ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2021


პასტორალი

ცა ცის ბანზე ამზეურებს
მზის პერანგებს, ნაოფლარს.
გზა კოფოზე უზის ურემს,
მიმოსაყვანს ამ სოფლად.
მკათათვეა, თავს ესხმიან
მწიფე თავთავს ჩიტები.
გულს საკინძე ცას შეხსნია
ცისფერ მარგალიტების...
მზეს ექნება სამკალიო,
თავთავს თავი ემძიმა.
არ გადადებს სახვალიოდ,
თუ არ ჩამოეძინა...
ჩამომდგარან ძნები მწკრივად,
ჩალისფერი ბოხოხით.
აფრენილა ჭალა-ტყიდან
ტანხატულა ხოხობი.
ბილიკს შარა ჩამოურბენს,
შარას კიდევ ორღობე.
კოფოზე გზა უზის ურემს,
ფეხით რომ არ მორბოდეს...
04.07.21

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები