 | ავტორი: კიპრიდა ჟანრი: პოეზია 22 აგვისტო, 2021 |
ალბათ , ერთ-ერთი სულიერი აღფრთოვანება, ალბათ, ერთ-ერი ამბიცია, მკაცრი უარი, ის, რაც შორიდან დაინახა შენმა თვალებმა მირაჟისფერი წარმოსახვა,ჩრდილი თუ არი... ჩვენ შორის ახლა კლდეებია, ზღვები და მთები, ჩვენ შორის ახლა მხარგაწვდილი გრძნობის ველია, ისევ ხელა გიშლის მიფანტული, ჯიუტი თმები და ისევ ისე იღიმები, როგორც გჩვევია...
და სიყვარული... მიქარული ჩემთან და ღმერთთან ვეღარ სულდგმულობს ქანცგაცლილი, მკაცრი უარით, ორივემ ვიცით, ვერ ვიქნებით ვერასდროს ერთად და რასაც ფიქრობ, ილოცე და ღმერთსაც უთხარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვნება და თავშეკავება. კარგია! ვნება და თავშეკავება. კარგია!
3. კარგია მარა ეს "მიქარული" ააუშნოვებს! კარგია მარა ეს "მიქარული" ააუშნოვებს!
2. მადლობა, ძვირფასო. მადლობა, ძვირფასო.
1. დამატყვევებელი :)5 დამატყვევებელი :)5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|