#ლექსმცოდნეობა ნინო დარბაისელი
რეფრენი
ოთხი დეკემბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის დღეობაა. ლიტერატურის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ტატოს, რომელიც დედის - ეფემია ორბელიანის მხრიდან ერეკლე მეფის შთამომავალი იყო, სამი დედისძმა ჰყავდა: გრიგოლ, ზაქარია და ძმებში უმრწემესი ილია/ილიკო. 1845 წელს, გვიან შემოდგომით, როდესაც თბილისამდე ტატოს გარდაცვალების ამბავმა მოაღწია, გრიგოლ ორბელიანი ძალზე ავად იყო და არავინ უმხელდა. თავად ავადმყოფმა ვის აღარ მისწერა წერილი, გამაგებინეთ, რა ხდებაო. პირადი მიმოწერის თვალიერებისას ილიკო ორბელიანის წერილში წავაწყდი ფრაზას... დიახ, ეს ის ილიკო ორბელიანია, რომლის ნაცვლადაც (!) მეტყველებს „მერანის“ ლირიკული გმირი, როგორც ამას თავად ნიკოლოზ ბარათაშვილი აღნიშნავს პირად მიმოწერაში. აქვე დავაზუსტოთ, რომ ლექსს „ მერანი“ გვიანდელმა გამომცემლებმა შეარქვეს და ხელნაწერში იწოდება, როგორც „მირბის მიმაფრენს“. ილიას მშობლები ადრე გარდაეცვალა და მისი გაზრდა ეფემიამ ითავა. იგი ტატოს კბილა, კლასელი და უახლოესი მეგობარიც იყო, მაგრამ ... ქართული დუელიანა მათ ისტორიასაც გვიამბობს. პრინციპში, ეს დუელი - ტატოს წრეგადასული ხუმრობა გამოდგა და მას შემდეგ მეგობრები ერთმანეთთან, ცხადია, ძველებურად ვეღარ იქნებოდნენ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მათი ნათესაური სიყვარული არ შენელებულა. ილიას წერილიდან ამ ფრაზამ პერსევერაცია დამმართა ანუ მარტივად, - ამეკვიატა:
,,ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას“
როგორი გალაკტიონისებური, იშვიათი რიტმია, არა? - გამზადებული ფრაზა. არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს ‘’ათოვდა ზამთრის ბაღებს, მიჰქონდათ შავი კუბო’ პერსევერირება/ პერსევერაცია კრეატიული ანუ შემოქმედებითი გონების ერთ-ერთი მახასიათებელია. იგი შეიძლება აკუსტიკურიც იყოს და ვიზუალურ- წარმოსახვითიც, შეიძლება ორივე და კიდევ მეტ მხარესაც აერთიანებდეს და ამაზე, იმედია, კიდევ ვისაუბრებთ. ამჯერად პოეტურ ტექსტში მისი გამოყენების ზოგიერთ სპეციფიკას მივაპყროთ ყურადღება. ვთქვათ მარტივად, რომ პოეტურ მეტყველებაში ორზე მეტად გამეორებული რაიმე ერთეული - რიტმს წარმოქმნის. რეფრენი არსით - გამეორებაა და შესაბამისად, ლექსის რიტმული ორგანიზების საშუალებაც, მაგრამ მისი ფუნქცია ამით არ ამოიწურება. სხვათა შორის, რეფრენით არა მხოლოდ კონვენციური ლექსი სარგებლობს, არამედ იგი ხშირად თავისუფალი ლექსის სტროფოიდთა, ანუ ლექსის არათანაზომიერ გრაფიკულ მონაკვეთთა კომპოზიციურად შეკვრის საშუალებაცაა, თუმცა ლექსის ამ სახეობაში მაინც სპეციფიკურად გამოიყენება და ამაზე ამჯერად სიტყვას არ გავაგრძელებთ, რომ ძირითად საკითხს არ ავცდეთ. რეფრენი - უძველესი ძირებით ზეპირსიტყვიერ ხელოვნებას, მეტადრე სიმღერას, ლირიკას, როგორც სასიმღერო ტექსტს უკავშირდება (სხვათა შორის, ინგლისურენოვან გარემოში სიმღერის ტექსტი დღემდე ლირიკად იწოდება). არსებობს აზრი, რომ იგი ადრეული მაგიური ტექსტებიდან იღებს სათავეს, ამ საკითხზე პირადად სხვაზე მეტი ნამდვილად არ ვიცი. ცალკე თემაა. ახლა მე შევეცდები ჩემი პერსევერირებული ანუ აკვიატებული ფრაზა ლექსში რეფრენად გამოვიყენო. მის რიტმულ ინერციაზე (5/2) ავაგო მთელი ლექსი და შემდგომ ვნახოთ, ძირითადად რა სახეობისა შეიძლება იყოს რეფრენი. სიტუაცია მე არ მომიგონია, ილია წვალობს და სიტყვებს არჩევს, როგორ ამცნოს გრიგოლ ორბელიანს ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების ამბავი. ასე იყო. ლექსი ჯვარედინადაც გავრითმე, რათა შედარებით ხარისხიანი მაგალითი გვქონოდა: ილიკო - გრიგოლ ორბელიანისადმი
“ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას” ვერ გაგიმხილეთ, (რატომ?) აწ უთქმელობა მტანჯავს.
ეული იყო, მარტო, არ გაურბოდა გარჯას, “ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას”.
გარდაიცვალა განჯას ჩვენი სიცოცხლე ტატო. ბრძოლაში დაიხარჯა უჩინო, უმანდატო...
გარდაიცვალა განჯას ტატო, სიცოცხლე ჩვენი. ო, რარიგ გაიტანჯა ცხოვრების განაჩენით!
სიცოცხლე ჩვენი ტატო გარდაიცვალა განჯას! ღმერთო, ჯვარო თუ ხატო, რა ფუჭად გაისარჯა!
ტატო, სიცოცხლე ჩვენი, გარდაიცვალა განჯას. მძიმე გვირგვინი შვენის, ვინღა დაუწყებს განსჯას!
ჩვენი სიცოცხლე ტატო გარდაიცვალა განჯას...
ლექსში მოკლე, შვიდმარცვლიანი, ჯვარედინად გარითმული, ოთხ ტაეპებზე აგებული ანუ კატრენული სტროფები გვაქვს. ბოლოს მთავრდება ნახევარი სტროფით - რეფრენით, რითაც დაიწყო. საერთოდ, რეფრენი ლექსის კომპოზიციის აგების ყველაზე მარტივი და უღალატო ხერხია. ლექსს იმით ამთავრებ, რითაც იწყებ და თუმცა პოეტურ ტექსტში სხვადასხვა ადგილას მოთავსებული ერთი და იგივე ფრაზა განსხვავებულ ფუნქციას, მნიშვნელობას, ჟღერადობას, ინტონაციას და ა.შ. იძენს, თავი და ბოლო მაინც იკვრება. ასეთ რეფრენს რკალურს უწოდებენ. არსებობს პარალელური რეფრენიც , რომელიც უბრალოდ, ყველა სტროფში ერთსა და იმავე ადგილად მეორდება. არაერთი მყარი სალექსო ფორმა, დასავლური თუ აღმოსავლური იყენებს რეფრენს... თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ჩვენ ტექსტს დავუბრუნდეთ: თუ ახლიდან გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ექვსივე სტროფში, ხან თავში, ხან ბოლოში ჩემი აკვიატებული ფრაზა ზოგან უცვლელად, ზოგან - შეცვლილად, სიტყვათა გადანაცვლებით მეორდება. მე შევეცადე, იგი იმგვარად გამომეყენებინა ლექსში რეფრენად, რომ რაც შეიძლება, უკეთ წარმომეჩინა მისი შესაძლებლობები. იმის მიხედვით თუ სად დგას რეფრენი, ცალკე სტროფად, სტროფში თუ მის გარეთ, როგორც ეს მე გავაკეთე ბოლოში, კონვენციურ ლექსში შეიძლება გვქონდეს: მთლიანი სტროფი-რეფრენი, სტროფშიდა და სტროფგარეთა რეფრენი, რომელიც შესაძლოა, რიტმულადაც განსხვავდებოდეს დანარჩენი ლექსისგან ჩვენს მაგალითში გვექნება ექვსი სტროფშიდა და ერთი ... სტროფგარეთაო ვერ ვიტყვით, უფრო ალბათ მოკვეცილი სტროფი გამოდის... ვთქვათ, რომ ეს არის მოკვეცილი სტროფი-რეფრენი. რეფრენი შეიძლება ყველა სტროფში ერთსა და იმავე ადგილას იდგეს, ასეთ რეფრენს ეწოდება დაფიქსირებული რეფრენი. ჩვენ ლექსში ამისი საპირისპირო მაგალითი გვაქვს. ჩვენი რეფრენი ხან სტროფის თავშია, ხან ბოლოში, ანუ მოძრავ რეფრენიანი ლექსი გვაქვს. გარდა ამისა, რეფრენი შეიძლება უცვლელად მეორდებოდეს, შეიძლება მასში სიტყვები გადაადგილდებოდეს და მეტიც, შეიძლება ჩანაცვლებაც ხდებოდეს სხვა სიტყვებით, უცხოურ ტერმინებს მეტისმეტად რომ არ მივყვეთ, ქართულად გვექნება უცვლელი რეფრენი და ცვლადი რეფრენი, რომელიც თავის მხრივ ორი სახეობისაა: ა)დახურული, სადაც რეფრენშიდა ცვლილება ახალი ელემენტის შეუტანლად ხორციელდება და ბ) ღია, რომელშიც გარედან შეტანილი ელემენტი იკავებს ადგილს მე ლექსში გამოვიყენე ცვლადი რეფრენის პირველი სახეობა - დახურული, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ წინადადებაში წევრთა გადანაცვლებას მივმართავ და მასში გარედან სხვა ცვლილება არ შემაქვს, მაგალითად, ხომ შეიძლება ასეც დამეწერა: ყველას სიცოცხლე ტატო გამგზავრებულა განჯას ანუ რეფრენის სიტყვები „ ჩვენი“ და „“გარდაიცვალა“ ჩამენაცვლებინა სიტყვებით „ყველას“ და „გამგზავრებულა“) რეფრენის ზოგიერთ თავისებურებაზე საუბარი იმით დავასრულოთ, რომ შესაძლოა, ლექსი ორ, იქნებ მეტრეფრენიანიც იყოს. მე ისევ ბარათაშვილზე ფიქრმა წამიღო. რა ამოავსებდა უზარმაზარ, თეთრ ლაქას ალექსანდრე ჭავჭავაძიდან იქნებ ილიამდე, ზამთრის ერთ საღამოს სტუდენტი ილია ეკატერინე ჭავჭავაძეს რომ არ სტუმრებოდა და მას არ ეჩვენებინა ამდენხანს შენახული, რუსეთში თან წაღებული ხელნაწერი რვეული ბარათაშვილის ლექსებისა? გვეცოდინებოდა დღეს ბარათაშვილის არსებობის ამბავი? და ვინ იცის, რამდენი ბარათაშვილი გვყავს დაკარგული...
ხელგასაწაფი: აიღეთ რაიმე ცნობილი გამოთქმა, ანდაზა ან თქვენი საყვარელი ფრაზა, ან სულაც პირველივე გაგონილი სიტყვები, მოარგეთ ლექსის რიტმი და ააგეთ გამართული ლექსი. ეცადეთ, საწყის ეტაპზე მეტი ყურადღება შინაარსობრივ მხარეზე გაამახვილოთ და მაინცა და მაინც ორიგინალურ რიტმსა და ჯვარედინ რითმებს ნუ გამოეკიდებით. დასაწყისისთვის მარტივად სცადეთ, მერე როცა გაიწაფებით, თანდათან გაართულეთ ამოცანა, დაუკვირდით, როგორი რეფრენის გამოყენება დაგჭირდათ და როგორ, თუ ეს დავალება გეადვილათ, თავად გაართულეთ იგი ლექსის სხვა გამომსახველობით საშუალებებთან ახალ-ახალი მიმართებების შემოტანით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა, ქალბატონო მანანა! ჩემი ამ და სხვა “პოეტიკური ოპუსების” წაკითხვა შეგიძლიათ პარასკეობით, გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში”. მადლობა, ქალბატონო მანანა! ჩემი ამ და სხვა “პოეტიკური ოპუსების” წაკითხვა შეგიძლიათ პარასკეობით, გაზეთ “ლიტერატურულ საქართველოში”.
7. დამაინტერესა. 5 დამაინტერესა. 5
6. ნეფერტარი. ვფიქრობ, “ჩემს ნაწერს უყურებთ და სხვაგან კითხულობთ” ასეთი შთაბეჭდილება მრჩება თქვენს კომენტარზე. თუმცა ადვილია, თქვენს ფიქრთა მსვლელობას მივადევნო თვალყური, რადგან ის ნაზი სულიერების ძახილია, რომელსაც უჩხვლიტეს და აღშფოთებულ განცდათა წიაღიდან გადმოიღვარა. ნახეთ, “გადამკვეთი ინტერესი გამიჩნდა” ჩემი კომენტარიდან აღებული სიტყვები. რას ნიშნავს ? იმას, რომ “რეფრენი” ანუ გარკვეული ტაეპების გამეორება, ხომ არის და ნახსენები “ტაბიძე” “ბარათაშვილი” და ა.შ. რომელზეც აღვნიშნე, რომ საინტერესოა და რადგან ინტერესი გამიჩნდა მის მიმართ, ამდაგვარი ინტერესიც დამებადა იმის მხრივ, თუ რას ფიქრობდა ქ-ნ ნინო, ვაჟა ფშაველაზე, ანუ ამის წაკითხვის შემდგომ, იგივე ინტერესით აღვიჭურვე, თუ რას ისაუბრებდა “ვაჟა ფშაველაზე” ამიტომ “რეფრენის” წაკითხვის მხრივ, სხვა რამოდენიმე ნაწერიც წავიკითხე და გარკვეულ პუბლიცისტურ წერილზე, ხომ უნდა დამეწერა ჩემი კომენტარი, რომ მიმეტანა ტექსტი ქ-ნ ნინომდე ? ამიტომაც აქ დავაკომენტარე. როგორც ჩანს, გაცამტვერდა თქვენი სათუთად შეკოწიწებული წარმოდგენა, ჩემს ვითომდა ჩრდილზე. მართლწერას რაც შეეხება, თქვენ სრული სერიოზულობით ფიქრობთ, იმას, რომ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფის მიერ შედგენილ წესდებას 100% ჭეშმარიტება თან ახლავს ? არა ის მუდამ ცვალებადია და მხოლოდ დროის ამბავია. რაც შეეხება ამ ჩარჩოდან დანახული სიმკაცრით, თქვენი სახლის ფანჯრიდან გადაშლილი ხედის, ფანჩატურში მოფუსფუსე კაცების შემხედვარე, მუდამ მტრული გრძნობები შეგიპყრობთ, რადგან იქ დანახული სავალალო რეალობა, თქვენში ტრადიციულ სიმკაცრეს ვერასოდეს გაუსწორებენ თვალს, რადგან მის მოსალბობად საჭიროა შეიყვაროთ, რასაც ისინი ვერასოდეს მოახერხებენ. თქვენ მართლადაც გგონიათ, რომ ქ-ნ ნინომ გამკენწლა ? მე ჯერ კიდევ ვიფიქრებ, რომ იმედები არ გამიცრუვდება. პირველად მიწოდეს “მურთაზი” უჩვეულოა, თანაც ძალიან სასაცილო ამავდროულად, რაც იმ ფაქტს ხაზს უსვსმს, რომ ძალიან საყვარელი ბრძანდებით და “დამშვიდობების” დანაპირები გამატეხინეთ.
მოდით დამირეკეთ, ერთად ვიპოვოთ ჩემში “მურთაზი” მაგრამ კვლავ გეტყვით, თქვენს წარსულს ჩემში ნუ ეძებთ, ამას მხოლოდ მიღებული “ტრავმა” გკარნახობთ. გპირდებით, მე თქვენში ლილიტ(თ)ს ვიპოვი და ადამს ვადინებ ცრემლებს. ნეფერტარი. ვფიქრობ, “ჩემს ნაწერს უყურებთ და სხვაგან კითხულობთ” ასეთი შთაბეჭდილება მრჩება თქვენს კომენტარზე. თუმცა ადვილია, თქვენს ფიქრთა მსვლელობას მივადევნო თვალყური, რადგან ის ნაზი სულიერების ძახილია, რომელსაც უჩხვლიტეს და აღშფოთებულ განცდათა წიაღიდან გადმოიღვარა. ნახეთ, “გადამკვეთი ინტერესი გამიჩნდა” ჩემი კომენტარიდან აღებული სიტყვები. რას ნიშნავს ? იმას, რომ “რეფრენი” ანუ გარკვეული ტაეპების გამეორება, ხომ არის და ნახსენები “ტაბიძე” “ბარათაშვილი” და ა.შ. რომელზეც აღვნიშნე, რომ საინტერესოა და რადგან ინტერესი გამიჩნდა მის მიმართ, ამდაგვარი ინტერესიც დამებადა იმის მხრივ, თუ რას ფიქრობდა ქ-ნ ნინო, ვაჟა ფშაველაზე, ანუ ამის წაკითხვის შემდგომ, იგივე ინტერესით აღვიჭურვე, თუ რას ისაუბრებდა “ვაჟა ფშაველაზე” ამიტომ “რეფრენის” წაკითხვის მხრივ, სხვა რამოდენიმე ნაწერიც წავიკითხე და გარკვეულ პუბლიცისტურ წერილზე, ხომ უნდა დამეწერა ჩემი კომენტარი, რომ მიმეტანა ტექსტი ქ-ნ ნინომდე ? ამიტომაც აქ დავაკომენტარე. როგორც ჩანს, გაცამტვერდა თქვენი სათუთად შეკოწიწებული წარმოდგენა, ჩემს ვითომდა ჩრდილზე. მართლწერას რაც შეეხება, თქვენ სრული სერიოზულობით ფიქრობთ, იმას, რომ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფის მიერ შედგენილ წესდებას 100% ჭეშმარიტება თან ახლავს ? არა ის მუდამ ცვალებადია და მხოლოდ დროის ამბავია. რაც შეეხება ამ ჩარჩოდან დანახული სიმკაცრით, თქვენი სახლის ფანჯრიდან გადაშლილი ხედის, ფანჩატურში მოფუსფუსე კაცების შემხედვარე, მუდამ მტრული გრძნობები შეგიპყრობთ, რადგან იქ დანახული სავალალო რეალობა, თქვენში ტრადიციულ სიმკაცრეს ვერასოდეს გაუსწორებენ თვალს, რადგან მის მოსალბობად საჭიროა შეიყვაროთ, რასაც ისინი ვერასოდეს მოახერხებენ. თქვენ მართლადაც გგონიათ, რომ ქ-ნ ნინომ გამკენწლა ? მე ჯერ კიდევ ვიფიქრებ, რომ იმედები არ გამიცრუვდება. პირველად მიწოდეს “მურთაზი” უჩვეულოა, თანაც ძალიან სასაცილო ამავდროულად, რაც იმ ფაქტს ხაზს უსვსმს, რომ ძალიან საყვარელი ბრძანდებით და “დამშვიდობების” დანაპირები გამატეხინეთ.
მოდით დამირეკეთ, ერთად ვიპოვოთ ჩემში “მურთაზი” მაგრამ კვლავ გეტყვით, თქვენს წარსულს ჩემში ნუ ეძებთ, ამას მხოლოდ მიღებული “ტრავმა” გკარნახობთ. გპირდებით, მე თქვენში ლილიტ(თ)ს ვიპოვი და ადამს ვადინებ ცრემლებს.
5. ტაბო888 ძალიან მრავალსიტყვიანი ხართ. 1. მამრებთან დაკავშირებული პირადი გამოცდილებისთვის ჩემი კორპუსის ეზოც კმარა, "გარაჟებში" მოხორხოცე მამრებით, ცოლები ემიგრანტებად რომ აქციეს და გამოგზავნილი ფულებით ნაყიდ მანქანებში საყვარლები უზით. 2.ძალიან სწორი შეინიშვნა მოგცათ ნინო დარბაისელმა # 4 კომენტარში. კი არ თხოვეთ არამედ პირდაპირ მოთხოვეთ დარბაისელს თავისი აზრი დაწერეა ვაჟას გენიაზე. ამიტომაც გაიკენწლეთ მისგან. თანაც პუბლიცისტური წერილი, რეფრენს ეხებოდა და არა ორბელიანის შემოქმედებას. რა შუაშია მართლაც კონკრეტული შემოქმედება? 3.თქვენ დაწერეთ ვაჟაზე, ხომ ხართ ფსიქოლოგიურად ცდომილი მამრი. პირველადი და მართლაც წარმონაქმნი სწორედ მამრი ადამი გახლავთ, რომელიც ლილითმა გააჭიტლაყა და სწორადაც მოიქცა, 4. მიმართებით>მიმართებაში იმდენად უხეში, უკმეხი და უტიფარი შეცდომაა, ეს ლიტერატურული საიტია და არა ფეისბუქის პოსტი. პოპულისტობას შეეშვით, გამართული წერა ისწავლეთ, კითხვა-პასუხიც,
ასაკის მიუხედავად, ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა თქვენი დამშვიდობებით "მურთაზ"
ტაბო888 ძალიან მრავალსიტყვიანი ხართ. 1. მამრებთან დაკავშირებული პირადი გამოცდილებისთვის ჩემი კორპუსის ეზოც კმარა, "გარაჟებში" მოხორხოცე მამრებით, ცოლები ემიგრანტებად რომ აქციეს და გამოგზავნილი ფულებით ნაყიდ მანქანებში საყვარლები უზით. 2.ძალიან სწორი შეინიშვნა მოგცათ ნინო დარბაისელმა # 4 კომენტარში. კი არ თხოვეთ არამედ პირდაპირ მოთხოვეთ დარბაისელს თავისი აზრი დაწერეა ვაჟას გენიაზე. ამიტომაც გაიკენწლეთ მისგან. თანაც პუბლიცისტური წერილი, რეფრენს ეხებოდა და არა ორბელიანის შემოქმედებას. რა შუაშია მართლაც კონკრეტული შემოქმედება? 3.თქვენ დაწერეთ ვაჟაზე, ხომ ხართ ფსიქოლოგიურად ცდომილი მამრი. პირველადი და მართლაც წარმონაქმნი სწორედ მამრი ადამი გახლავთ, რომელიც ლილითმა გააჭიტლაყა და სწორადაც მოიქცა, 4. მიმართებით>მიმართებაში იმდენად უხეში, უკმეხი და უტიფარი შეცდომაა, ეს ლიტერატურული საიტია და არა ფეისბუქის პოსტი. პოპულისტობას შეეშვით, გამართული წერა ისწავლეთ, კითხვა-პასუხიც,
ასაკის მიუხედავად, ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა თქვენი დამშვიდობებით "მურთაზ"
4. მადლობა, რომ მესტუმრეთ ერთი რამ გამიკვირდა, ცოტა არ იყოს. რა შუაშია რეფრენი და ვაჟას გენიოსობა ერთმანეთთან ან რატომ შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ კონკრეტულად მე - ნინო სტრონი უნდა ვიყო მაგ კითხვის ადრესატი? დავუშვათ, იმის მიუხედავად, რომ კითხვა არასწორადაა დასმული და ადრესატი - მეც ასევე არასწორად შერჩეული, მაინც თავს უფლება მივეცი და ვუპასუხე, ვის რა მოემატება და დაკლდება ამით? მერე ბარათაშვილზეც ხომ შეიძლება მკითხონ, გურამიშვილზეც და დავყვეთ ასე?
მადლობა, რომ მესტუმრეთ ერთი რამ გამიკვირდა, ცოტა არ იყოს. რა შუაშია რეფრენი და ვაჟას გენიოსობა ერთმანეთთან ან რატომ შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ კონკრეტულად მე - ნინო სტრონი უნდა ვიყო მაგ კითხვის ადრესატი? დავუშვათ, იმის მიუხედავად, რომ კითხვა არასწორადაა დასმული და ადრესატი - მეც ასევე არასწორად შერჩეული, მაინც თავს უფლება მივეცი და ვუპასუხე, ვის რა მოემატება და დაკლდება ამით? მერე ბარათაშვილზეც ხომ შეიძლება მკითხონ, გურამიშვილზეც და დავყვეთ ასე?
3. “ნეფერტარი” საერთოდ თქვენს მიერ ნახსენებ ხალხთა კატეგორიას თუ გავყვებით, მათში არა მარტო ეს არის შეცდომა და უამრავი ცდომილება გაიხსნება ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. ამიტომ პირველ რიგში თუ “მამაკაცთა” ხსენებაზე თქვენში მსგავსი ტიპაჟის ადამიანები ხდებიან, თქვენი მღელვარე სულის ობიექტნი, მაშინ რაღაც გაკავშირებთ ასეთ ადამიანებთან, ან გაკავშირებდათ და ტრავმული გამოცდილებიდან გამომდინარე, გინდათ ისინი დააკნინოთ/ღირსება შეულახოთ თუ რამ კიდევ გააჩნიათ. მაგრამ აქ მე ხომ, უბრალოდ “მამაკაცთა” ის ნაწილი ვახსენე, რომელნიც საჯარო ლექციებით, თუ ლიტერატურული გადაცემებით ცდილობენ, თავიანთი ხედვით “ვაჟა ფშაველა” წარმოგვიდგინონ. ამიტომ მე მხოლოდ ამ კატეგორიის ხალხს შევეხე და არა საერთო, სქესისათვის გამესვა ხაზი. “მდედრი” ჩემი წარმოდგენით არის ამ სქესის პირველადი წარმონაქმნი, ის საწყისი ბუნებრივი ქმნილება. რომელშიც ყველანაირი შედიხართ. “ქალი” კი ჩემი წარმოდგენით არის, როდესაც კულტურულ ფენომენს შეეთვისნენ და მათში შეაღწია იმ ყველაფერმა რასაც კულტურა იძლევა და ადამიანს ცხოველისაგან განასხვავებს, იმის მიუხედავად, რომ მას ის საფუძვლიდან შემონახული ინდივიდუალიზმი აქვს წინაპირობად დაყენებული. ამიტომ ნახეთ, თავიდან თუ რა დავწერე. როგორი კომენტარი გავაკეთე. მე “ქალბატონ ნინოს” არ ვთხოვე პირდაპირი ფორმით, (ეს ხომ ბანალური იქნებოდა) არამედ შევადარე და ამაღლებულ საფეხურზე დავაყენე, იმ იმედით, რომ “ქალბატონი ნინოს აზრი” მათზე მეტი და სწორუპოვარი იქნება. რაზეც ვფიქრობ უარს არ მეტყვის. სიტყვა “მიმართებაში” მე ამას ასე ვხედავ. მე ხომ ინტერესი გამიჩნდა, იმის მხრივ, თუ რას ფიქრობს “ქალბატონი ნინო” “ვაჟა ფშაველას” შესახებ. ამიტომ აქ მე მაინტერესებს, თუ რას ფიქრობს ქ.ნ. ვ.ფ-ზე. ამიტომ ამ ჩემი თავის ჩათვლით, 3 ადამიანის შეკვრა, უფრო სწორად “მიმართებაში” აღვიქვი და “მიმართებით” არასწორად. ფრაგმენტს რაც შეეხება, გენიას არა, მაგრამ დიდ ტრაგიკულ სისწორეს ვხედავ, რომელიც ქალისთვის, “დედის ინსტინქტის” მხრივ ძალზედ გულის ამაჩუყებელია და ვფიქრობ, მან ეს დაწერა, როდესაც დედა გარდაეცვალა და შემდგომ, გააცნობიერა ეს ყოველივე უმძიმესად, რაც პარადოქსულად, ქალზეც და მამაკაცზეც უდროო დროს მოქმედებს ბედის ირონია.
ამ ნაწილში განსაკუთრებულად საყვარელი ხართ “ისემც რა გითხარით თქვენ”
როგორც ვხედავ, ჩემზე მეტად ასაკოვანი ბრძანდებით. სამწუხაროდ არ გაგიმართლათ, რომ ერთ ასაკობრივ ზოლში არ დავიბადეთ, მე და თქვენ. გემშვიდობებით მე “მამაკაცი” “ნეფერტარი” საერთოდ თქვენს მიერ ნახსენებ ხალხთა კატეგორიას თუ გავყვებით, მათში არა მარტო ეს არის შეცდომა და უამრავი ცდომილება გაიხსნება ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. ამიტომ პირველ რიგში თუ “მამაკაცთა” ხსენებაზე თქვენში მსგავსი ტიპაჟის ადამიანები ხდებიან, თქვენი მღელვარე სულის ობიექტნი, მაშინ რაღაც გაკავშირებთ ასეთ ადამიანებთან, ან გაკავშირებდათ და ტრავმული გამოცდილებიდან გამომდინარე, გინდათ ისინი დააკნინოთ/ღირსება შეულახოთ თუ რამ კიდევ გააჩნიათ. მაგრამ აქ მე ხომ, უბრალოდ “მამაკაცთა” ის ნაწილი ვახსენე, რომელნიც საჯარო ლექციებით, თუ ლიტერატურული გადაცემებით ცდილობენ, თავიანთი ხედვით “ვაჟა ფშაველა” წარმოგვიდგინონ. ამიტომ მე მხოლოდ ამ კატეგორიის ხალხს შევეხე და არა საერთო, სქესისათვის გამესვა ხაზი. “მდედრი” ჩემი წარმოდგენით არის ამ სქესის პირველადი წარმონაქმნი, ის საწყისი ბუნებრივი ქმნილება. რომელშიც ყველანაირი შედიხართ. “ქალი” კი ჩემი წარმოდგენით არის, როდესაც კულტურულ ფენომენს შეეთვისნენ და მათში შეაღწია იმ ყველაფერმა რასაც კულტურა იძლევა და ადამიანს ცხოველისაგან განასხვავებს, იმის მიუხედავად, რომ მას ის საფუძვლიდან შემონახული ინდივიდუალიზმი აქვს წინაპირობად დაყენებული. ამიტომ ნახეთ, თავიდან თუ რა დავწერე. როგორი კომენტარი გავაკეთე. მე “ქალბატონ ნინოს” არ ვთხოვე პირდაპირი ფორმით, (ეს ხომ ბანალური იქნებოდა) არამედ შევადარე და ამაღლებულ საფეხურზე დავაყენე, იმ იმედით, რომ “ქალბატონი ნინოს აზრი” მათზე მეტი და სწორუპოვარი იქნება. რაზეც ვფიქრობ უარს არ მეტყვის. სიტყვა “მიმართებაში” მე ამას ასე ვხედავ. მე ხომ ინტერესი გამიჩნდა, იმის მხრივ, თუ რას ფიქრობს “ქალბატონი ნინო” “ვაჟა ფშაველას” შესახებ. ამიტომ აქ მე მაინტერესებს, თუ რას ფიქრობს ქ.ნ. ვ.ფ-ზე. ამიტომ ამ ჩემი თავის ჩათვლით, 3 ადამიანის შეკვრა, უფრო სწორად “მიმართებაში” აღვიქვი და “მიმართებით” არასწორად. ფრაგმენტს რაც შეეხება, გენიას არა, მაგრამ დიდ ტრაგიკულ სისწორეს ვხედავ, რომელიც ქალისთვის, “დედის ინსტინქტის” მხრივ ძალზედ გულის ამაჩუყებელია და ვფიქრობ, მან ეს დაწერა, როდესაც დედა გარდაეცვალა და შემდგომ, გააცნობიერა ეს ყოველივე უმძიმესად, რაც პარადოქსულად, ქალზეც და მამაკაცზეც უდროო დროს მოქმედებს ბედის ირონია.
ამ ნაწილში განსაკუთრებულად საყვარელი ხართ “ისემც რა გითხარით თქვენ”
როგორც ვხედავ, ჩემზე მეტად ასაკოვანი ბრძანდებით. სამწუხაროდ არ გაგიმართლათ, რომ ერთ ასაკობრივ ზოლში არ დავიბადეთ, მე და თქვენ. გემშვიდობებით მე “მამაკაცი”
2. ძალიან მომეწონა ქალბატონო ნინო. ლამის მეც ვცადო ფრაზებით თამაში. 5 ქულა.
ტაბო888 ესე იგი, ქალები მდედრები არიან და კაცები მამაკაცები? ისემც რა გითხარით თქვენ. ემიგრაციაში წასული ქალები დათვალეთ და მერე ცოლის გზავნილის მოლოდინში დომინოს მობრახუნე კაცები ეზოში. მამრები და ქალები ჯობია ფრაზის თვალსაზრისით. მიმართებაში არასწორია, სწორია - მიმართებით.
"დედას უყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, იმითა გვტანჯავს გამჩენი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა." + + + არ გამოიხატება ვაჟას გენია?
ძალიან მომეწონა ქალბატონო ნინო. ლამის მეც ვცადო ფრაზებით თამაში. 5 ქულა.
ტაბო888 ესე იგი, ქალები მდედრები არიან და კაცები მამაკაცები? ისემც რა გითხარით თქვენ. ემიგრაციაში წასული ქალები დათვალეთ და მერე ცოლის გზავნილის მოლოდინში დომინოს მობრახუნე კაცები ეზოში. მამრები და ქალები ჯობია ფრაზის თვალსაზრისით. მიმართებაში არასწორია, სწორია - მიმართებით.
"დედას უყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, იმითა გვტანჯავს გამჩენი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა." + + + არ გამოიხატება ვაჟას გენია?
1. გამარჯობათ, დამაინტერესა თქვენმა შეხედულებამ. ასევე, გადამკვეთი ინტერესი გამიჩნდა იმასთან მიმართებაში, თუ როგორც ქალი, რა აზრის ხართ ვაჟა ფშაველაზე ? თქვენიდან გამომდინარე, თუ ხედავთ მასში გენიას, რაში გამოიხატება თქვენთვის მასში დანახული გენია, მისი პოეზიიდან რა უკვდავი იდეები დაუტოვა საქართველოს თუ კაცობრიობას ? ან თუ არ მიიჩნევთ ამასთან დაკავშირებითაც ისაუბროთ და რატომ. ძირითადად, თუ სულ არა, საჯაროდ მხოლოდ მამაკაცები საუბრობენ მასზე. ან ნაკლებ გაცნობიერებული მდედრთა ნაწილი. გამარჯობათ, დამაინტერესა თქვენმა შეხედულებამ. ასევე, გადამკვეთი ინტერესი გამიჩნდა იმასთან მიმართებაში, თუ როგორც ქალი, რა აზრის ხართ ვაჟა ფშაველაზე ? თქვენიდან გამომდინარე, თუ ხედავთ მასში გენიას, რაში გამოიხატება თქვენთვის მასში დანახული გენია, მისი პოეზიიდან რა უკვდავი იდეები დაუტოვა საქართველოს თუ კაცობრიობას ? ან თუ არ მიიჩნევთ ამასთან დაკავშირებითაც ისაუბროთ და რატომ. ძირითადად, თუ სულ არა, საჯაროდ მხოლოდ მამაკაცები საუბრობენ მასზე. ან ნაკლებ გაცნობიერებული მდედრთა ნაწილი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|