ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2021


ყოფნა, არყოფნის შემყურეს


აქვს ზედაპირი
სარკისებური
წყალს და
მიელტვის
მას ოფელია.
თავად
სიკვდილიც
კმაყოფილია,-
მან უკვე იცის
სარკის ფსკერზე
რომ დააბინავებს,
მიხედავს როგორ
სიყვარულისთვის
თავშეწირულ
კიდევ ერთ გოგოს.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს