*** არასდროს გჯერა ჩემი დაღლა, ჩემი მოწყენა. ვერ ეგუები თუ დავნებდი, თუკი მოვეშვი. როგორც დარაჯი, ფეხზე დგები დაუყოვნებლად და ჩემთან ერთად თავს იღუპავ მღვრიე მორევში. მაინც მგონია, რომ ცას ლოდად აწევს სილურჯე. მზეც დაიღალა ნათებით და მზესაც მობეზრდა, რომ ჩვენზე ადრე იღვიძებს და ისე გვიყურებს, გამოვეპარეთ სასახლიდან თითქოს ოდესღაც. უცნაურია...(მე კი ვფიქრობ, იქნებ არც არის,) ზოგჯერ სიმშვიდე ხანძარივით სახლს რომ ედება და ამ ნახანძრალ ათასობით მუჭა ნაცარში ბედნიერების ნაპერწკალები გამოერევა. შენ კი არ გჯერა ჩემი დაღლა, ჩემი მოწყენა. ვერ ეგუები თუ დავნებდი, თუკი მოვეშვი. როგორც დარაჯი ფეხზე დგები დაუყოვნებლად და თავს იღუპავ, ჩემთან ერთად, მღვრიე მორევში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|