ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2021


არ ამირჩიო

როცა მოგინდეს ვინმეს გულისნადები გაუზიარო,
არ ამირჩიო ადამიანო,
რადგან შენი ნადებისთვის, ჩემი გულის ნიჟარა ზედმეტად სუფთა მგონია,
ზედმეტად სავსე მგონია, ნადებებისა და დანალექებისთვის.
როცა მოგინდეს ვინმეს შენი იარა შეახედო,
არ ამირჩიო ადამიანო,
რადგან ჩემს თვალს იარები ჯერ არ უნახავს, მე ხომ მათ ღრმად ვმალავ და ვფუთავ, ვანელსაცხებლებ, ვაფერუმარილებ, რომ ვერც კაცთა ცხვირებმა, ვერც ქალთა თვალებმა ის ვერ ამოიცნოს.
როცა მოგინდეს რჩევა, გზების, გზაჯვარედინებზე მდგარმა,
არ ამირჩიო ადამიანო,
რადგან მე მხოლოდ ჩემს გზებს ვხედავ, ჩემს გზას ვაგნებ, მასზედ მეფიქრება და ფიქრებშიაც არაა შენთვის დასადგომი.
როცა შეფასება ისურვო, გამოსწორება,
არც მაშინ ამირჩიო ადამ იანო,
რადგან ანარეკლები, მიჭვრიტინები, სარკეები როდის მიყვარდა რომ შენსად ვიქცე და დაგანახო შენი  ბაღლინჯოები, უსახური ხაზები, წირპლები, ცინგლები ან სიბინძურე?!
და როცა საიდუმლოს ზიარს დაუწყებ ძებნას,
მაშინაც ნუ ამირჩევ ადამიანო!
ჩემი კიდურები პირებია,
ჩემი თმა კი- ურიცხვი ენები.
ხოლო კედლებს რაც ასხიათ - ყურებია
და ეს ყურებია რომ ამუშავებს პერპეტუმმობილეს.
ეს ერთადერთი პერპეტუმმობილეა,
ყურებიდან პირებამდე, პირებიდან ენებამდე, ენებიდან ყურებამდე და ასე შემდეგ, უკუნითი უკუნისამდე.
ეს ერთადერთი მექანიზმია,
რომლის ერთადერთი დანახარჯი გულებია, და განავალი-დამსხვრეული გულები.
არ ამირჩიო ადამიანო!
ისევ, შენს თავს უწამლე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს