დილაუზმოს ფიქრებიდან
როგორ გავხდეთ გენიალური ფეისბუქ-პოეტი უმოკლეს დროში (იუმორესკა)
არ ვიცი, სხვა სფეროს ეს იდეა რამდენად გამოადგება, მაგრამ ფეისბუქურ პოეზიას კი ზედ აკვდება. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გინდათ, თავიც დააჯეროთ და საახლობლო-საშორეულო გარემოც, რომ ქართული პოეზიის ცაზე აღმობრწყინებული ცისკრის ვარსკვლავი ხართ?! ახლა ვიღაც მეტყვის, კლასიკა უნდა შეისწავლოო, ათასი უნდა იკითხო და ერთი წეროო, ლექსის თეორიაზე სადაც რას წააწყდები, ხელიდან არ გაუშვაო; გამოქვეყნებამდე ლექსში ყოველი სახე, სიტყვა, ბგერა, ყოველი სასვენი ნიშანი უნდა გამოსცადოო, მაგალითად, მის ნაცვლად, რაიმე სხვა ჩასვა და დააკვირდე, ორგანულ ცვლილებას იწვევს თუ არა და როგორსო და აშ., მაგრამ მანამდე, რაც მთავარია, “ ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო”… ნიჭიერი ხარო, ამას ხომ საქართველოში შინაურები დაბადებიდან მუდმივად გვეუბნებიან, იმ შემთხვევაშიც კი, ვაშლზე თუ ვიტყვით, მსხალიაო; იამაყებენ, იცის ბავშვმა, ორივე - ხილი რომ არისო; თუ ვაშლზე იტყვი, ველოსიპედიაო, ამითაც იამაყებენ, ხედავ, რა ნიჭიერია?- როგორ შენიშნა, რომ ამ სხვადასხვა რიგის საგნებს სიმრგვალე აკავშირებსო!… აა, ვაშლზე თუ თქვი, წიგნიაო, მაშინ რა?! - ეს ხომ მთლად ზენიჭიერების გამოხატულებაა, ვაშლი- რკინითა და სხვა ვიტამინებით ასაზრდოებს ადამიანს, წიგნი კი რა არის? რა და - გონების საზრდო და ასე შემდეგ. ნიჭი და შრომისმოყვარეობა ერთად დაგვჭირდებაო?! არა, ჩემო კარგებო, არაა ეს რენტაბელური (რა მოდაში შემოვიდა ეს სიტყვა ბოლო დროს!), ამდენ შრომაში ხომ სულიც გაგძვრება ადამიანს! ყველა საქმეში და მათ შორის ამ სფეროშიც მიზნის მისაღწევი ერთი ფორმულაა მთავარი: “მინიმალური დანახარჯის ფასად - მაქსიმალური ეფექტი” აბა, როგორ მოვიქცეთ?! უმარტივესად! გავხსნათ ფეისბუქ-ჯგუფი ორ წამში, ვთქვათ, სათაურად დავარქვათ ,,პოეტური გენია”. ჯგუფი უნდა იყოს აუცილებლად ღია. დავიწყებთ მსოფლიო კლასიკოსებით, ანტიკური დროიდან - დღემდე. (იქნება სადმე რამე მზად დადებული, ფოტოებით, ქართველებიდანაც დავდებთ ბლომად პოსტებს - გალაკტიონსა და ცისფერყანწელებს, გრანელს, ლეონიძეს, და ა.შ. ახლა ისეთი ქაოსია საავტორო უფლებების დაცვა/დაუცველობის მხრივ, რეალსა თუ ინტერნეტში, ვინმემ ხელმრუდობაშიც რომ გვამხილოს, რას გახდება!… მოგვაწყდება დუნია, ყველა გამვლელ-გამომვლელს შეეძლება საკუთარი ნაწერის დადება, დონე - რაც ცუდი, მით - უკეთესი!…ოღონდ აუცილებლად ვიდეოთი თუ ფოტოთი, ნებისმიერი სიხშირით, დროდადრო შევურევთ საკუთარ ლექსებსაც. თუ შემთხვევით, ერთი-ორჯერ ლიტერატურული ,, სელებრითიც” შემოიხედავს, ქებით ძირს გავაგდებინებთ, რათა წარმატებით იმუშაოს წესმა ,,აქე, რათა გაქონ!” თქვენზე უარესები - ხომ მოგაწყდებიან და მოგაწყდებიან, (თქვენთვის სჯობია ასე, რომ მათ ფონზე იკაშკაშოთ), შემთხვევით თქვენზე უკეთესი თუ მოჰყვა ამ გაუგებრობაში, ცოტა ხანში მიიხედ- მოიხედავს, გაერკვევა და თვითონ გაეცლება მანდაურობას, მით უმეტეს, თუ თავგადაკლულად არ/აღარ აქებთ/აქებენ. აი, თუ თქვენთვის არასასურველი ჩრდილი დაეცემა მისი აქტივობით თქვენს დიად შემოქმედებას, შარის მოდებას რაღა უნდა, ან წყნარად დაბლოკვა ხომ წამის საქმეა. ყასიდად, მუდმივად იწუწუნეთ, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურული კრიტიკა - ანგაჟირებულია და ყურადღებას განგებ არ გაქცევთ არც თქვენ, არც თქვენს საკუთარ, “თქვენზე უმწეოთა არმიას”, რომ სულ ერთსა და იმავე პოეტებს აპიარებს და არმიაც ერთგულად და მოწიწებით კვერს დაგიკრავთ… “მოუწიწებელი”- მიაბლოკეთ! გაუგებრობისგან, მეტადრე ინტერნეტში, დაზღვეული არავინაა. თუ ვინმემ რამე დაგიწუნოთ, წინასწარ მზად უნდა გქონდეთ ,,ალტერები”, ანუ თქვენმიერვე გახსნილი, თავისებური ფეიკ-გვერდები, ცხადია რაიმე, მოგონილი სახელებით, რომ იქიდან შეხვიდეთ და მხარდამჭერი კომენტარები უწეროთ საკუთარ თავს, სხვა არმიელებიც აიყოლიოთ… (როგორ გამოსცეთ რეალში პოეტური კრებული საკუთარი ხარჯით, მაგრამ ვირტუალში მადლობა გადაუხადოთ ანონიმ ქართველ ემიგრანტს წიგნის დაფინანსებისთვის - ეს ჩემგან არ გესწავლებათ, არც ნაკორონალზე პრეზენტაციის ცუმპა-რამპით ჩატარების ამბავი შეგეშლებათ, გუნდითა და არქიელით... ეს ყველაფერი ხომ თქვენს მიდექ-მოდექობაზეა მთლიანად დამოკიდებული) არ დაგავიწყდეთ, ხშირად იმეოროთ, რომ მთავარი მსაჯული - დროა! ვინ არ იცის, უსასრულობასა და გაურკვევლობაში რამის გადავადება - ეს ძალიან მომგებიანი საქმეა, - ვერავინ შეგედავებათ, ზოგი - პირდაპირ დაგეთანხმებათ, ზოგი დაგეთანხმებათ იმიტომ, რომ დაიზარებს წყლის ნაყვას. მომავალში კი, როგორც იტყვიან, “ან ვირი მოკვდება და ან იმისი პატრონი”. ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში მიაღწევთ გარანტირებულ, ხელშესახებ წარმატებას; ოლიმპოს წვერზე მოექცევით, თავზე ვირტუალური დაფნის გვირგვინი დაგედგმევათ. მთავარია, კარგად ჩააკმენდინოთ ხმა ამ ოხერ სინდისს, რა უნდა, რას გადაეკიდება ხოლმე ადამიანს! მე კი ისღა დამრჩენია, ემერსონივით გითხრათ: - გესალმებით თქვენი დიდების გზაზე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. როგორც ჩანს, არ შევმცდარვარ :) როგორც ჩანს, არ შევმცდარვარ :)
17. ნინო, რა გასაკვირია რომ თქვენი ფანტაზია ბანალურია, თქვენი პოეზიასავით.
ოლიმპიელო, მიხარია რომ საუბარში ჩაერთეთ, რაკიღა გამოიყენეთ სიტვა "თუ" და ამით ჩემი თეორია ანანიზმის შესახებ ეჭვქვეშ დააყენეთ, თქვენის ნებართვით შევეცდები, თქვენთან ერთად უფრო სიღრმისეულად განვიხილო ეს საკითხი.
ახლა ადამიანებს კატეგორიებად დავყოფ მხოლოდ მაგალითისთვის.
(I კატეგორია)იმ ხალხით დავიწყოთ ვისაც ამ ნაწერში, ავტორი დასცინის , როგორც წინა კომენტარში ვახსენე, მაგ ფეისბუქ პოეტების დიდი ნაწილი ან თინეიჯერები არიან, ან ის პათეტიკური სულელები პოეზიის არაფერი რომ გაეგებათ. ეს ხალხი უფრო სიბრალულის ღირსია, ვიდრე ზიზღის. ერთიც და მეორეც, ადრე თუ გვიან წერას თავს ანებებს. მით უფრო სხვის გაკრიტიკებას ვერ გაბედავენ, ამისთვის ინტელექტი არ ეყოფათ.
(II კატეგორია)მეორეს მხრივ, აქ არის ხალხი, ვინც უკვე ბევრი წელია, რიგ შემთხვევებში მთელი ცხოვრებაც, მწერლობანას გვეთამაშებიან. მათი უმრავლესობა ერთმანეთს იცნობს და ამის მიხედვით აფასებენ ერთმანეთსაც. მაგალითად: ეს კონკრეტული ნაწერი რომ ნინო დარბაისელს არ ეკუთვნოდეს, ვერაფრით მოხვდებოდა თავფურცელზე. ეს საშუალო ნიჭის ადამიანები, წინა კატეგორიის ხალხზე მეტი ინტელექტით, იზეპირებენ წერის ტექნიკებს, მუშაობენ რომელიმე ლიტ. ჟურნალში ან გამომცემლობებში, კითხულობენ ბევრს(და ალბათ ცოტას იგებენ) , შემდეგ წერენ და თავის არაფრით გამორჩეულ ნაშრომებს, ხელოვნებად გვასაღებენ. ეს მწერლობის ისეთივე იმიტაციაა, როგორც ანანიზმი სექსისა. გვეუბნებიან რომ დამსახურება აქვთ ქართული პოეზიის წინაშე და რაც ყველაზე სამწუხაროა, პირველი კატეგორიის ხალხის დაცინვასაც კი ბედავენ, ხბოს აღტაცებით დამუხტული, ხორციანი, მხნე პოეტები.
ჩემს მისიას რაც შეეხება, არ მაქვს თქვენს წინაშე. მხოლოდ მინდოდა მეთქვა ის, რასაც ვგრძნობდი ამ ყველაფრის მიმართ.
ნინო, რა გასაკვირია რომ თქვენი ფანტაზია ბანალურია, თქვენი პოეზიასავით.
ოლიმპიელო, მიხარია რომ საუბარში ჩაერთეთ, რაკიღა გამოიყენეთ სიტვა "თუ" და ამით ჩემი თეორია ანანიზმის შესახებ ეჭვქვეშ დააყენეთ, თქვენის ნებართვით შევეცდები, თქვენთან ერთად უფრო სიღრმისეულად განვიხილო ეს საკითხი.
ახლა ადამიანებს კატეგორიებად დავყოფ მხოლოდ მაგალითისთვის.
(I კატეგორია)იმ ხალხით დავიწყოთ ვისაც ამ ნაწერში, ავტორი დასცინის , როგორც წინა კომენტარში ვახსენე, მაგ ფეისბუქ პოეტების დიდი ნაწილი ან თინეიჯერები არიან, ან ის პათეტიკური სულელები პოეზიის არაფერი რომ გაეგებათ. ეს ხალხი უფრო სიბრალულის ღირსია, ვიდრე ზიზღის. ერთიც და მეორეც, ადრე თუ გვიან წერას თავს ანებებს. მით უფრო სხვის გაკრიტიკებას ვერ გაბედავენ, ამისთვის ინტელექტი არ ეყოფათ.
(II კატეგორია)მეორეს მხრივ, აქ არის ხალხი, ვინც უკვე ბევრი წელია, რიგ შემთხვევებში მთელი ცხოვრებაც, მწერლობანას გვეთამაშებიან. მათი უმრავლესობა ერთმანეთს იცნობს და ამის მიხედვით აფასებენ ერთმანეთსაც. მაგალითად: ეს კონკრეტული ნაწერი რომ ნინო დარბაისელს არ ეკუთვნოდეს, ვერაფრით მოხვდებოდა თავფურცელზე. ეს საშუალო ნიჭის ადამიანები, წინა კატეგორიის ხალხზე მეტი ინტელექტით, იზეპირებენ წერის ტექნიკებს, მუშაობენ რომელიმე ლიტ. ჟურნალში ან გამომცემლობებში, კითხულობენ ბევრს(და ალბათ ცოტას იგებენ) , შემდეგ წერენ და თავის არაფრით გამორჩეულ ნაშრომებს, ხელოვნებად გვასაღებენ. ეს მწერლობის ისეთივე იმიტაციაა, როგორც ანანიზმი სექსისა. გვეუბნებიან რომ დამსახურება აქვთ ქართული პოეზიის წინაშე და რაც ყველაზე სამწუხაროა, პირველი კატეგორიის ხალხის დაცინვასაც კი ბედავენ, ხბოს აღტაცებით დამუხტული, ხორციანი, მხნე პოეტები.
ჩემს მისიას რაც შეეხება, არ მაქვს თქვენს წინაშე. მხოლოდ მინდოდა მეთქვა ის, რასაც ვგრძნობდი ამ ყველაფრის მიმართ.
16. ხოლო მას კი სწყურია, ბატონო ოლომპიელო!
ხოლო მას კი სწყურია, ბატონო ოლომპიელო!
15. და თუ ჩვენ ლიტ. ანანიზმით ვარ დაკავებული აქ, თქვენი მისია რა არის, ბოდიშის მოხდით, იქნებ განგვიმარტოთ. და თუ ჩვენ ლიტ. ანანიზმით ვარ დაკავებული აქ, თქვენი მისია რა არის, ბოდიშის მოხდით, იქნებ განგვიმარტოთ.
14. ოჰ, როგორ გიყვართ თქვენ, "ლიტერატორებს" წერილების - ძვირფასოთი, პატივცემულოთი, საყვარელოთი და მსგავსი ფრაზებით დაწყება, ძალიან ამაღელვებელია...
ინტელიგენტ(გგულისხმობთ ადამიანებს, ვისაც თავი ამად წარმოგიდგენიათ) "ხელოვანებს" ერთი ჭირი გჭირთ, რა სისულელეც არ უნდა დაწეროთ, თავისუფლად შეგიძლიათ რაიმე ჟანრში მოაქციოთ და ამით გააპატიოსნოთ ხოლმე, სწორედ ამას ცდილობთ ახლა. სინამდვილეში არავითარი საზოგადო ჭირი, იმ სახის, რაზეც თქვენ, თქვენს კრიტიკაში საუბრობთ, არ არსებობს. მაგ ხალხის ერთი ნაწილი ჩვეულებრივი თინეიჯერები არიან, რომლებიც მაგ ასაკიდან გამოსვლის შემდეგ, სულაც წყვეტენ წერას, მეორე ნაწილი - სულელები, რომლებზეც თქვენისთანა ადამიანი, ისეთი, როგორადაც წარმომიდგინეთ საკუთარი ძვირფასი თავი თქვენს კომენტარში,(თუმცა საჭირო არ იყო, ვიცი ვინც ხართ) დროს არ უნდა კარგავდეს.
ნიკსამოფარებულებისგან კომპლიმენტებს იღებთ, მაგრამ კრიტიკას არა? გეტყოდით ჩემს სახელსა და გვარს, თქვენთვის რაიმეს მთქმელი რომ იყოს. უნდა გაგიმხილოთ რომ თქვენი გადამეტებული წარმოდგენა, თქვენი დამსახურების მიმართ, პოეზიის წინაშე, არ ცვლის ფაქტს, რომ ეს კონკრეტული ნაწერი (ვცდილობ გული არ გატკინოთ) და მთელი ურაკპარაკი, ლიტერატურული ანანიზმია. და თუ ასე არაა, მაშინ მითხარით, რა პრაქტიკული შედეგი შეიძლება გამოიღოს ამ კრიტიკამ? ოჰ, როგორ გიყვართ თქვენ, "ლიტერატორებს" წერილების - ძვირფასოთი, პატივცემულოთი, საყვარელოთი და მსგავსი ფრაზებით დაწყება, ძალიან ამაღელვებელია...
ინტელიგენტ(გგულისხმობთ ადამიანებს, ვისაც თავი ამად წარმოგიდგენიათ) "ხელოვანებს" ერთი ჭირი გჭირთ, რა სისულელეც არ უნდა დაწეროთ, თავისუფლად შეგიძლიათ რაიმე ჟანრში მოაქციოთ და ამით გააპატიოსნოთ ხოლმე, სწორედ ამას ცდილობთ ახლა. სინამდვილეში არავითარი საზოგადო ჭირი, იმ სახის, რაზეც თქვენ, თქვენს კრიტიკაში საუბრობთ, არ არსებობს. მაგ ხალხის ერთი ნაწილი ჩვეულებრივი თინეიჯერები არიან, რომლებიც მაგ ასაკიდან გამოსვლის შემდეგ, სულაც წყვეტენ წერას, მეორე ნაწილი - სულელები, რომლებზეც თქვენისთანა ადამიანი, ისეთი, როგორადაც წარმომიდგინეთ საკუთარი ძვირფასი თავი თქვენს კომენტარში,(თუმცა საჭირო არ იყო, ვიცი ვინც ხართ) დროს არ უნდა კარგავდეს.
ნიკსამოფარებულებისგან კომპლიმენტებს იღებთ, მაგრამ კრიტიკას არა? გეტყოდით ჩემს სახელსა და გვარს, თქვენთვის რაიმეს მთქმელი რომ იყოს. უნდა გაგიმხილოთ რომ თქვენი გადამეტებული წარმოდგენა, თქვენი დამსახურების მიმართ, პოეზიის წინაშე, არ ცვლის ფაქტს, რომ ეს კონკრეტული ნაწერი (ვცდილობ გული არ გატკინოთ) და მთელი ურაკპარაკი, ლიტერატურული ანანიზმია. და თუ ასე არაა, მაშინ მითხარით, რა პრაქტიკული შედეგი შეიძლება გამოიღოს ამ კრიტიკამ?
13. პატივცემულო იმდენად რამდენადაც. იქნებ გეფიქრათ, რომ სხვასაც აქვს წარმოდგენა, კრიტიკის სახეობებსა და ჟანრებზე. ან ისიც იცის, რომ, როგორც ილია იტყოდა, როცა “ საზოგადოს ჭირზედ მოგახსენებთ”, არაა გამართლებული კონკრეტული პირების დასახელება. ესეც არ იყოს, შეგიძლიათ დავუშვათ, რომ ჩემი სახით არსებობს ადამიანი, რომელსაც პირადი ცხოვრება როგორ არ ჰქონია, თავისი პრობლემებით, მაგრამ პოეზიაზე, მის შექმნაზე, შესწავლაზე, სწავლებაზე, პოპულარიზაციაზე წინ - მაინც არაფერი დაუყენებია და არც დააყენებს… რაღა დროსია! თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ადამიანს მრავალწლიანი, მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებაც აქვს დაგროვილი, როგორც რეალში, ასევე ვირტუალში და მეტსაც გეტყვით, გულით გაუხარდებოდა, ზოგიერთ ნიკსამოფარებულ, საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ჯერ რომ კითხვა და გარჯა არ დაზარებოდა, რათა მეტი გაეგო და საკუთარი რეალური აზრი ჩამოეყალიბებინა საკითხზე , ვიდრე რამეს იტყოდა და დაწერდა. გისურვებთ წარმატებას თვითშემეცნების ძნელ და ეკლიან გზაზე! პატივცემულო იმდენად რამდენადაც. იქნებ გეფიქრათ, რომ სხვასაც აქვს წარმოდგენა, კრიტიკის სახეობებსა და ჟანრებზე. ან ისიც იცის, რომ, როგორც ილია იტყოდა, როცა “ საზოგადოს ჭირზედ მოგახსენებთ”, არაა გამართლებული კონკრეტული პირების დასახელება. ესეც არ იყოს, შეგიძლიათ დავუშვათ, რომ ჩემი სახით არსებობს ადამიანი, რომელსაც პირადი ცხოვრება როგორ არ ჰქონია, თავისი პრობლემებით, მაგრამ პოეზიაზე, მის შექმნაზე, შესწავლაზე, სწავლებაზე, პოპულარიზაციაზე წინ - მაინც არაფერი დაუყენებია და არც დააყენებს… რაღა დროსია! თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ადამიანს მრავალწლიანი, მრავალფეროვანი პრაქტიკული გამოცდილებაც აქვს დაგროვილი, როგორც რეალში, ასევე ვირტუალში და მეტსაც გეტყვით, გულით გაუხარდებოდა, ზოგიერთ ნიკსამოფარებულ, საქმეში ჩაუხედავ ადამიანს ჯერ რომ კითხვა და გარჯა არ დაზარებოდა, რათა მეტი გაეგო და საკუთარი რეალური აზრი ჩამოეყალიბებინა საკითხზე , ვიდრე რამეს იტყოდა და დაწერდა. გისურვებთ წარმატებას თვითშემეცნების ძნელ და ეკლიან გზაზე!
12. ურაკპარაკი - ლიტერატურული ანანიზმის სივრცე. კრიტიკა, რომელიც მიმართული არ არის კონკრეტულ პიროვნებაზე, უმისამართოდ ნასროლი ისარია და შესაბამისად ვერც კრიტიკად განვიხილავ. მით უფრო, რომ სისულელეა მოცდე ფეისბუქ პოეტებზე, ან იმ ხალხზე ვისაც თავი პოეტი ჰგონია და ასეთები კომენტარებშიც მრავლად ხართ. განა დილით სხვა საფიქრალი არ გქონდათ?
ურაკპარაკი - ლიტერატურული ანანიზმის სივრცე. კრიტიკა, რომელიც მიმართული არ არის კონკრეტულ პიროვნებაზე, უმისამართოდ ნასროლი ისარია და შესაბამისად ვერც კრიტიკად განვიხილავ. მით უფრო, რომ სისულელეა მოცდე ფეისბუქ პოეტებზე, ან იმ ხალხზე ვისაც თავი პოეტი ჰგონია და ასეთები კომენტარებშიც მრავლად ხართ. განა დილით სხვა საფიქრალი არ გქონდათ?
11. ყველა ასეთი ჯგუფი დავტოვე )) ყველა ასეთი ჯგუფი დავტოვე ))
10. კარგი სწავლებაა, განწყობაზე მომიყვანა. :) რამდენი ვიცი მასეთი, თავი გენიოსი რომ ჰგონია. :)
5 პატივისცემით, ტენდი.
კარგი სწავლებაა, განწყობაზე მომიყვანა. :) რამდენი ვიცი მასეთი, თავი გენიოსი რომ ჰგონია. :)
5 პატივისცემით, ტენდი.
9. მადლობა ხასიათზე მოყვანისთვის! ისე, ქალბატონო ნინო, ამდენს თუ იწვალებს, საკუთარ ოლიმპოს წვერზეც მაინც არ იბრწყინოს?! მადლობა ხასიათზე მოყვანისთვის! ისე, ქალბატონო ნინო, ამდენს თუ იწვალებს, საკუთარ ოლიმპოს წვერზეც მაინც არ იბრწყინოს?!
8. რა დაადგინეთ ბოლოს? :)) ისევ გოგლაა #2 ? რა დაადგინეთ ბოლოს? :)) ისევ გოგლაა #2 ?
6. რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმე, რომ გალაკტიონის მერე, ყველაზე დიდი პოეტია გოგლა ლეონიძე, #2 და მასზე დიდი პოეტი ჯერ არ გამოჩენილა საქართველოში. რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმე, რომ გალაკტიონის მერე, ყველაზე დიდი პოეტია გოგლა ლეონიძე, #2 და მასზე დიდი პოეტი ჯერ არ გამოჩენილა საქართველოში.
4. გოგლა ლეონიძე თუ როგორც გალაკტიონზე ნაკლები, დაღმავალი ხაზით - მომდევნო პოეტი დაასახელეთ, გეთანხმებით და მის დონეს დიდხანს ვერავინ შეწვდება. სხვა შემთხვევაში -ანუ თუ სისუსტის მაგალითად მოიხმეთ, ვერა და ვერ დაგეთანხმებით.
ერთ- ერთ ადრეულ ინტერვიუში, ქართული პოეზიის განვითარების ტენდენციებზე საუბრისას, მე გამოვთქვი აზრი, რომელიც შემდგომ არაერთგზის გავიმეორე და რომელიც სხვადასხვა გვარად ერთსა და იმავეს ამბობდა, რომ შესამჩნევი იყო ქართული პოეზიის ფემინიზაცია. მოდიოდა ძლიერი ნაკადი პოეტი ქალებისა, თავისი ჯერეთ უთქმელი პოეტური სათქმელით. ზუსტად ასე მოხდა. კაც პოეტებში მართლაც ძნელია, სრულიად მკვეთრი სახელი დაასახელო, ქალებში კი - ვრცელი სიაც გამოვა. დღეს ქართული პოეზია ძირითადად ფემინური ( და - არა ფემინისტური, არ ავურიოთ- ნ. დ.ს.) მაგისტრალით მიემართება. გოგლა ლეონიძე თუ როგორც გალაკტიონზე ნაკლები, დაღმავალი ხაზით - მომდევნო პოეტი დაასახელეთ, გეთანხმებით და მის დონეს დიდხანს ვერავინ შეწვდება. სხვა შემთხვევაში -ანუ თუ სისუსტის მაგალითად მოიხმეთ, ვერა და ვერ დაგეთანხმებით.
ერთ- ერთ ადრეულ ინტერვიუში, ქართული პოეზიის განვითარების ტენდენციებზე საუბრისას, მე გამოვთქვი აზრი, რომელიც შემდგომ არაერთგზის გავიმეორე და რომელიც სხვადასხვა გვარად ერთსა და იმავეს ამბობდა, რომ შესამჩნევი იყო ქართული პოეზიის ფემინიზაცია. მოდიოდა ძლიერი ნაკადი პოეტი ქალებისა, თავისი ჯერეთ უთქმელი პოეტური სათქმელით. ზუსტად ასე მოხდა. კაც პოეტებში მართლაც ძნელია, სრულიად მკვეთრი სახელი დაასახელო, ქალებში კი - ვრცელი სიაც გამოვა. დღეს ქართული პოეზია ძირითადად ფემინური ( და - არა ფემინისტური, არ ავურიოთ- ნ. დ.ს.) მაგისტრალით მიემართება.
3. გალაკტიონობას, რა თქმა უნდა, არავის ვთხოვთ, მაგრამ დღევანდელ საქართველოში გიორგი ლეონიძის დონის პოეტიც არ არის, ჩემი აზრით.
გალაკტიონობას, რა თქმა უნდა, არავის ვთხოვთ, მაგრამ დღევანდელ საქართველოში გიორგი ლეონიძის დონის პოეტიც არ არის, ჩემი აზრით.
2. ჰა, ჰა... კარგი იყო :) ვაშლს და წიგნს ჭია აქვთ კიდევ საერთო :D ჯგუფები და დაჯგუფებები რომ ჩემი საქმე არ იყო კოჭებზე შევატყვე საკუთარ თავს. რამდენიმე ჯგუფმა დამბლოკა, ზოგიერთიდან ნებითა ჩემითა გამოვიქეც. ჯგუფების პიკი იყო "მუზის ნაჟური"... :) ახლა ერთ დახურულ ჯგუფში ვარ. იმედია, არც გასაქცევად მექნება საქმე და არც დასაბლოკად გავიხდი თავს :)
ჰა, ჰა... კარგი იყო :) ვაშლს და წიგნს ჭია აქვთ კიდევ საერთო :D ჯგუფები და დაჯგუფებები რომ ჩემი საქმე არ იყო კოჭებზე შევატყვე საკუთარ თავს. რამდენიმე ჯგუფმა დამბლოკა, ზოგიერთიდან ნებითა ჩემითა გამოვიქეც. ჯგუფების პიკი იყო "მუზის ნაჟური"... :) ახლა ერთ დახურულ ჯგუფში ვარ. იმედია, არც გასაქცევად მექნება საქმე და არც დასაბლოკად გავიხდი თავს :)
1. სათაურმა ისე მიმიზიდა,როგორც ლამაზად გაფორმებულმა ტორტმა:)))ჯერ მხოლოდ ის წავიკითხე, ,,შიგთავსსზეც""გადავალ:))) სათაურმა ისე მიმიზიდა,როგორც ლამაზად გაფორმებულმა ტორტმა:)))ჯერ მხოლოდ ის წავიკითხე, ,,შიგთავსსზეც""გადავალ:)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|