 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 25 ივლისი, 2021 |
"ჩემს შვილს გამხმარი მანდარინისფერი თმა აქვს. მისი თმის ზედაპირზე მოციალე ფოტონები , მის კულულებში მოთამაშე ათინათებად... ეს ერთადერთია რაზეც მინდა ვიფიქრო ახლა. ახლა, როცა თურქი დალაქი მის ლამაზ, გრძელ, პრიალა და რბილ ნაწნავს ძირში აჭრის, თავისი უზარმაზარი, შემზარავი, ჟრუანტლის მომგვრელი რკინის მაკრატლით.
ჩემს შვილს გუდიაშვილის ნახატი ქალების მაგვარი თითები აქვს. გრძელი, ბოლოში აპრეხილი... ამ ლამაზი თითებით უყვარს თავისი კულულების თამაში. ახლა ამაზე მინდა ვიფიქრო, დავხუჭო თვალები და არ ვუყურო, სასტიკი თურქი დალაქი როგორ პარსავს, პრიალა სამართებლის საშიში მოძრაობით, მის თავთუხისფერ თმას.
ჩემს შვილს დიოს და ბრუს დიკენსონის სიმღერები უყვარს. ყურსასმენებით ფანჯარაში მომზირალი ბევრჯერ გართულა ოცნებებში და გაჰპარვია დრო. ახლა მის ოცნებებზე მინდა ვიოცნებო... მისი ოცნებები არ მინდა დაშრეს, არ მინდა დასრულდეს... როგორც ამ დღეებში - სულ რომ სძინავს, რეალობისგან გასაქცევად - როგორც ამიხსნა.
ჩემს შვილს ფიქრები, გეგმები და ოცნებები უყვარს. მის მიხაკისფერ, გრემა თვალებში ვარსკვლავები რომ აკიაფდებიან, ვხვდები რომ ჩვენთან არაა და სადღაც დაფრინავს, ფერად სამყაროში. მის ოცნებებში მინდა ვიფრინო ახლა, ოღონდაც გუშინდელი დღე დავივიწყო - მისი თმები, გახლართული ჩემს თითებში, - დაუსრულებლად, შემოდგომის ფოთლებივით რომ ცვიოდა მისი თავიდან... და აბაზანამ როგორ მიიღო სასტიკი კუბის ფორმა, ჩემი იმედების კუბოდ როგორ იქცა და გამყინა ცხელ წყალში -პარადოქსი. როგორ ვმალავდი თმებით სავსე ხელებს მისი ლამაზი თვალებიდან და ვლოცულობდი ერთს :გამაძლებინე უფალო!
ჩემი შვილი ძლიერი გოგოა! ჩემზე ძლიერი, ბევრზე ძლიერი და ის არ იმჩნევდა ჩემს ხელებს, თმით სავსე ხელებს ვითომც ვერ ხედავდა. არც ახლა იმჩნევს ცივ სამართებელს მის ნაზ კანზე. მხოლოდ 3 დღით არჩია დუმილი და მთხოვა გამეგო მისთვის. მე კი მართლა რკინის კი არ ვარ ?! და მეც, ფოლადისად რომ მომაქვს თავი და დამჭკნარი პომიდორიც ვერ ვარ, მისი ძილიანობისას მის მაგივრად ვესაუბრებოდი ჩემს საცოდავ თავს. მის მაგივრად მივმართავდი და შევაჩვენებდი ყველა წმინდანს, ვინც მისი დედის ლოცვა ვერ შეისმინა და მისი დასამართნი უბედურებანი მის დედას არ დამართა. დიდი ხანია დედამისი „ ყველა დედას შვილი კარგად უმყიფეო“ ასე ლოცულობს. ახლა კი მხოლოდ ძალას სთხოვს და რწმენის შენარჩუნებას!
ჩემს შვილს იასამნისფერი სული აქვს. მრავალფერადი და სურნელოვანი იასამნები უყვავიან . მაშინაც კი, როცა გადამეტებულს უწოდებს ჩემს სიკეთეებს, მაშინაც , როცა ირონიით უყურებს ჩემს ლოცვას და მხოლოდ ჩემი ხათრით იწერს პირჯვარს და ჩემი გულისთვის წაიბურტყუნებს „უფალო შემიწყალენ“, მაშინაც უფრო ღვთისნიერია, ვიდრე ნებისმიერი მორწმუნე და მომლოცველი დედამიწის ზურგზე.
ჩემს შვილს დიდი საქმეები აქვს წინ. მე ჩემი მოვრჩი. სწორედ ამიტომ, ახლა , ოღონდაც ფიქრებით მაინც სადმე გავიქცე და... ჭაღარა თურქ დალაქს, რომელიც არც ისე სასტიკია სინამდვილეში, როგორც აქამდე წარმოგიდგინეთ, არც მისი სამართებელი თუ მაკრატელია იმდაგვარად შემზარავი, მე რომ მომეჩვენა, ვართმევ ჩემი შვილის ლამაზ გრძელ ნაწნავს და მაგრად ვიხუტებ გულში, რათა კვლავ, რათა ისევ, სადღაც იისფერ მორევში გადავეშვა და ჩემი შვილის ოცნებებზე ვიოცნებო."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ფლორ, უკარგესო! ფლორ, უკარგესო!
18. ვაიმე პირდაპირ გულის გულში გამსერა
ვაიმე პირდაპირ გულის გულში გამსერა
17. დღესაც წავიკითხე გასკდა გული. დღესაც წავიკითხე გასკდა გული.
16. ყოველი ღერი დაცვენილი თმა გაუსაძლის ტკივილებად გაფრენილი იმედებია... მაგრამ, მის თმებში თავჩარგული რომ დაუწყებ კოცნას და მისი სუნით გაცოცხლდები ისევ, აღარც ერთი ტკივილი აღარ იქნება და სულ სხვაგვარი გახდება ყველაფერი... და მერე, როცა მის თმებში თავჩარგული დაუწყებ კოცნას, ერთი ცალი ჩემგანაც აკოცე კატუსიას ყოველი ღერი დაცვენილი თმა გაუსაძლის ტკივილებად გაფრენილი იმედებია... მაგრამ, მის თმებში თავჩარგული რომ დაუწყებ კოცნას და მისი სუნით გაცოცხლდები ისევ, აღარც ერთი ტკივილი აღარ იქნება და სულ სხვაგვარი გახდება ყველაფერი... და მერე, როცა მის თმებში თავჩარგული დაუწყებ კოცნას, ერთი ცალი ჩემგანაც აკოცე კატუსიას
15. მადლობა ვანანო. მადლობა მუხა. ჩვენ კარგად ვიქნებით-სხვა გზა არ გვაქვს :))) გაიხარეთ. ჯანი და სიმრთელე ყველას! მადლობა ვანანო. მადლობა მუხა. ჩვენ კარგად ვიქნებით-სხვა გზა არ გვაქვს :))) გაიხარეთ. ჯანი და სიმრთელე ყველას!
14. მადლობა ვანანო. მადლობა მუხა. ჩვენ კარგად ვიქნებით-სხვა გზა არ გვაქვს :))) გაიხარეთ. ჯანი და სიმრთელე ყველას! მადლობა ვანანო. მადლობა მუხა. ჩვენ კარგად ვიქნებით-სხვა გზა არ გვაქვს :))) გაიხარეთ. ჯანი და სიმრთელე ყველას!
13. დღესაც წავიკითხე და ვანანოს კომენტარს ვეთანხმები. დღესაც წავიკითხე და ვანანოს კომენტარს ვეთანხმები.
12. ღმერთმა მშვიდობა მოგცეს ფლორენცია. კოსმოსში გაგზავნილია შეტყობინება და ყველაფერი კარგის მოლოდინი შეგიძლია გქონდეს :) ღმერთმა მშვიდობა მოგცეს ფლორენცია. კოსმოსში გაგზავნილია შეტყობინება და ყველაფერი კარგის მოლოდინი შეგიძლია გქონდეს :)
11. ჩემს შვილს დიდი საქმეები აქვს წინ. მე კი ჩემი უკვე მოვრჩი. სწორედ ამიტომ, ახლა , ოღონდაც ფიქრებით მაინც სადმე გავიქცე და...
და ეს გაქცევა პოეზიაშია, რაც ძალიან ოპტიმისტურია. ჩემს შვილს დიდი საქმეები აქვს წინ. მე კი ჩემი უკვე მოვრჩი. სწორედ ამიტომ, ახლა , ოღონდაც ფიქრებით მაინც სადმე გავიქცე და...
და ეს გაქცევა პოეზიაშია, რაც ძალიან ოპტიმისტურია.
10. მოგიკითხე მუხა.არ იდარდო. მადლობა რომ კითხულობ ხოლმე და იზიარებ ავსაც და კარგსაც. მოგიკითხე მუხა.არ იდარდო. მადლობა რომ კითხულობ ხოლმე და იზიარებ ავსაც და კარგსაც.
9. წავიკითხე დადებისთანავე და ყოვედღე ვკითხულობ, ამ ფიქრებში და დარდებში ვარ, რა დავწერო აღარ ვიცი, გამხნევდი, გაძლიერდი, მწამს , მჯერა ღმერთის კარგად იქნებით. წავიკითხე დადებისთანავე და ყოვედღე ვკითხულობ, ამ ფიქრებში და დარდებში ვარ, რა დავწერო აღარ ვიცი, გამხნევდი, გაძლიერდი, მწამს , მჯერა ღმერთის კარგად იქნებით.
8. ძალიან კარგად და ოსტატურად გადმოცემული ემოციაა! ძალიან კარგად და ოსტატურად გადმოცემული ემოციაა!
7. მადლობა რომ წაიკითხეთ. პირადულია ძალიან, თუმცა ჩვენ კარგად გვექნება ყველაფერი. მადლობა რომ წაიკითხეთ. პირადულია ძალიან, თუმცა ჩვენ კარგად გვექნება ყველაფერი.
6. გული რომ მომიწურა ისეთია, ფლორენცია! გული რომ მომიწურა ისეთია, ფლორენცია!
4. თუ ავტობიოგრაფიულია, ძალიან გამხნევდით!
თუ ავტობიოგრაფიულია, ძალიან გამხნევდით!
3. გული მეტკინა.საკუთარი ავადმყოფობა სიამ-ტკილობაა შვილის ავადმყოფობასთან შერდარებით. გული არ გაიტეხოთ. ბოლო თვეებში ბევრი ადამიანი გავიცანი, ვისაც ამ დაავადების ურთულესი ფორმა აღმოაჩნდათ 10 და 15 წლის წინ. 10 წელში კი ეს დაავადება სურდოსავით ადვილად განიკურნება გული მეტკინა.საკუთარი ავადმყოფობა სიამ-ტკილობაა შვილის ავადმყოფობასთან შერდარებით. გული არ გაიტეხოთ. ბოლო თვეებში ბევრი ადამიანი გავიცანი, ვისაც ამ დაავადების ურთულესი ფორმა აღმოაჩნდათ 10 და 15 წლის წინ. 10 წელში კი ეს დაავადება სურდოსავით ადვილად განიკურნება
2. ნატ, საყვარელო :-* <3 ნატ, საყვარელო :-* <3
1. ღმერთო.... უფრო ლამაზი თმები ექნება შენს გოგოს, ულამაზესი, იასამნისფერი ოცნებები აუხდება და უამრავ, დიდ საქმეს გააკეთებს უცილობლად. ის ხომ ძლიერი გოგოა და ძლიერი ხართ ორივენი ერთად. ყველაფერი კარგად დასრულდება <3 ღმერთო.... უფრო ლამაზი თმები ექნება შენს გოგოს, ულამაზესი, იასამნისფერი ოცნებები აუხდება და უამრავ, დიდ საქმეს გააკეთებს უცილობლად. ის ხომ ძლიერი გოგოა და ძლიერი ხართ ორივენი ერთად. ყველაფერი კარგად დასრულდება <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|