დღეა -მოლამუნე მზით და დროა -სამხრობისკენ უფრო. ფიქრმა რას ფიქრობო? - მკითხა, თავი როცა იგრძნო მყუდროდ. არც რა ვუპასუხე ფიქრებს, მზე თმას სასიამოდ მვარცხნის. იქნებ, გავიხსენო, იქნებ ის, რაც დამვიწყნია არც კი... დროა ჩასასვლელი მზის და... გარეთ ზაფხულია ქალთა. ფიქრმა ყურში ჩუმად მითხრა, ჩემზე რასაც ფიქრობს მართლა ... კატა ეფიცხება მზეს და, ქარი ფოთოლს ყვითლად ხატავს. ხსოვნას გვირილების მესა, რატომ გაახსენდა ახლა?..