 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 4 აგვისტო, 2021 |
ძვირფასო გვამო,მოგეხსენება მას შემდეგ ვისაც დაესესხე მთელი სიცოცხლე, ვალდებული ხარ მის წინაშე უკვე დუმილით. თუმცა პირობის დარღვევა გიწევს ყბადაღებული - გვამის კანონით თავი გიჭირავს, მაგრამ ჩვენიდან გამომდინარე ისე ხმაურობ რომ არც კი იცავ საკუთარ პრინციპს სხვების წინაშე, არც კი გიცდია გამცდარიყავი ვალდებულებას განსხვავებული მიმართულებით. უძრაობაა შენი ენა ახლა ყველასთვის და მისი ხათრი არ აქვთ მოხრილებს, რომელ სიჩუმეს ინარჩუნებ გამონაკლისად მზად ვარ გისმინო, მზად ვარ იმდენად მოგაყურადო, მიწის გულიდან ამოღწეულ გრუხუნზე მეტად, შენი სიმშვიდით გავკადნიერდე. აქ არის ახლა შენი შუბლის მკაცრი ნიშნული, უშენობამდე ათვლის წერტილი, რომელსაც ისე ვებღაუჭებით, როგორც სიბრალულს სასოწარკვეთა. შეგეძლო უფრო მეტად რბილი ყოფილიყავი, მეტად დამყოლი, ნაქონ წარსულთან ერთი ხელის მოსმით კავშირი მაინცდამაინც არ გაგეწყვიტა და მის მოვლაში ნაცნობები გამოგეცადა, და მის მოვლაში უცნობებიც გამოგეცადა, იქნებ მოგესწრო ბევრი რამის გადაფიქრება, აღარ ჩანს შენი მომავალი, ხელიდან ხელში გადაწოდების გარდა ვაპირებთ რაც ვიცით, როგორც გვესმის სიკვდილი, შესაბამისი ქცევით ვამხილოთ. ალბათ უხეშად ვარღვევთ რაღაც გადაულახავს, რაღაც შეუვალს, ან უფრო მეტიც, ვერ ვახერხებთ საპირისპირო მხარეს შებრუნდეს ჩვენგან შეძრული სიცარიელე და ვილუკმებით ყოფილ ცოცხლებს დროგამოშვებით. რა ქვია ამგვარ უთანაბრო მდგომარეობას? რა საჭიროა შეფასება - ვინ რა წილით აგებს პასუხს გვამის წინაშე? სიცოცხლის ქცევა როგორ უნდა დარეგულირდეს? ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის სასარგებლოდ მისი დარღვევა თუ მოვინდომებთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|