდან ყავა ჩამოასხა.
    ეთერი იმ ქალების რიცხვს მიეკუთვნებოდა თბილისში სასწავლებლად ჩამოსულებმა უხეირო მამის მორჩილებაში გატარებული თექვსმეტი წელი ერთ წელში, რომ აინაზღაურეს, გარყვნილება თავისუფლებით შენიღბეს და შიგა და შიგ ფულიც იშოვეს. ეთერიმაც ამ ქალების მსგავსად  სწავლის ინტერესი სრულად  დაკარგა და ეხლა მხოლოდ საყვარლების ცოლების დაცინვით ირთობდა თავს.
- სიმამრის ფული რომ არა ათასჯერ მიატოვებდა უკვე იმ გაბერილს. თავის დაბანაც კი ეზარება თურმე და იმხელა ბანჯგვლები აქვს ძალიანაც, რომ გინდოდეს მოსაფერებლად მაინც ვერ მიწვდები - ხმამაღლა გაიცინა ეთერიმ და გამოაჩინა მარგალიტებივით ჩაწიკწიკებული კბილები. რა სისულელესაც არ უნდა ამობობდეს ქალი სილამაზე მაინც მის მხარეს გადაგიბირებს. მის ნავში მჯდომარედ მიიჩნევდა მედეას,  ამიტომაც თამამად უყვებოდა გულის ნადებს.  – აჩენს და აჩენს შვილებს, სექსი მხოლოდ გამრავლება ჰგონია, თუმცა არც ეს ჩემი ზალიკო იყო დიდი სექს სიმბოლო, მაგრამ ნელ-ნელა იმდენი რამის გამოყენება ვასწავლე ეხლა თავი მაჩო ჰგონია და ერთი სული აქვს როდის მოირბენს ჩემთან,  რომ დაამტკიცოს თავის მამაკაცობა - კიდევ ერთხელ გულიანად გადაიკისკისა ეთერიმ და უბედობით დამძიმებული მედეაც  გააღიმა.  - აი მოვიდა კიდეც -  მანქანის ხმაზე გაიხედა  აივნიდან ეთერიმ.  ბრიყვმა ზალიკომ სადისტრიბუცია მანქანა ძირ გამომპალ კორპუსს მიუყენე. ეთერიმ მაღალი წინდები გაისწორა, საცვალი გაიხადა, თანამძრახველივით თვალი  ჩაუკრა მედეას, აივანიდან  ზალიკოს გადასძახა და კაბა გამომწვევად აუფრიალა.
        აჩქარებით, დაუმშვიდობებლად გავიდა ოთახიდან ეთერი. ოთახში დარჩენილმა იაფასიანი სიგარეტის კვამლში და მიმწვარი ყავის სუნში არეულმა უხეირო სუნამოს არომატმა სიცრუის და საცრიალის განცდა გაუღრმავა მედეას. თუმცა ხანდახან სწორედ ასეთი განცდა იწვევს დაფიქრების გარდაუვალ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში შიმშილისგან კუჭი თუ არ გტიკვა ან თუკი  შიგნიდან ის არსება არ გირტყამს ფეხებს, რომლის მოკვლაც შემთხვევით დაგიგვიანდა. მედეამ სწრაფად  მოუკიდა სიგარეტს, ჩანთიდან წიგნი ამოღო და ჩაკეცილ გვერდზე გადაშალა: „ბავშვი ქვემოთ, თქვენს მენჯის ღრუში ეშვება, ეს შესაძლოა მშობიარობიდან 10-14 დღით ადრე მოხდეს. უშუალოს მშობიარობამდე ან მშობიარობის დროს ჩნდება მოვარდისფრო ან სისხლიან ლორწოვანი გამონადენი....“
            სავალალო გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული ამ უბედურ ქალს.

                                                                                                                              მეზობელი
- ფული გაქვს მოსატანი გაიგე? კარგად გაიგე? - მაგიდაზე ხელებს მიბრახუნებდა, ტუჩები გალურჯებოდა და გამწარებული დორბლს სახეში მაფრქვევდა. სუსტი ნერვები ჰქონდა, ამიტომ ემოციის გარეშე ვერ  მიხსნიდა როგორი ვალდებული ვიყავი მათთვის ფული მიმეცა.  რამდენჯერმე თავისივე საუბარმა წყობიდან  გამოიყვანა და სახეში ისე შემომკრა რამდენიმე დღე სმენა დავკარგე. შიშისგან ისეთი სუნი გავუშვი მას შემდეგ ათას ბინძურ ხვრელში გავმძვრალვარ, მაგრამ ასეთი გულის ამრევი არსად არაფერი მიგვრძნია. ის კი ისევ ისე ღრიალებდა თითქოს ძალისხმევა დამაკლო საფუძვლიანად, რომ შევეშინებინე. მზად ვიყავი ტყავიც კი გამეძრო და მიმეცა მაგრამ ვის რაში უნდოდა ჩემი ტყავი. ფული კი უკვე კარგა ხანია საერთოდ არ მქონდა. მეორე კი მშვიდად იჯდა დივანზე, ფრჩხილებს იჭრიდა და კურიერს უსმენდა.  - გგონია არ ვიცი მამაშენი ამერიკაში რამდენ ფულს ჭრის?! აქ ყლე არავინ არის თქვენისთანები ფულს დებენ იცოდე - მობილური სახეში მესროლა და ეხლავე მიწერეო დაამატა. „კი მივწერ, მაგრამ შეიძლება ჩემი სახელიც აღარ ახსოვდეს ფულს კი ნამდვილად არ გამომიგზავნისთქო“- სიმართლე ვუთხარი. რაც თავს უშველა იმ კაცმა და წავიდა ერთი აღარ გამოუხედია ჩვენსკენ.
      როგორღაც გამოვაღწიე იმ სულის შემხუთველი ბინიდან. არ ვიცი კიდევ როდის მომიწევდა მათთან შეხვედრა. მთელი კვირა საათში ერთხელ ვურეკავდი ყოფილ მამაჩემს როგორმე  ფეისბუქზე შესულისთვის მიმესწრო და ნამუსზე ამეგდო.  ხუთი ათას დოლარს მთხოვდნენ როგორც ვიცოდი ამერიკაში საშოვნელად არც ისე ბევრი იყო ეს ფული და იქნებ ამის გამო ყოფილი შვილი არ გაემეტებინა  საწამებლად. ნეტა როდისმე თუ მოვა ისეთი დრო ჩემისთანა ხალხს პოლიციის გამოძახების რომ არ შეეშინდება.  იმ დღეს  აქცია იყო რუსთაველზე, რაღაც მსგავსი ლოზუნგით: „შენ უნდა მოიყვანო ის დრო რომელიც შენ გინდაო“ და გადავწყვიტე აქციაზე აუცილებლად წავსულიყავი. ამ ფიქრმა რაღაცად მაგრძნობინა თავი და მხრებში ოდნავ გავიმართე. ჩემს კორპუსს, რომ მივუახლოვდი მედეა დავინახე. ბავშობიდან მხიბლავდა ეს ქალი. მე, რომ ათი წლის გავხდი ის უკვე სკოლას ამთავრდებდა და ჩვენს უბანში  ბიჭს ვერ ნახავდი მასზე ერთხელ მაინც რომ არ დაენძრია.  გრძელ და სწორ ფეხებზე ისე მადის აღმძვრელად  ეზრდებოდა ბურთივით მრგვალი ტრაკი თავის ჩაყოფა მოგინდებოდა.  ჩემი სახლის ფანჯრები მის აივანს უყურებდა, ამიტომ ხშირად მინახავს მისი მხრებზე ჩამოშლილი გრძელი თმებიდან გამოყოფილი შავი ძუძუს კერტები. ეხლა ისე  საცოდავად მოათრევდა ფეხებს და ცხოვრებას  ნაადრევად  ისე გადაეთელა  უნებურად თვალი ავარიდე, ძნელია წაქცეულს თვალი გაუსწორო  თუ ვერ ეხმარები. თუმცა თვალის არიდება საჭირო არც იყო, გვერდი ისე ჩამიარა  არ შეუმჩნევივარ და სადარბაზოში შევიდა თუ არა მიკნავლებული ხმით კუჭი ამოისუფთავა. მამაჩემი დედამისს ხშირად სტუმრობდა, უცნაურია ასეთმა უგვანო კავშირმაც კი შეიძლება სულიერად დაგაახლოვოს ადამიანს, ამიტომ ძალიან მეცოდებოდა მედეა. სწორედ ამ სიმყრალეზე აღმოცენებულმა სიბრალულმა განაპირობა ჩემი შემდეგი საკვირველი ქმედება, თუმცა ამაზე მოგვიანებით გიამბობთ.
        სახლის კარებთან მივედი თუ არა დედას ნერვიული სიცილის ხმა შემომესმა. ბოლო ათი წელი მან ტელევიზორთან მიჯაჭვულმა გაატარა, იქ სძინავდა, იქ ჭამდა. რეალობას მოწყვეტილს აღარაფერი ადარდებდა. დროთა განმავლობაში სმენა დააკლდა და ამიტომ  უფრო და უფრო ხმამაღლა გაისმოდა ჩვენს პატარა ჯოჯოხეთში ტელევიზორიდან დაღვრილი სიყალბე. 
- მოდი! შეხედე როგორ დასცინიან ხალხს! -  სეირის მაყურებელივით დამიძახა და ხან  ოპოზიციის არხზე გადართავდა  ხან კი პიზიციის არხს უბრუნდებოდა,  სადაც ერთიდაიგივე სიძულვილით და ხელოვნური სიბრაზით პირი აექაფებინათ მომავალ და ყოფილ  ჩინოვნიკებს.
- მე აქციაზე მივდივარ,  - ვუთხარი სწრაფად.
- რომელი აქციასზე? - უფრო ხმამაღლა გადაიხარხა დედამ - რომელი კლოუნი მოგეწონა, რომელმა მოგატყუა უკეთ?
- თუ ისინი ჩვენ გვატყუებენ შენ რატომ გიხარია დედა?- ვუთხარი გაცოფებულმა.
- ისინი ხალხს ატყუებენ, ჩვენ კი კარგა ხანია ხალხი აღარ ვართ! - შეშილივით სწრაფად შეეცვალა სახის გამომეტყეველბა. შემდეგ ისევ პოზიციის არხს დაუბრუნდა და განაგრძო ნერვიული სიცილი.
      კარები მოვიჯახუნე თუმცა აქციაზე აღარ წავსულვა. ჩემს პატარა ოთახში ლოგინზე ჩამოვჯექი  და ვეცადე დედაჩემის ზიზღი როგორმე მალე გადამეტანა. მედეას აივანზე რომელიც ჩემი ფანჯრიდან ხელისგულივით ჩანდა ახალი მდგუმრი ეთერი გადმომდგარიყო, საცვალი გაეხადა,  სადარბაზოსთან მდგარ მის კუროს კაბას უფრიალდებდა  და გამომწვევად ირხეოდა. შარვალი ჩავიწიე და ჩემი ცუგა ნებაზე მივუშვი.  სულ გადამავიწყდა აქციაც და ხუთი ათასი დოლარიც. სანამ გავათავებდი დარწმუნებით გადავწყვიტე საქართველოში გამჩერები აღარ ვართქო. რამდენიმე წელიწადში მართლაც წავედი და აღარც დავბრუნებულვარ.
      სანამ წავიდოდი ერთი კეთილი საქმის გაკეთება კი მოვასწარი. სიკვდილისთვის განწირული ახალშობილი გადავარჩინე. იმ საწყალი მედეას შვილი. ვინ წარმოიდგენდა ეს პატარა ნაბიჭვარი ასე მალე მსოფლიოს, რომ დაატრიალებდა მის გარშემო, ვინ გაგაბედინებს რომ თქვა, მაგრამ სტალინივით კაცი გაიზარდა ეს ჩვენი ქართველი ჰენრი.
        ამ წიგნშინ ასე მოვხვდი ჰენრით დაინტერესებულმა  მწერალმა ნიუ იურკის მეტროში მიპოვნა  და არყით გაბრუებულმა რაც მოვაბოდიალე ყველაფერი წიგნში ჩაწერა. ჰონორარად ასი დოლარი მომცა. ჩვენისთანა ყველაფერზე წამსვლელი ხალხისთვისაც არ ყოფილა  ამერიკაში ხუთი ათასი დოლარის შოვნა იოლი. სამაგიეროდ თავაზიანი სიბრალული იცოცხლე აქ კარგად იციან, თუმცა ჩვენში ესეც მოგენატრება კაცს.

                                                                                                                                    III თავი
        მედეა ჩაგვრას ჩვეული, დამცირებული, განათლებას და ბედნიერებას დანატრებული ქართველი ქალი იყო. სხვა ქალებისგან განსხვავებით თავის უბედობაში არავის ადანაშაულებდა.  არასასურველმა ორსულობამ და უსიყვარულობამ იმასაც მიახვედრა აღარაფერი, რომ ჰქონდა  დასაკარგი და ამიტომ შიშის გრძნობაც უემოციო და უდარდელი გაუხდა. ასეთ ადამიანს მიეცი პატარა იდეა თუნდაც უგუნური და ის მას მთელი მონდომებით შეაკვდება. ამიტომაც არის რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება ქვეყანაში  ხალხის უბედურება მით უფრო სისხლის მღვრელია რევოლუცია. მედეამ კი ასეთ იდეად საკუთარი თავის ტკივილში გამოცდა მიიჩნია. იფიქრა თუ ამას გადავიტან  შემდეგ ყველაფერს გავუძლებო და გადაწყვიტა  ცხოველივით მარტოს ემშობიარა, შემდეგ კი თავიდან მოეშორებინა არასასურველი პირმშო. მშობიარობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ესპანეთში აპირებდა წასვლას ბილეთი თხუთმეტ ევროდ უკვე შეძენილი ჰქონდა და როგორც კი მარტო დარჩებოდა საათობით აკვიდებოდა ამ ფურცლის პატარა ნახევს თითქოს მასში იყო ბენდიერების გასაღები დამალული. ესპანური არ იცოდა, არც არავინ ახლობელი ეგულებოდა მადრიდში, მხოლოდ გრძელი ფეხების იმედი ჰქონდა, თუმცა სულ ტყუილად  ღელავდა, რადგან მისი სიცოცხლის დღეები უკვე დათვლილი იყო. 
        სანამ მუცელი ჯდომაში, სიარულში და სუნთქვაში ხელს შეუშლიდა ქალის თეთრეულის იპმორტიორ კომპანიაში პრომო გოგონად მუშაობდა. ეს სამსახური ასაკის და მრგვალი ფორმების დამსახურებით იშოვა, შემდეგ გაქნილობაში გაიწაფა და საჭირო კადრიც აღმოჩნდა. ხელფასი დაბალი ჰქონდა, მაგრამ არ შიოდა და ბარში წასული პირველი ჭიქა სასმელის ყიდვასაც ახერხებდა.  მშობიარობამდე რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი ამიტომ გადაწყვიტა უკვე ფასდაკარგული ლარი როგორმე იმდენი დაეგროვებინა, რომ მადრიდში ჩასულს ერთი ღამის გასათევი ფული მაინც ჰქონოდა, ამიტომ კუთვნილი შვებულების თანხის მოსათხოვნად, ყოფილი სამსახურის გზას გაუყვა.
      კონპანია „ფეშიონჯეო“ მაღალი გალავნით შემორტყმულ, თანამედროვე დიზაინით დაგეგმილ შენობაში ყარდა.  ფართო ეზოს კუთხეში  დაცვის ჯიხური იდგა სადაც ორი კაცი მუდად ფხიზლობდა თუმცა წელი არ გავიდოდა სალაროს თანხით და თამამად გამოფენილი ქალის თეთრეულით დამწყებ ქურდებს ხელი არ მოეთბოთ. წლევანდელმა ქურდებმა  მაღალ წინდებში და სტრინგებში გამოწყობილი ქერა მანეკენიც გააყოლეს ხელს. ეკლად გაერჭო გაბღენძილ კომპანიის დამფუძნებელ ოთარის  ქურდების სითამამე და ჯავრი ცოლზე და ოფისის ტუალეტში გაჟიმულ კონსულტანტებზე იყარა. 
      მიუხედავად ოთხი წელი ამ კომპანიაში იმუშავა, შვებულების ანაზღაურებისთვის მისული მედეა  უცხოსავით პირდაპი HR დეპარტამენტში გააგზავნეს. სადაც სამი ერთი მეორეზე გაიძვერა და ერთი მეორეზე ლამაზი გოგო მუშაობდა.
    ფარისევლობაში გაწვრთნილმა დეპარტამენტის უფროსმა, ლამაზად ჩაპუტკუნებულმა ილონმამ დიდი სიყვარულით მოიკითხა მედეა, ფუჭი კომპლიმენტებით პირი აიქაფა და  შემდეგ საქმეზე გადავიდა. ბევრი ვისაუბრე ბატონ ოთარისთან შენზე, მაგრამ წელს პრემიებზე და მსგავს დახმარბებზე უარის თქმა გვიწევს. ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი მიაქვთ ქურდებს და ბატონი ოთარი ისეა გაბრაზებული მის ოთახში შესვლასაც ვერავინ ბედავს.
  – მე დახმარებას ხომ არ ვითხოვ, ეს ხომ კანონით მეკუთვნის? - უთხრა მედეამ. კანონის გაგონებაზე დივანზე მანეკენივით დადებულ და სმარტფონის ეკრანს მიშტერებულ თათას ტუჩები ირონიულად დაებურცა, თუმცა ამ საკითხზე მეტი კონცენტრირება ვეღარ შეძლო და სქროლვა განაგრძო. დღეს მოდებილო ელემენტობა მოდაშია ჩვენთან.  რამის არის ამის კურსები გავხსნათ. ილონამ სიბრალულის  და თავაზიანობის თამაში შეწყვიტა და სცადა უხეშობით ეს უიღბლო ქალი თავიდან მალე მოეშორებინა.  მედეამ მაგიდაზე დადებულ ახლად დაბეჭდილი ორმოცდაათი ლარის გატკიცინებული კუპიურა დაინახა, ეცნო ბანკნოტზე გამოსახული მეფის ვითომ წმინდა, მაგრამ უფრო ზიზღნარევი სახე და გაახსენდა რომ მარტო ამ ოფისში კი არა კანონზე ლაპარაკი ამ ქყვეყანაშიც არ შეიძლებოდა. ეს ის ქვეყანა იყო  დიდ კაცთან პატარა კაცს ჯერ, რომ არ გასვლია მართალი ამიტომ შეწყვიტა კამათი, სკამიდან წამოდგა და კედებში გაჭედილი გასიებული ფეხები გასასველისკენ წაათრია. კარებთან ფინანსური განყიფილების უფროსი, ასაკისთვის შეუფერები ცანცარით წინ გადაეღობა, კაბის ქვეშ ოფლიანი ხელი შუცურა და უხეშად მოუთათუნა. მედეას არ გაკვირვებია, მაგრამ მისი პირიდან ამოსულმა არომატიზატორის და ბაქტერიების განავლის სუნმა გულის რევის შეგრძნება გაუღვივა,  ამიტომ მხარი გაკრა ჩიფჩიფა ბებერეს და სწრაფად გამოვიდა მაზოხისტებით გამოჭედილი ლამაზი ოფისიდან. უარესები გადაუტანია, მაგრამ ორსულობაში გაძლიერებულმა მგრძნობელობამ და ტკივილისგან დაბუჟებულმა ფეხებმა თავისი გაიტანა და სლუკუმ-სლუკინით გამოუყვა ათასჯერ გატკეპნილ გზას. ხალხით სავსე ქალაქი დუმდა და ნაცრისფრად ხვნეშოდა.
          გზაზე ორმა მამაკაცმა გახსნილ კედებში მოქანავე, მუცელ დამწიფებულ, მომტირალ მედეას თვალი გააყოლა. ცნობისმოყვარეობამ კი გაიღვიძა მათში, მაგრამ მიხვდენენ ეს სეირის საყურებელი სცენა არ იყო და აქ მხოლოდ დახმარებას თუ გამორჩებოდნენ. „ჩემი დედა მოვტყან ყველაგან უბედურებაა ამ ქალაქშიო“- თქვეს და  სწრაფად გაეცალნენ დანაშაულის ადგილს.  ეს ის განუკითხაობის დროა საქართველოში დიპლომებმა განათლება, რომ დაკარგეს  და ადამიანებმა მორალი. ცუდით, რომ ვტრაბახობთ და კარგის, რომ გვრცხვენია.  მოსახლეობის ოთხმოცდარვა პროცენტი კი ქრისტიანია, პარადოქსების ქყვეყანას ძირი ულპება,  საკუთარ დედას აგინებს და უმიზნო ბოროტების მოსავლინებლად ემზადება.



                                                                                                                        ურწმუნო ქრისტიანი
        დილის ლოცვის წაკითხვას  ოც წუთზე მეტ ხანს არასოდეს ვუნდები დღეს კი უცნაურად გაიწელა  ეს დრო, რადგან  ჩემი ფიქრები სრულად მოეცვა ტაძარში ქრისტეს მიმბაძველი მრევლის ერთ-ერთ წევრს. გინდა მისთვის შეგიხედავს გინდა ქრისტეს ხატზე გილოცია. ეკლესიაში ჯვარცმის წინ მდგარს მისი ამოსუნთვის ხმის გაგონებისას მთელი დედამიწა ფეხ ქვეშ მეცლება. ჩემზე ახალგაზრდა იქნება ქრისტეს ასაკის, ლამაზად შერჭილი წვერი, გრძელი თმა, მტკიცე მიხვრა-მოხვრა  და ყველაფრის მთქმელი  თვალები აქვს. ნამდვილად სიყვარულის ზეიმია ჩემი წირვა. ამიტომ ამ დილითაც მისი გახსენებით მოგვრილმა ღიმილმა იმდენი დრო წამართვა ყავის დალევა  ისე  ვეღარ მოვასწარი ჩემი დღის განრიგი, რომ არ დამერღვია. მართალია აღარ ვმუშაობ მაგრამ სახლში იმდენი რამეა გასაკეთებული  წუთებიც კი გათვლილი მქვს. 
      ის ის იყო ხალიჩა გავშალე, კარზე ეთერიმ დამიკაკუნა. ეთერი აქ ახალი გადმოსულია. მოვიდა და კორპუსი ათასი რჯულის კაცით აავსო.  პირში არავინ ეუბნება და ისიც ვერ ხვდება,  რომ მისი კვნესის ხმა კორპუსის კედლებს მიღმა არის უკვე  გასული.
    სრულიადაც არ მეთაკლება, რომ ვაღიარო რომ ამ უბანში პატიოსნებით გამოვირჩევი, ჩემი ეკლესიურობაც მაძლევს სანდომიან იერს და ხშირად ისე განიკითხავენ ადამინებს როგორ მე გადავწყვეტ. ამიტომ ეთერიც მოკრძალებულია ჩემთან. ჩემს სახლში ისე შემოდის თითქოს ეკლესიაში შედიოდეს. მართალიც არის აქ ყველა კედელზე წმინდანები მყავს დაბრძანებული. დილიდანვე კი საკმევლის სუნი იღვრება ჩემი სახლის ფანჯრებიდან. შარშან  ჩვენი ოჯახის სიწმინდეს ის ამბავიც დაემატა, რომ ამ კედელზე დაბრძანებულმა ღვთიშობლის ხატმა სისხლის ცრემლებით იტირა. მალევე, ჩვენი უბნის ეკლესიაში გადააბრძანეს და ეხლა იქ ათას სასწაულს ახდენს. ეთერიც ჩემს სახლში მუხლს ზემოთ კაბას არ აიწევს და არც  სიგარეტს გაიჩრის ჩემი ნებართვის გარეშე, ვაფასებს მის სიმდაბლებს ამტომაც ჩემი კარი მისთვის ყოველთვის ღიაა. 
- შეიძლება? - მოკრძალებით გამიღიმა და ოთახში შემოვიდა.
- მოდი ეთერი, რამ შეგაწუხა ასე ადრიანად?  - ვუთხარი სამზარეულოში შევიყვანე და და ყავა ჩამოვუსხი. საკმევლის სუნი, რომ არა  Kopi Iuwak -ის არომიტიც გაუჩენს რიდს ჩემთან შემოსულ სტუმარს. ჩამოჯდა სიგარეტი ამოიღო, “ბალახეულია სამარხოა”- მითხრა და ღიმილით მომაწოდა. გამეცინა, სიგარეტი გამოვართი  და სმენად გადავიქეცი.
- მედეას გამო ვარ მოსული, მატერიალური პრობლემები აქვს, დაპირებული დეკრეტის თანხას აღარ ურიცხავენ,  ძალიან სჭირდება დახმარება, ვიფიქრე ცოტა, რომ აგვეგროვებინა ფული იქნებ მრავალი პრობლემისგან გვეხსნა. მე აქ კარგად ჯერ არავის ვიცნობს შენი დაწყებული ინიციატივა კი ნამდვილად წარმატებით დასრულდება. - ძალიან გავღიზიანდი, ქველმოქმედება არ გვაკლია მე და ჩემს ქმარს. შემოსავლის ათ პორცენტს გაჭირვებულ ნათესავებს დაუმადლებლად ვურიგებთ. არ იფიქროთ მედეასთვის დამენანა ფული, მაგრამ სხვისმა მითითებამ მომშალა ნერვებზე. აქაოდა კეთილი ხალხია და როგორც გვინდა ისე დავიხვევთ ხელზეო, ხშირად სიკეთე სისულელეში ერევათ. არა, მე ის ქალი არ ვარ ეთერის ჭკუაზე ვიარო და ეთერის სახელით სიკეთეები ვარიგო. არც მედეა მეხატება დიდად გულზე, დედამისს რაც ქმარი მოუკვდა  მთელი ქალაქის სასაცილო გახადა თავის ოჯახი. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი „ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილიო“. ყველა განსაცდელიდან  ვსწავლობთ და გამოადგება მედეას ასეთი გაკვეთილი, ისწავლოს მანაც ჭკუა.
- აუცილებლად მოვიფიქრეB რამეს ეთერი, შენს მოსვლამდეც გადაწყვეტილი მქონდა, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეზობელი ჩვენი სადარდებელია.
- დიდი მადლობა, - გულგრილად მითხრა ეთერიმ. სახის გამომეტყველება კი უცებ შეეცვალა, მიხვდა ბოლომდე ვარდებით მოფენილი, რომ არ არის მისი მსგავსი ადამიანების ცხოვრება და ხალხის სიბრალულიც, რომ ყველაზე ბოლოს მათთან მიდის. ამიტომ სწრაფად ჩააქრო სიგარეტი, აღარ მოგაცდენო მითხრა და გავიდა. ეთერის მოწოდებული სიგარეტს მოვუკიდე და მისი იაფასიანი სუნამოს გასანიავებლად ფანჯარა შევაღე. მაგიდაზე მაიონეზის ცარიელ ყუთს მოვკარი თვალი, დაუფიქრებლად მოვკიდე ხელი და  სულ შემთხვევით მოვკარი თვალი, რომ შემადგენლობაში კვერცხი ეწერა. შიშის ზარმა დამცა, მთელი მარხვაა ამ მაიონეზით ვაკეთებ სალათებს და მშვიდად ვეზიარები. პირი გამიშრა, სწრაფად დავიფარე თავსაფარი და მამაოსთან გავიქეცი ჩემი უღირსი ზიარების შესახებ, რომ მომეყოლა, რომელიც სულის საკურნებელი თუ არა აუცილებლად დასასჯელი იქნებოდა.
           

                                                                                                                                                      მედეა
          ტკივლი გამთენიისას დამეწყო.  კარების ღრეჩოები ძონძებით ამოვქოლე, რომ ჩემს კვნესას სადარბაზომდე არ გაეხწია. ძველისძველ ვანაში ჩავაფინე ლეიბები, ყველაზე მყუდროდ და საიმედოდ მიმაჩნდა ეს ოთახი.  დამხმარე არავინ მყავდა ამიტომ უსტიყვოდ  ვკვნესოდი მარტოობით გაძლიერული და ტკივილიდან ტკივილამდე მაგიდის გარშემო დავათრევდი შეშუპებულ ფეხებს. ღმერთის გაჩენილ არსებებიდან ჩვენ ეგოისტ მოდგმას  თურმე ყველაზე მეტად გვიჭირს ორსულობის დატევა.  როდესაც ყველა ძვალი გამებზარა და დაშლა დაიწყო, სიგიჟის მორევში გადავეშვი. იქ ყველაფერი სხვაგვარად ხდება თუმცა ის აზრი, რომ ტკივილით ყველაფერს  გამოვისყიდიდი იქაც  ჩამომყვა და ცოტა  მითანაგრძნო კიდეც. 
      გონება სულ მთლად დაბნედილი მქონდა, მისი უსიცოცხლო სისხლიანი სხეული  რომ დავინახე. სიძულვილი გამყინავმა გულგრილობამ შეცვალა და გონება დავკარგე, რამდენიმე წამი ვიყავი ასე, მაგრამ დაუმთავრებელმა საქმემ სწრაფად გამომაფხიზლა და ჭიპლარიდან უსულო ნაყოფი  ცივად მოვიშორე. ბედის ანაბარა კი ვაპირებდი დამეტოვებინა, მაგრამ მის სიკვდილზე არ მიფიქრია თუმცა არც დამნანებია. სწრაფად შევახვიე ნაჭერში და სანაგვე პარკში ჩავდე. ორი კილოც არ იქნებოდა. მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად მომეშორებიდან თავიდან, შუა ღამე იყო და ვერავინ შემამჩნევდა და თუკი ვინმე ცნობისმოყვარე სანაგვე პარკს გახსნიდა უკვე საქართველოს საზღვრებს გაცლილი ვიქნებოდი.  მაგრამ თურმე ამასობაში ჩემი დაგლეჯილი მუცელი  სისხლით ივსებოდა და სახლიდან გავედი თუ არა ჩაბნელებულ სადარბაზოში  უგონოდ ჩავიკეცე. პარკი კიბის მორყეულ სახელურს გამოედო, გაიხსნა და შიგთავსი აყროლებულ სარდაფში ამოარწყია. „ორი კილოც არ იქნებოდა“ გამიელვა ისევ თავში და აზრის სიმწარემ სწრაფად გამომაფხიზლა, წყალი თქო წამოვიბლუკუნე და  ძლივსძლივობით შევფორთხდი სახლში, ერთი ჭიქა წყალი მინდოდა მხოლოდ  თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ კარებთან პირდამხობილი  მიპოვნეს მკვდარი.  იატაკს დედაჩემის, ბავშობის და იმედის სუნი ჰქონდა.  გამახსენდა სიკვდილის წინ იმედის გახსენებამ ყველაზე მეტად, რომ მატკინა გული.
      მეტი რაღა უნდა გითხრათ, თუმცა იმასაც გაგიმხელთ, რომ სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე ტყუილს ყვებიან. არაფერია განსხვავებული ზუსტად იგივე დავრჩი იგივე გული გამყვა, მხოლოდ  დამატებით რაღაც უცნაური ცოდნა ვიგრძენი და მარადიული გაკვირვების გრძნობა დამეუფლა.



                                                                                                                                                      ქურდი
            არც ავჩქარებულვარ, იტალიური ქალის წინდა სახიდან მოვიხსენი და მანქანში ჩავჯექი. მიშკა უკანა სავარძელში იჯდა, მანეკენისთვის  საცვალი ჩაეწია და პლასტმასის ტრაკზე დასჩერებოდა.
- რას ფიქრობ მართლა ეძინა დაცვას თუ თავი მოიმძინარა? - ვკითხე  და მშვიდად მოვხიე ქურდობის ადგილიდან.
- როგორ გავს ეს ჩემისა თათას,  - ნელ-ნელა აშიშვლებდა მიშკა მანეკენს.
- აბა მაგას რა ეგონა, ორას ლარზე, რომ ვირივით გვამუშავებდა, ქუჩაში ყუთებს გვათრევინებდა  და ხელების გასათბობად რაგორ გაბედეთ ოფისში შესვლაო ხელფასიც არ გადაგვიხადა ისე გამოგვაბუნძულა - კბილებიდან ვცრიდი წარმატებით წაქეზებული. - კიდევ უნდა მოვიდეთ აქ ძმაო, ყოველ წელს უნდა გადავახდევინოთ სიძუნწეში ამ ღორს  - ვიმუქრებოდი და თან ქურდობით მიღებული სიამოვნების ექსტაზი ტალღებად მივლიდა სხეულში. ამაზე სასიამოვნო ცოტა რამ მივრძნია ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი ქალის სუნად აქოთებული ფსიქოლოგები  საკუთარი თავის პოვნაში რას გულისხმობდნენ. ეხლა უკვე მეც მქონდა ნაპოვნი საკუთარი თავი და ჩემი მომავალიც განსაზღვრული იყო.
- ცოლი მოვიყვანე ბიჭო, მომილოცე - ხელი გამკრა მიშკამ, თან თავი მანეკენის ფეხებს შორის ჩაეყო და სასაცილოდ იდორბლებოდა.

                                                                                                                                                . . .
          რამდენიმე კვირის შემდეგ საბარგულიდან ნაქურდალს მორჩენილი, ეთერისთვის გადანახული მაღალი წინდები და გამჭირვალე საცვლები ამოვიღე, აქოთებულ სადარბაზოში შევედი და ეთერის კარზე დავაკაკუნე.  კარები, რომ გამიღო ხალათიდან გამოკვეთილმა მღელვარე  სხეულმა და მძიმე მაკიაჟმა მიმახვედრა მარტო არ იყო. ამიტომ ხმის ამოუღებლად მივართვი საჩუქარი, საჩვენებელი თითი ტუჩებზე მივიტანე საიდუმოდ შემინახეთო და ფრანგული რევერანსით გამოვემშვიდობე. კარგი გოგოა ეთერი. არასოდეს ამბობს სიმართლეს და არასოდეს იტყუება. მისი ტრაკიც საკმარისად მსუბუქი და საკმარისად მძიმეა ჩემთვის.  ამიტომ თვალის ჩინივით ვუფრთხილდები, ღმერთმა ნუ მომიშალოს მასთან მისასვლელი პირი. ჰაეროვანი კოცნით დამაჯილდოვა და კარები მომიხურა. იმავე სადარბაზოში წითლად შეღებილი კარებიდან გულის გამგმირავი მოგუდული კვნესის და ყვირილის ხმა შემომესმა. დაუფიქრებლად დავაკაკუნე კარზე, ყვირილი შეწყდა, კიდევ ერთხელ დავაკაკუნე,  ჩამი-ჩუმი აღარ ისმოდა. უნდა შემემტვრია ის მორყეული კარი ან  ვინმესთვის  უნდა მეხმო დახმარებისთვის, იქნებ ცოტა რამის შეცვლა მაინც შემძლებოდა. მაგრამ სად გინახავთ ქურდი აბრახუნებდეს, მიშველეთო ყვიროდეს, ამიტომ ფეხაკებით ფრთხილად ჩავირბინე კიბეები და გავეცალე ბოროტების შობის ადგილს.



                                                                                                                                        მეზობელი
        ნეტავ საერთოდ არ გამოვსულიყავი იმ დღეს სახლიდან, მაგრამ იმ ადამიანს ვგავდი  არსად, რომ არ დაედგომება. „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ - ბუდეები, კაცის ძეს კი არსად არ აქვს თავის მისადრეკელი“ - სადღაც მქონდა  გაგონილი და ამით მშვენივრად ვამართლებდი ჩემს უბედობას. ისტაგრამზე  მაკოს სურათები ვნახე ვიღაც ბეყესთან ერთად ჰქონდა ატვირთული. გავბრაზდი, მერე საკუთარი თავი შემეცოდა, როგორც ნაღალატევ პოეტს შემოქმედებითი სიამოვნება მომაწვა, გული ამიჩუყა  და რამის წმინდა ცრემლიც გადმოვღვარე. „უბედურებები უფლებებს იძლევიანო“ ესეც მქონდა გაგონილი. ამიტომ  მტკიცედ ამოვკრიფე ჯიბეებიდან  ფული და ღამის ორ საათზე ათჯერ გაძვირებული სიგარეტის საყიდლად ჩავძუნძული. ჩემს უბანში არც განათებაა სახარბიელო და არც სადღეღამისო მაღაზიების სიუხვე მოგხიბლავთ, ამიტომ  კორპუსების გავლით გადავწყვიტე გზის შემოკლება და ჩემს მეზობელ ძირგამომპალ კორუსში შევირბინე. ცხვირზე ხელი ისე ავიფარე თითქოს თავად განავალს არ დავატარებდე. სარდაფის სიღმინდა ჩვილის კნავილის ხმა შემომესმა. სისხლი გამეყინა, ჩემა თავმა გაქცევისკენ მიბიძგა მაგრამ, უბედურ კაცს მასზე უბედურის თანაგრძნობა ჩვევია, ამიტომ გულგრილად ვერ ჩავუარე გვერდი და ტელეფონის ფანარი ჩავანათე ჯოჯოხეთში.  მთელი კორპუსის ნაგავში, სისხლში მოთხვრილი პატარა ხორცის ნაგლეჯი ეგდო და უმწეოდ კანკალებდა. სწრაფად გავიხადე მაიკა ჩვილი შევახვიე და გულზე მივიკარი.  ჩვენი ფიქრები გასაჭირის დროს ხომ სინათლესავით სწრაფია,  ამიტომ წამიც არ აიყო გასული მივხვდი ბავშვი მედეასი იყო, აგონიაში მყოფს მისი სიკვდილი ჰქონია განზრახული, მაგრამ ვერ შეესრულებინა ჩანაფიქრი, მივხვდი  მისთვის ბავშვის დაბრუნება შეცდომა იქნებოდა, არც პატრული გამოძახება მომინდა, შემეცოდა მედეა, ასეთი ამბების გაშუქებაში არის  დაგეშილი დღეს  ჩვენი მედია, ოპოზია პოზიციას შეტენის დანაშაულის, პოზიცია ოპოზიციას, ხალხი კი მიხვდება ასეთ წყალწაღებულებს კიდევ კარგი მთავრობა გვყავსო და უფრო გაჩუმდება.  ამიტომ ჩვილის დანახვისთანავე  ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი და უკან მოუხედავად გავიქეცი. ახალშობილი სითბობ დაამშვიდა და ჩაეძინა. არ ვიცი რამდენიხანი დავრბოდი მაგრამ სანამ დედამიწამ კიდევ ერთხელ შეასრულა მობეზრებული ვალი და მზეს მიმანათა უკვე გეგმა შესრულებული მქონდა. 
      ამერიკელი წყვილი ცხოვრობდა ჩვენს ქალაქში. კლასელის დეიდა მუშაობდა მათთან დამლაგებლად. ბავშობიდან მაინტერესებდა მათი ცხოვრება, ჩვენ ხომ უცხოელების მხოლოდ გარედან დანახვა შეგვიძლია ისიც მხოლოდ თანაგრძნობა შეპარული  ღიმილის, მეტი ჯერ ვერ დავიმსახურეთ,  მათ  ხომ რანდენიმე საუკუნეში მთელი ქყვეყანა ააშენეს,  ჩვენი ამოარტავნება კი მეთორმეტე საუკუნის დიდებამ ისე აღაგრძნო მას შემდეგ ჩასვრილები ვართ და  ტრაკის დაბანას არ ვკადრულობთ. ხოდა ყველა მძულდა ვინც ჩვენთან მოახლოებული ზიზღს თანაგრძნობის ღიმილით მალავდა, მძულდა, მშურდა და შევნატროდი. ამ ლამაზ წყვილს იმდენი ფული ჰქონდათ ხარჯვით თავი ვეღარ დაეკმაყოფილებინათ  და ეხლა სასწაულს ითხოვდნენ. შვილი არ ჰყავდათ, გაუგიათ საქართველოში ძველი ტაძარია სადაც უშვილოები მიდიან და შვილებით ბრუნდებიანო. ისინიც ჩამოვიდნენ და წლებია იმედს არ კარგავდნენ. ლუარსაბი და დარეჯანივით კი არა, უფრო დახვეწილად და ლამაზად. არც ისე მდიდრულად შელესილი გალავნის იქით იხარჯებოდა მათი დოლარები. ბავშობაში გვიყვარდა ამ გალავნის მიღმა აყვავებული წალკოტის ყურება, ოცნება უკეთეს მომავალზე, ამიტომ ზუსტად ვიცოდი როგორ და სად უნდა დამეწვინა მედეას ეს უიღბლო პირმშო. აბა მხოლოდ მრუში მოდგმა ეძებს სასწაულს და იგი მათ არ მიეცემათო? ..  სასწაული მოხდა, არსაიდან მოვლენილი ჯერ ისევ სისხლიანი ახალშობილი ნამდვილად ღვთის საჩუქრად უნდა მიეღოთ. ასე ვვარაუდობდი და ასეც მოხდა. 
      სახლში ქანც გაწყვტილი დავბრუნდი. დედა უკვე ტელევიზორთან იჯდა სადაც წუხელ მომხდარ ამბავს შეშოთებული აშუქებდნენ. ორსულ ქალს დაძინებული ქმრისთვის თავში ურო სასიკვდილოდ ჩაურტყამს და მცირე წლოვანი შვილი მოუგუდავს. გეგმა კი ქონდა ქაღალდზე აკურატულად ჩამოწერილი, მაგრამ არ იყო სრულფასოვანი და გაება.  შემძრა მისმა უბედურებამ, მაგრამ მთელი ღამე ნარბენს ძილში ხელს ვერაფერი შემიშლიდა. ჩემს ვიწრო ოთახში მორყეულ ლოგინზე მივეგდე და როგორც ვიმსახურებდი ისე  მკვდარივით ჩამეძინა.



                                                                                                                                          IV თავი
- Come on Neli! - ამ სიტყვებით შემოვიდა სამზარეულოში ბატონი ისმაილი, ლურჯი აბრეშუმის ხალათი ეცვა და ამერიკულ მზეზე გარუჯული თხელი კანი ნაოჭებით დახვეწილად დაბზარვოდა. ნელი  სწრაფად წამოდგა მაგიდიდან თავი დახარა და ხელები უკან წაიღო. ერთი შეხედვისთანავე  ეტყობიდა რაღაც დაეშავებინა და ძალიან ნანობდა.
- რატომ ხარ ასეთი უყურადღებო ნელი ?- უთხრა ისმაილმა და ჟესტებით აჩვენა როგორ უნდა მოემშრალებინა წყლის მადუღარისთვის ძირი. ეს ამბავი დილით მოხდა, როდესაც ნელი ბატონ  ისმაილს  მცენარეების ნაყენს უმზადებდა უეცრად წყლის მადუღარამ ბოლი გაუშვა.  ოო როგორი სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა  სამზარეულოში, იცოდა ისმაილის ხასიათი, პირმყრალი ენა, მაგრამ იფიქრა ისეთ ხასიათზე არ გაიღვიძოს სულ, რომ გამანთავისუფლოს სამსახურიდანო. ესესაა მიეტოვებინა ლოთი ქმარი და ყოველ თვიურად ქირა  ჰქონდა გადასახადი. თავისი ლამაზი და საცოდავი გამომეტუყველების იმედით დაელოდა  ისმაილის მრისხანებას. ბედმა გაუღიმა ნელის, ისმაილს ყვირილი ახალი დაწყებული ჰქონდა მისმა ნაზმა ცოლმა საიდუმლოდ ცალკე გაიხმო და მრისხანებით მიღებული სიამოვნება ჩაუშხამა. ხმა აღელვებული ჰქონდა. იქნება ისეთი რამე მოხდეს ეს ჩაიდანი, რომ გადაფაროსო ინატრა ნელიმ და მართალიც იყო. მარისას მაისურში გახვეული ახალშობილი დაენახა და შეშფოთებულს ბავშვი თავის ოთხაში შეეყვანა.  ამ ამბავმა იხსნა ნელი ისმაილის მრისხანებისგან. ფიქრს დაჩვეულ ამერიკელებს ბევრი არ უკამათიათ და სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება. მათ განსაკუთრებულობის შეგრძნება სასწაულით გამტკიცდა და არცერთი არ დაუშვებდა ეს სასწაული უბრალო დანაშაულად ეღიარებინათ. იმავე საღამოს  ნელის ერთი წლის ხელფასი გადაუხადეს და სწრაფად გამოემშვიდობნენ.  მადლიერი და თავდახრილი ნელი მთელი გზა გულაჩუყებული ითვლიდა როგორ დაფარავდა ბაკიდან აღებულ ვალებს, წელში გასწორდებოდა და ცოტა თავსაც წამოწევდა. თუმცა ორმოცდაათი წელი ჩაგვრაში გაწაფული და კაპიკებზე მონადირე ქალი მხოლოდ სამარემ თუ გაასწორა.


                                                                                                                                      V თავი
      „იმედის მომცემი სამშობლო ჩემი, ამერიკა, ამერიკა!“- ბედნიერ ლოყებზე ცრემლი ჩამოუგორდა მარისას როდესაც  ჯონ კენედის აეროპორტიდან გამოვიდა და ბუმბერაზ ნიუ იორკს თვალი გაუსწორა.  ხან ღრმად ჩაფიქრებულ ისმაილს და ხან კალათში მშვიდად ჩაძინებულ ჰენრის თვალებით ეფერებოდა  და  ხმის ამოღებასაც ვერ  ბედავდა, რომ რამეს არ გაეფანტა  შემთხვევით დაჭერილი ბედნიერების  წამი.  ვერ ხვდებოდა მარისა ხიბლით, რომ იყო მოწამლული, ვერ გრძნობდა, რომ ეს მხოლოდ ემოციური გონების ნაშობი ფანტაზია იყო, რომელიც  მატყუარა ბედნირების ანარეკლად ელაციცებოდა მის პატარა გულს.
      ისევ ღმერთმა მოხედა მგლის ხახაში მოქცეულ თავნება და თავმომწე ცხვრებს და დროულად გაანთავისუფლა სხეულის სიმძიმისგან. მარისას და ისმაილს იმ დღეს სახლამდე არ მიუხწევიათ, რადგან მიტოვებულ სამშობლოზე მეოცნებე სატვირთოს მძღოლს გზაზე ტკბილად ჩაეძინა. ყველა ქვეყანაში გააშუქეს მომხდარი ავარია, თუმცა გზა მალევე გაიწმინდა, რომ ისევ შეუფერხებლად გაგრძელებულიყო უთავბოლო რბოლა.             
        სიხარულის ყიჟინით გადმოიყვანეს მანქანიდან მარისას და ისმაილის ერთადერთი გადარჩენილი მემკვიდრე. მსუყე აღმოჩნდა ისმაილის ჯიბე, ამიტომ ბევრი შემწე და გამზრდელი გამოუჩნდა ჰენრის და მედეას გულგრილობის შემდეგ უანგაროდ აღარაფერი მომხდა მის ცხოვრებაში. ბავშობიდანვე ისწავლა ჰენრიმ ძალაუფლების სიყვარული და მალევე შეუფერხებლად აღმოცენდა მის გულში  სიმარტოვე და სიძულვილი.  ასეთ ნიადაგზე კი  არც  ღმერთის მხმობელი ცხოვრობს და არც სინდისს დაედგომება.

                                                                                                                                  VI თავი
      იასამნისფრად მოხატულ გამჭირვალე აბრეშუმის შარვლიდან გრძელი, ყავისფერი ფეხები ვნებიანად ეკვეთებოდა და ნატიფად გამოყვანილ ტერფებს ლურჯად მოქარგული კედები უმშვენებდა, ფეხი ფეხზე გადაედო, გამჭირვალე მაგიდის ქვეშ ნერვიულად ათამაშებდა და ჰენრის მომლოდინე სტუმრებს მითითებებს აძლევდა.
      -ჰენრი, ბატონი ჯეიმსი გელოდებათ - რენდი ოთახში მოწიწებით შევიდა და დივანზე მიწოლილ მომხიბვლელ ჰენრის თვალი ხარბად შეავლო. აჩქარებული გული სცემა მისი ყავისფერი კანიდან შანელის არომატად დაიღვარა. დიდი ხანია მის ვნებებს აღელვებდა ჰენრი თუმცა იცოდა ღმერთივით მიუწვდომელი იყო მისთვის. მადლიერების გრძნობა კი  უფრო ამძაფრებდა ამ სიშორეს.  იცოდა რამდენად  იღბლიანი აღმოჩნდა,  ეს ესაა ოცდაერთი წელი შეუსრულდა და უკვე შეეძლო ჰენრის კომპანიაში ემუშავა. მსურველი ბევრი იყო თუმცა ჰენრიმ ის აირჩია. რენდის სჯეროდა რომ ეს რაღაცით მისი დამსახურება იყო თუმცა კომპანიაში  ყველამ იცოდა რომ  ურბალოდ ჰენრის სძულდა  ყველაფერი ძველი და ტრადიციული. ლამაზი იყო რენდი, მის ღმა, ლურჯ თვალებში სამყარო ირეკლებოდა, სული კი უფრო ნატიფი ჰქონდა ახალ შობილის, ეს აღელვებდა ჰენრის და მოსწონდა, როგორ ნელ-ნელა ამწყვდევდა  უღმერთომის მტკიცე ნაჭუჭში.
      რენდი ბატონ  ჯეიმსს ჰენრის  კაბინეტში შეუძღვა, რომლის უზარმაზარი მინის კედლებიდან ატლანტის ოკეანე დედამიწის სიმრგვალეს ამხელდა. ჩაფსკვნილი ბატონი ჯემსი ადვოკატი იყო, ჰენრის  წარმომალობის კვლევა ჰქონდა დავალებული. იგი საქმიანი გამომეტყველებით დაელოდა რენდის ოთახიდან გასვლას  და ჰენრის წინ ფართო დივანზე ჩამოჯდა.
- შენ ქართველი ხარ - უთხრა ჰენრის და საქაღალდე  გადასცა სადაც  დნმ-ის ანალიზი მის ოთხმოცდათვრამეტ პროცენტიან ქართველობას ადასტურებდა. ჰენრის სახე ზიზღით აემრიზა ჯეიმს საქაღალდე გამოართვა და დამტოვეო ხელით ანიშნა. „მედეა ქ. დაიბადა ქ. თბილისში 1987 წელს 17 აგვისტოს, დაამთავრო 62 საშუალო სკოლა...  გარდაიცვალა 2007 წელს, საშვილოს ....ახალშობილი სარდაფში“... ჰენრიმ საქაღალდე მშვიდად დახურა. ნერვული დაძაბულობა თუ სიძულვილი კანში ვეღარ დაეტია და სხეულზე წითლად დაიძარღვა. გულმა საქათველოსკენ გაუწია. უცხოელ ინვესტორებზე დაგეშილი ეს პატარა ქვეყანა მარტივი სამართვი ეჩვენა და მართალიც აღმოჩნდა.
                    რაც იყიდებოდა და არ იყიდებოდა ყველაფერი იყიდა ჰენრიმ საქართველოში. ქართული მიწა კი მარიხუანას პლანტაციებისთვის საუკეთესო აღმოჩნდა და ძირ გამომპალი კორპუსების მაგივრად ქარხნების მშენებლობა დაიწყო.  წაქცეულმა ქართულმა ეკონომიკამ შვებით ამოსუნთქა. „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს ქვაკუთხედად იქცაო“ გაისმოდა ჩურჩული ხალხში, რამის იყო გააღმერთეს ჰენრი, ყველა „ტვირთმძიმე“ და „მაშვრალი“ მასთან მიდიოდა  ის კი უხვად არიგებდა მოწყალებს და იმედს.
          სანამ ისტორია კარგს და ცუდს შორის ნათელ ზღვარს გაავლებდა  საქართველოს მთავრობა მრავალი წელი აყვედრიდა მოსახლეობას ჰენრის ინვესტიციას,  თუმცა ამ პერიოდში ქართული ეკონომიკა ნამდვილად აყვავდა. ჰენრიმ ეს დიდი ძალისხმევის გარეშე მოახერხა რადგან ამ პატარა ქვეყანის ხალხის კმაყოფილება მხოლოლდ მაძღარ კუჭზე გადიოდა. გაიმართა წელში ცოცხალ მკვდარი ქვეყანა, უმუშავრობა მინიმუმადე შემცირდა, მთელი ქართველობა ჩარეთო ახალი პროდუქტის წარმოება-რეალიზაციაში. კომუნიზმ გამოვლილმა მღვდლებმაც ბოლოს და ბოლოს გაიხადეს ანაფორა და სხვა სულის გასართობი „ტაძრების“ მშნებლობას მიჰყვეს ხელი.
          გაძღა მთელი ქვეყანა და ხადახან როდესაც  მოწყინების სული შეიპყრობდათ მწვანე ბოლი  ციდან მანანასავით უხვად ეპკურებოდათ, მაგრამ რაც უფრო და უფრო ძღებოდნენ უფრო და უფრო შივდებოდა მოწყინების სულს და რამდენიმე წელიწადში  სიფხიზლე სულ დაკარგე ქვეყანამ. მთელს მსოფლიოში გაუვარდი ბედნიერ ერს სახელი, ყველა გზა გახსნა და წლის ყოველ პერიოდში ტურისტებით აივსო ქვეყანა. გაძღა და მოეშვა ქართული სული და ერთიანი მსოფლიოს მშნებლობასაც მალევე შეუერთდა.
          მაგრამ იყო ზამთარი თუ ზაფხული, პარადი თუ გამოსვლა რუსთავლეზე, პარლამენტის წინ პროტესტის ნიშნად ერთი კარავი სულ იდგა,  სადაც ერთი ახალგაზრდა თავისუფლებას ითხოვდა. მობეზრდა ჰენრის ამ საცოდაობის ყურება და კარავში ესტუმრა უსახლკარო გლახას:
    - შენ ამბობ  თავისუფლება მინდაო? განა ვერ ხვდები, რომ ეს არის თავისუფლება - უთხრა და კარვიდან გაახედა სადაც ბედნიერი ყიჟნით ფერადი პარადი იყო გაშლილი.
  - მარადიული სიცოცხლე?
  - მარადიული სიცოცლე?  - ჩაეცინა ჰენრის - ნუთუ ვერ ამჩნევ რომ ეს სიცოცხლეც მოსაწყენია მათთვის?
- ღმერთის სიყვარული?
- სიყვარული? განა  მათ მე, რომ ვუყვარვარ  იმიტომ არ ამირჩიეს? 
        უთხრა გამარჯვებულმა ჰენრიმ, კარვიდან გამოვიდა და მოიწყინა და მარიდული იყო მისი მოწყინება.


                                                                                                                  VII
-საიდან მიცნობ?  - უთხრა ნათანაელმა.
-ლეღვის ხის ქვეშ დაგინახე  - უთხრა იესომ.
                                                                                                                    ....
          გახევდა ღვთის გლახა, იგრძნო უფლის შეხება, სუფთა იყო მისი გული და ეს სიყვარული მარადიულად დაიმარხა  და ვერაფერმა დააბრკოლა იგი. მასზე ფიქრში იყო გართული, რომ გზაზე მტირალი ქალი დანახა დასიებული ფეხებით ძლივს, რომ მიუყვებოდა თბილის ქუჩას და უგონო სიტყვებს ბუტბუტებდა.  გული მოეწურა, განსჭვრიტა მისი უბედობა. „მოდი ჩემთან მედეაო“ - მოკრძალებით მიუახლვდა ქალს  და მშვიდად გაუწოდა ხელი. „საიდან მიცნობო“- გზა აბნეული თვალებით ამოხედე მედეამ კაცს  და  გასიებული  ფეხები კაბაში შემალა. “ გაჩერებაზე, რომ იდექი დაგინახეო - უთხრა კაცმა - გაჩუმდა ქალი, იგრძნო ღმერთის უსამართლობა და მოურიდებელი სლუკუნი აუვარდა. კაცი ყავარჯნად ამოუდგა მედეას მხარში, მისი დამძიმებული მუცელი იტვირთა და ასე ერთად  გაუყვნენ  ვიწრო გზას.
      მარტში მოხდა ეს ამბავი როცა გაზაფხული ზამთარს ენაცვლებოდა და  ნაცრისფერ ქალაქს მწვანედ კვირტავდა.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები