ჩემი ხმა უნდა დაგელია. ჩემი შედედებული ხმა სულმოუთქმელად უნდა დაგელია. გულზე დაგადგებოდა გამყინავად. სულის მოთქმამდე უნდა დაგელია დალექილ ხრინწთან ერთად საჩურჩულოდ გამზადებული. გულს რა სიმძიმით დააწვებოდა რომ ვერ გაგეძლო?... ჩემი ხმა უნდა დაგელია, ჩემი ოვალური ხმა. მისგან გამოწვეული სიჩუმე ყურებში ისე უნდა ჩაგეჩურთა, როგორც ღრიჭოში ათავსებენ რამე დაკუჭულს, ზუზუნმა რომ არ შეაწუხოთ, ან ტარაკნების გამოჩენით არ გაბეზრდნენ, თუმცა ერთია მე რას ვამბობ და პოეზიით ახირებულს მოუსვენრობა რისთვის გამიშინაურდა, თუ არ მიმსხვერპლებს.