 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 სექტემბერი, 2021 |
26 სექტემბერი წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეა, წმინდა ქეთევანის ძალა და მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან - საქართველოში ჩამოასვენეს, დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში სამუდამოდ დარჩება.
1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბასის ბრძანებით, აღესრულა წმინდა ქეთევან დედოფალი, რომელმაც სასტიკი წამებით სიკვდილი არჩია „გათათრებას“ - მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და სამშობლოს ღალატს.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
ქეთევან დედოფალი
შირაზის ველზე დედოფალი გამოჰყავთ... იწვის კელაპტარივით ქეთევანის გული ამაყი, ისევ ჩაესმის მშობლიური ყივილი მიწის და იმას დარდობს, ქართულ მიწას რომ ვერ დავაყრით.
და გააშიშვლეს დედოფალი - მუდამ ამაყი, ნელ - ნელა ქრება კელაპტარი, სულშიც ღამდება, ვიდრე მოვკვდები, ვიდრე გულზე ცრემლებს დამაყრით, თუ დამილოცავთ ქართულ ფესვებს, გამეხარდება.
ეწამა დედა - კახთა მეფე თეიმურაზის, ვით სულთათანა, სამშობლოში ისმის გოდება, თვალწინ მიდგება ქეთევანის ფრესკა - სურათი, ის ერთი იყო, აღარასდროს განმეორდება.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|