ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პროზა
14 ივლისი, 2021


დარჩი პატარა

კილომეტრების დაშორებით, წლების ნაგროვები,
მეგობრობა იფურჩქება... სტუდენტობა იქსოვება ჯაჭვად, მერე სამშობლოდან უკეთესი ცხოვრების იმედით გაქცევის მცდელობა და დაპირება, მალე ჩამოვალო...
...უსასრულო 10 წელი...
დაოჯახებული ხარ და ბედნიერი, თეთრი კაბის ფრიალს ეკრანიდან ვუმზერ....
უნდა გამიმრავლდე...
საქართველოდან სურვილები გადმოაქვს ღრუბლებს, რაც დავტიე და ვერ დავტიე წვიმად მოდის..
მეორე თვეა...და სამნი ვართო ამბობ...
პატარა ქალია თუ პატარა კაცი თითებზეა ჩამოთვლილი დღეები და ფურცლები არ ყოფნის სახელებს...
ეკრანს მიღმა ვერ გრძნობს ალბათ მოლოდინს...
მერე ქაოსია... ის დედამიწის უნახავად მიდის ცისკენ და გვიტოვებს სიცარიელეს...
გრძელი, ნაცრისფერი გზა, რომელსაც ერთად მიუყვებით სხვადასხვა ქვეყნიდან და გამშვიდებ, რომ ისევ ჩამოივლის ამ ყვავილნარში შენთვის, ჩემთვის და ბედნიერი დღეების ასაკინძად, სხვა მწვანეთვალება ან ლურჯთვალება დედოფალა...
ნახევარი წლის თავზე სრულდება ნათქვამი... სიხარული მითეთრებს იმ ღამეს...
აი, ხუთ თვეს გადასცდა ანგელოზი და რატომღაც ზეცისკენ გაიშვირა ხელები ისევ....
როცა ლოცვის ძალა აღარ რჩება, სიტყვას ფასი აღარ გაქვს და მაინც დარჩიო ბუტბუტებ...
როცა გაიზრდები, ხომ უნდა მოგიყვე, როგორ მიღალატა დედაშენმა და სტუდენტობის წლები ერთ ტყუილში ჩატია, რომ სამშობლოს გასცლოდა?....
დარჩი პატარა....





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები