 | ავტორი: ვენი ჟანრი: პოეზია 31 ივლისი, 2021 |
შენ არ ყოფილხარ, არ ყოფილა სიტყვაც ჩვენ შორის, არც ყვავილები და არც თოვლი და არც სიჩუმე, არც მზე ყოფილა, მხოლოდ მთვარე და ის ზღაპარი, ვარსკვლებმა რომ წამიკითხეს და ცა მისურვეს. სიყვარული ხარ თუ სიკვდილი არ მეუბნები, შენი თითები ჩემს ოცნებებს ვეღარ უვლიდა... მერე ღრუბლები, ქარვისფერი მღვრიე ღრუბლები ცრემლების მაგვარს ირეკლავდნენ აღსასრულიდან. შენ არ ყოფილარ, ის სხვა იყო სხვისი აჩრდილი, არც მე ვიყავი მხოლოდ მგავდა ვიღაც თვალებით, ლექსებით მგავდა ვიღაც გულით ხელებაწვდილი , სიყვარულმა რომ შეაშინა გარდაცვალებით. მერე რომ მართლაც ყვავილებიც თოვდა და ქარმაც სულ მიმოფატა მგლოვიარე ფიქრის ღრუბელი, შემომეფეთა სიყვარული ოცნების კართან, შენ არ მოხვედი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რა ძალიან კარგია! რა ძალიან კარგია!
2. მადლობა, იმედია ,ბევრი არ იფიქრე. მადლობა, იმედია ,ბევრი არ იფიქრე.
1. დამაფიქრა ამ სევდიანმა ლექსმა. დამაფიქრა ამ სევდიანმა ლექსმა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|