ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2021


ფიქრი ფორიაქობს

ჩემი მდუმარება ღამეს შეერია
ფიქრი ფორიაქობს სულის სანახებს...
შენი მონატრება ისევ მომერია,
და სევდაც პულსაციას განაგებს.
ისე დავიღალე ახლა გავჩუმდები
ჩვენზეც ბოლო ლექსი დავწერე.
თუმც ისევ გრძელდება ჩემი გოლგოთა
ცხოვრება უშენო მას მერე...
......................................................................
მაინც  უფლის რწმენით იმედიან
დღეებს ველოდები.ვიტოვებ
ყველა მოგონებას დღეებს მზიანს 
შენს ამ სიახლოვეს-სიშორეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები