ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიპრიდა
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2021


იწყო ფოთოლცვენამ

იწყო ფოთოლცვენამ,
ყალბმა მილოცვებმაც
გული გამიყინა
ისეც ცოცხალ-მკვდარი.

იწყო ფოთოლცვენამ,
ღმერთიც გაოცდება,
დღეს ცა დავინახე შავი,
როგორც არი...

იწყო ფოთოლცვენამ
უჩუმეს ლოცვებად,
გული დაჭირხლულა
შენი საყინულით...


მზე, მზე მომენატრა
შენი თვალებიდან-
სითბო ეჭვებზე და
ფრთებზე გაყიდული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები