ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: პროზა
9 აგვისტო, 2021


მეთევზე და ასლან ბაბუ

მეთევზე და ასლან ბაბუ


ბათუმის „მორვაგზალის“ (სამგზავრო ნავსადგურის) „პრიჩალი“ (ბაქანი). 2000-ინი წლების დასაწყისი. დილის 5 საათი სრულდებოდა. გვიანი შემოდგომა. ციოდა. წვიმდა. კოკისპირულად წვიმდა. ხან გადაიღებდა. შემდეგ კი კვლავ გადაუღებლად წვიმდა. მთელი ღამე წვიმდა, შესვენებებით. სასწაული წვიმა იყო.  ბათუმური.

სამგზავრო ნავსადგურის ბაქანზე, ერთი მხრივ, სამგზავრო ნავსადგურის ადმინისტრაციის შენობასა, და მეორე მხრივ, ასლან სმირბას კაფეს შორის მონაკვეთში, დაახლოებით შუაში, პირდაპირ ზღვის ზედაპირის ზემოთ, მარტოხელა მეთევზე იდგა და თევზაობდა. მარტო დარჩენილიყო. ზღვას მარტო ეჯიბრებოდა.

ტანზე ყოფილი საბჭოთა არმიის „ოზკ“ (озк, ანუ общевойсковой защитный комплект), სამხედრო ქიმიური დაცვის ლაბადა ეცვა. ფეხებზე სამოქალაქო „ვალენკები“ (რეზინის ჩექმები) ეცვა. თითოეულ ფეხზე ორ-ორი წინდა. ტანზეც ორი სვიტერი ეცვა. თითქოს თბილად ეცვა, მაგრამ მაინც ციოდა. ძალიან ციოდა.

საღამოს 5 საათიდან აქ იდგა. ახლა უკვე დილის 5 საათი სრულდებოდა. მალე 12 საათი შესრულდებოდა, თევზი ჯერ არ დაეჭირა.  თევზაობდა სიბნელეში. სიცივეში. თევზაობდა სპორტული აზარტით. ზღვას ეჯიბრებოდა. უკვე იმდენად თევზი არ უნდოდა, რამდენადაც სპორტული ჟინი ამოძრავებდა. ზღვისთვის უნდა ეჯობნა. ზღვა უნდა დაემარცხებინა. ზღვიდან თევზი უნდა დაეჭირა.

უკვე დილის 5 საათი შესრულდა. კოკისპირული წვიმის გამო ჩამოწოლილი წყვდიადი სიბნელის გამო მეთევზემ ვერ შენიშნა, ბაქანზე როგორ გამოჩნდნენ ასლან აბაშიძის სპეცდანიშნულების რაზმის ბიჭები. ბაქანს ამოწმებდნენ.

კვლავ წვიმდა. კვლავ ბნელოდა. თავსხმა წვიმის ხმას მიჰქონდა არემარე. ისე ბნელოდა, რომ  5 მეტრი მანძილის იქეთ დაცვის ბიჭები არ სჩანდნენ. თავსხმა წვიმის ყურისწამღები, გამაყრუებელი შხუილის  გამო არც მათი ფეხის ხმა ისმოდა. წვიმდა და ციოდა, მაგრამ მეთევზე მაინც განაგრძობდა თევზაობას. მეთევზემ დაცვის ბიჭები მანამდე ვერ შეამჩნია, სანამ უშუალოდ თავზე არ დაადგნენ. მეთევზემ იცნო დაცვის ბიჭები. დაცვის ბიჭებმა იცნეს ძველი ნაცნობი. ხშირად ხედავდნენ ერთმანეთს. აქაც, ამ ადგილზეც. სხვაგანაც, მთელ სანაპიროზე. დაცვის ბიჭებმა უსიტყვოდ ჩაიარეს. არაფერი არ უთხრეს. მხოლოდ თავის მსუბუქი დახრით მიესალმნენ.

მეთევზემ გააგრძელა თევზაობა. დილის 5 საათი შესრულდა. უკვე 12 საათი იყო, რაც  თევზაობდა. და არაფერი. არანაირი შედეგი. ვერაფერი ვერ დაიჭირა.

უცებ, მოულოდნელად, ეს ყოველთვის მოულოდნელად ხდება, როგორც იქნა, აღსრულდა.

მოხდა ის, რასაც მეთევზე ასე ნატრობდა მთელი ამ ბოლო 12 საათის განმავლობაში. თითებში „სტარაჟოკის“ მოძრაობის მიხედვით იგრძნო, თევზი „დაჯდა“.  ძალიან დიდი წვიმა იყო. ძალიან ციოდა. თითები გაყინული ჰქონდა. ღამით ისედაც ცივა. მით უმეტეს, გვიან შემოდგომისას, ზამთრის დასაწყისში. მით უმეტესს, ასეთ წვიმაში. მეთევზემ ბევრი იწვალა. გაყინული თითებით თევზი დაახლოებით ასე, 15 მეტრის მანძილიდან გამოიყვანა.  3 წუთამდე იწვალა. თევზი ძნელად მოდიოდა. გააფრთებული წინააღმდეგობა გასწია. ბოლოს და ბოლოს, მეთევზემ თევზი მაინც ამოიყვანა. კეფალი იყო. 5 კილოგრამი იქნებოდა. კარგი ნადავლი იყო. ღირსეული ჯილდო 12 საათიანი ომისთვის. დაიმსახურა.

მეთევზე თევზი ამოიყვანა. ამოიღო „კრიუჩოკი“ (კაუჭი) თევზის პირიდან. მოფართხალე თევზი ბაქანზე დააგდო. ბაქანზე, ჩაღრნავებულ ადგილებში თავსხმა წვიმის გამო დამდგარი წყლის დიდი გუბეები იდგა. ზოგიერთ ადგილებში დაგუბებული წვიმის წყალი, ასე, ადამიანის კოჭებამდე აღწევდა. ბაქანზე დაგდებული თევზი წვიმის წყლის დიდ გუბეში მოჰყვა და იქ გაარძელა ფართხალი.

- „ბახ-ბახ-ბახ“ - ისმოდა წვიმის წყლის გუბეში თევზის ფართხალის ხმა.

თან თავსხმა წვიმის წვეთების გამაყრუებელ შხუილს მიჰქონდა არემარე, თან ამ შხულის წყლის გუბეში თევზის ფართხალის ხმაც ემატებოდა.

ზღაპრული სიმფონია შეიქმნა.

ამ დროს მეთევზემ თავსხმა წვიმის წყვდიადით მოცული კედლის მიღმა, სადღაც შორიდან, ნელი ნაბიჯით მომავალი ადამიანების სილუეტები შეამჩნია. მომავალი სილუეტების პირველ რიგში 4 ადამიანის სილუეტი შენიშნა. ორი ადამიანი შუაში იმყოფებოდა, შუაში მყიფთაგან, ერთი, ზღვასთან უფრო ახლოს მყოფი, დაბალი ტანის იყო, მეორე, მისგან ხელმარჯვნივ მყოფი, მასზე მაღალი იყო. მათ გვერდით, იქით-აქეთ, კიდეებში, თითო-თითო ადამიანი იდგა, ორივე მაღალი, ტანადი, ზორბა ტანისა, ხელში  არაჩვეულებრივად დიდი ზომის ქოლგებით ეჭირათ და შუაში მყოფეებს ამ ორ ქოლგას აფარებდნენ. პირველ რიგში მყოფთაგან, კიდეებზე მყოფები გაცილებით მაღლები და ტანადები იყვნენ, შუაში მყოფებთან შედარებით. ეტყობოდათ სამხედრო „ვიპრავკა“ (აღნაგობა). კიდეებზე მყოფების მიერ დაკავებული ქოლგის ერთი ნახევარი მთლიანად ფარავდა შუაში მყოფ თითოეულ ადამიანს, და აგრეთვე თვითონ ქოლგის დამჭერებსაც. პირველ რიგში მყოფი ოთხეულის უკან, მკრთალად ილანდებოდა სხვა ადამაინების სილუეტები. ბევრნი იყვნენ. ალბათ, ასე, ოცამდე იქნებოდნენ. წინა რიგში მყოფეებს შარვალ-კოსტუმები ეცვათ. უკანა რიგში მყოფეებს სპეცდანიშნულების რაზმის წევრების ფორმის ზემოთ საწვიმარი ლაბადები ეცვათ.

როცა სილუეტების ჯგუფი მეთევზეს მიუახლოვდა, ასე, დაახლოებით, როცა  ოთხი ან ხუთი  მეტრის მანძილზე მივიდნენ, მეთევზემ ამოიცნო დაბალი ტანის ადამიანი. ეს ასლან ბაბუ იყო. ასლან აბაშიძე, - აჭარის ხელმძღვანელი. მეორე ადამიანი, მისი თანხმლები, ვერ იცნო. ალბათ, მისი უცხოელი სტუმარი იყო.

თევზი კი ფართხალს განაგრძობდა.

- „ბახ-ბახ-ბახ“ - ისმოდა წვიმის წყლის გუბეში თევზის ფართხალის ხმა.

თან თავსხმა წვიმის წვეთების გამაყრუებელ შხუილი ისმოდა, თან წყლის გუბეში თევზის ფართხალის ხმა.

ასლან ბაბუ, მისი სტუმარი, და დაცვის ბიჭების ჯგუგი უკვე უკვე ასე ორიოდე მეტრის მანძილზე მოვიდნენ. ასლან ბაბუმ დაინახა მეთევზე, იცნო ძველი ნაცნობი. თავის ოდნავ დაკვრით მიესალმა. შეამჩნია მოფართხალე თევზიც, ნაბიჯი კიდევ უფრო შეანელა, ისედაც ნელა მოდიოდა, ბოლოს სულ შეჩერდა. მასთან ერთად შეჩერდნენ მისი ყველა თანმხლებიც.

ასლან ბაბუ ოდნავ მოიხარა წელში, მოფართხალე თევზი უკეთესად რომ დაენახა. თევზს დააკვირდა. ღიმილით, ინტერესით. თავისას ფიქრობდა. მეთევზემ უკვე დაიჭირა თავისი თევზი შავი ზღვიდან. ასლან ბაბუს კი ანგლო-საქსელ „ცივილიზებულ“  „უცხოელ პარტნიორებთან“ დიდი პოლიტიკის „შავ ზღვაში“ თავისი თევზი ჯერ კიდევ დასაჭერი ჰყავდა. მისთვის თევზაობა მხოლოდ ახლა იწყებოდა, როცა ბათუმის აეროპორტში ამ დილაუთენია ჩამოსული თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსული უცხოელი სტუმარი პირდაპირ ბათუმის ნავსადგურის დასათვალიერებლად წამოიყვანა. სტუმარს „დაძაბული გრაფიკი“ ჰქონდა. მისთვის „დრო ფულია“. უცხოელი „ფილანტროპი“ „ეფექტური მენეჯერი“ იყო. ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება მეტი ფული გაეკეთებინა, რაც შეიძლება მოკლე დროში, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით.

ასლან ბაბუს უცხოელი სტუმარიც დიდი გაკვირვებით და ინტერესით ათვალიერებდა ხან თევზს, და ხან მეთევზეს. ალბათ, ფიქრობდა, ამ თავსხმა წვიმის დროს ეს კაცი სათევზაოდ რამ გამოიყვანაო? თან ფიქრობდა, ადგილობრივი „აბორიგენებიდან“ როგორ დავიჭირო რაც შეიძლება „დიდი თევზი“ რაც შეიძლება იაფადო, ან, საერთოდაც, თითქმის უფასოდო, აი, ისე, აი, ამ მეთევზემ, თითქმის მუქთა „ნაჟივკის“ ფასად რომ დაიჭირა კაი მოზრდილი კეფალიო, აგერ რომ ფართხალებს ბაქანზეო.

დაცვის ბიჭებმაც, ყველამ, ერთსულოვნად, იგივე გაიფიქრეს.

ასლან ბაბუმ კიდებ ერთხელ შეხედა ჯერ თევზს, შემდეგ მეთევზეს, შემდეგ სტუმარს გადახედა. და ღიმილით, აუჩქარებელი ნაბიჯებით, დინჯად გააგრძელა გზა. უცხოელი სტუმარიც და დაცვის ბიჭებიც მას მიყვნენ.

მეთევზემ კი გააგრძელა თევზაობა. აბა, 12 საათის წვალების შემდეგ ერთ თევზზე ხომ არ გაჩერდებოდა. უკვე დაიწყო „კლიოვი“. მეტის დაჭერა შეიძლებოდა. თევზაობა გრძელდებოდა. კიდევ რამდენიმე საათი ითევზავა.

უკვე გათენდა. მაგრამ იმ დღეს იმ ერთი ხუთკილოგრამიანი კეფალის გარდა ვერაფერი ვერ დაიჭირა.

მეთევზე ძალიან დაიღალა. უკვე სახლში წასვლის დრო იყო. რა უნდა ექნა. აალაგა „სნასტები“. წავიდა სახლში. გაყინული. დაღლილი. უძინარი.

მხოლოდ ერთი თევზი დაიჭირა, მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო. დარჩა სასწაული მოგონება. მეთევზემ თევზი სწორედ იმ მომენტის წინ დაიჭირა, როცა ასლან აბაშიძე გამოჩნდებოდა. და, რა ფანტასტიკური სანახაობა იყო, რა დამთხვევა. სამუდამოდ დასამახსოვრებელი. დაიმახსოვრეს კიდეც. სიბნელეში, სიცივეში, თავსხმა წვიმის შხუილში, მეთევზე ასლან აბაშიძეს, მის უცხოელ სტუმარს და მათ ამალას დაჭერილი თევზის ფართხალის ფეირვერკის შხეფებით შეეგება.


კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა)

09.08.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები