ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2021


წერილები საკნიდან-4 (წრე მეორე)

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
რატომღაც ჯარი გამახსენდა, ერთ დროს რეკრუტი
მერქვა და შიშით ვეხებოდი მჭიდსაც, იარაღს,
მას შემდეგ მართლაც, ბევრმა წყალმა გადაიარა,
პირველ წერილებს ვუგზავნიდი დედას-ჯარიდან,
დედა ყოველთვის დასაშვებზე მეტად ჯავრობდა,
მამასაც უთქვამს, დედას რარიგ უნდა ნუგეში,
არის სათუთი და ფაქიზი, როგორც გეიშა,
მამაც ხომ ომმა შეიწირა, დღემდე დაკარგულ
გმირად ითვლება, არც საფლავი, მხოლოდ პასპარტუ,
დედა ორივეს გველოდება-მეც და მამასაც,
ლოდინმა უკვე უმაღლესი დადო თამასა,
ლოდინმა უკვე ორბისებრი შეკრა ირაო,
წყალს წაუღია უშენობის მთელი კვირაო,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
ჯარის მაგივრად, დღეს ციხეში მქვია რეკრუტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები