 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 8 ოქტომბერი, 2021 |
(ეძღვნება ჩემს ქუჩაზე მოვაჭრე ერთ მოხუცს, რომელიც კოვიდით გარდაიცვალა)
იჯდა კაცი, ქუჩის ბოლოს, გასასვლელში, ყიდდა ვაშლებს, ღვინოს, ზოგჯერ კარტოფილს. უბნის ლოთებს ჭიქა ღვინოს დასალევად სულ აწვდიდა, ჰქონდა მათი სამყოფიც... ვერასოდეს დაასწრებდი დილით სალამს, გიღიმოდა იმ თვალებით, ლიბრიან. ფეხთან ეწვა ერთი კატა, მათუსალა, მგონი, მხოლოდ ის ითვლიდა ნისიას... ჩუმი იყო, ფასსაც უცებ დაგიკლებდა, სულ არ ჰგავდა გამოქექილ სოვდაგარს სიცოცხლეს ვერ იმეტებდა საგინებლად, გასაძლები ყოფა ჰქონდა ორმაგად... საღამოთი მიათრევდა ურიკებით დღის მანძილზე ვერგაყიდულ საქონელს. მაწანწალებს ვაშლებს ჩამოურიგებდა, ისინიც რა "მადიანად" სამხრობდნენ... ჰო, ერთ დღესაც, ქუჩის ბოლოს, გასასვლელთან აღარ იდგა სკამი, ხელით ნაკეთი... ლოთებს ჰქონდათ შესანდობი დასალევი, ღვინის დახლს კი ზედ ეწერა -დავკეტეთ! 30.09.21
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|