| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 4 აგვისტო, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, სიტყვებს მივყავდით უელბეკამდე, ხანაც სარტრიმდე, მათ სიტყვებზე კი არ გვყოფნიდა სიტყვა მაშინაც, ახლა ორივე ცხვირწინ მიდევს, სხვა რამ მაშინებს, ვაი თუ, დღეებს შემოუჩნდეს ჩვენსას-ჩრჩილები, რა შავ ქვად ვიხლი „ლანსაროტეს“ და „მორჩილებას“, ვაი თუ, ყოფა დაემსგავსა ჩვენი „ფლატფორმას“, გახდა სრულიად უგვანო და მეტიც-უფორმო, ბედნიერების დევნაში თუ დავრჩი ცოცხალი, საღამოს ერთად თუ არ შევსვით ჩაი-მოცხარით, მაშინ რად მინდა, ჩემი ბრძოლის ველის განვრცობა, იმავეს ფიქრობ, ერთი-ერთში, ვიცი, არ ვცდები, ღამეთა სიგრძეც გაუტოლდეს ლამის ბაო-ბაბს, წყალს წაუღია არსებობა, არარაობაც, ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, სიტყვებს მივყავდით უელბეკამდე, ხანაც სარტრიმდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|