ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2021


  ჩამოტვირთვა

This must be the place

მზე ჩადის ქალაქს უკან,
შენობები მუყაოს ქაღალდივით აყუდებულან,
ჩვენ ხუთნი უკაცური კორპუსის თავზე
ვართ და არ ვიცით რატომ გვინდა იქ გათენება.
ეს საღამო
პუანტილისტის შექმნილია;
ეს სივრცე
80-იანი წლების ფილმის კადრია:
თბილ ბინდში უთვალავი პატარა წერტილი ხტუნავს
და დინამიკზე მელოდიაც ამავე წლების ჟღერდება;
და მოდის მთვარეც;
ის ცისფერია
და ლაქები აქვს,
როგორც ჩემს პერანგს,
რომელსაც ანაკომის სუფის წვეთები მოხვდა
და მის მოსახიბლად
ვეღარ მაცვია,
დღეს არც მთვარე გამოიყურება
სიმპათიურად.
უშნო წვეულებიდან გამოქცეულნი
თუთუნით დატენილ სიგარეტებსა და
წამებით შეფუთულ წუთებს ვეწევით
და თავზემოთ შექმნილ
უღრუბლო ცაზე
უნიჭო ასტროლოგებივით
განვიხილავთ ჩვენ-ჩვენ მომავალს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები