ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: საბავშვო
17 სექტემბერი, 2021


დათუნიები

დედა ტუქსავს დათუნიებს,
თაფლის ჭამით გართულებს,
ხან ბურდღუნით უჯავრდება,
ხან თათს წაუთათუნებს.

-როდის უნდა გაიზარდოთ,
დამიფასოთ ამაგი?!
რა გიქნიათ?!-შეგისანსლავთ
თაფლის მთელი მარაგი!

- ვერ გავბედეთ, ვერ გითხარით,
დედი, რომ არ გეჯავრა,
ერთი ქილა გავსინჯეთ და
ყველა შემოგვეჭამა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები