ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2021


ფერისცვალება. მცხეთა.

რა საცოდავი ვარ მე -
ვისაც არ მჯერა წმინდად წოდებული ნაწილების.
ვისაც არ შემიძლია
გახრწნილი უხრწნელად მოვიჩვენო.

აი, გვამი,
საყვარლად შერეკილი მოხუცის,
რამდენიმე წლის წინ
მიწიდან რომ ამოთხარეს,
თავისი უბრალო, კაპიშუნიანი ჯვალო და
მობრეცილი ბათინკები გახადეს,
ფარჩა სირმებით  დაფარეს,
ლუსკუმაში ჩადეს და
შუა ტაძარში გამოდგეს.

რა საცოდავი ვარ მე
როცა ეს მოხუცი მეცოდება.

რა საცოდავი ვარ მე,
როცა პარკებში დაფასოებულ
მისი ყოფილი საფლავის მიწას და
იქვე, პატარა ბოთლებში ჩამოსხმულ
მზესუმზირის ზეთ “ოლეინას”
არ ვყიდულობ, რადგან -
რა სისულელეა!
კურნავს კი არა ის!

რა საცოდავი ვარ მე
როცა ჩემი
არა ჩვეულებრივი შვილიშვილი
ლუსკუმაზე მობნეულ შოკოლადებს
ბოჭავს და ჭამს,
მე კი,  მორიგ არამკითხეს
უხეშად ვეპასუხები:
ბავშვი კი არაა უზრდელი, ქალბატონო,
კანფეტია საბავშვო და არა სალუსკუმო!
 
(ცოცხალი, ვიცი,  თავად მისცემდა)

რა საცოდავი ვარ მე,
ასეთი რწმენით და
ასეთი ნეკროფობი…

2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები