დედი, გზირის მზერასავით გდევდა მუდამ ავი ბედი, სოფლის ბოლოს, ალაგესთან რა უმწეოდ დამიბერდი. დედი, ჩვენი სახლის ზემო ხაკისფერი ღრუბლებია, შორს მიდიან სამუდამოდ, თუ ჩვენს ეზოს ბრუნდებიან. მამაშენი სახსრის ჩივილს ვერ უძლებსო, რა ხანია, მწერდი, სულს რომ ვერ გაატან, ისე შავი ზამთარია. არაფერი აღარ შეგრჩა, ჯავრი მხოლოდ ჯვარცმულ დღეში, და უძღები შვილის წერილს ფსალმუნივით იღებ ხელში... ... დედა, გამოხუნებული, შენი კაბის ფერი, დედა, მამის ნაქონ ყამას დასდებია მტვერი. დედა, ყორის ახლო ვნახე იის სუსტი ღერი, ყველა კენჭი და ბუძგატა ბავშვობაა ჩემი. ჰოდა, დედი, სიყვარული ამ დაბორცვილ მიწის, მე კი არა, დამიჯერე ქვის ყორემაც იცის... . . . სულეთის კართან მელოდე, დედა, საცაა გაწყდეს თოკი ლოდინის, ეს რა გულსევდა დღე დამებედა, დამძიმებულა დარდიც ლოდივით.
წუხელ შენს საფლავს შევახე ხელი, შენს ხამ კაბაზე თბილს და სევდიანს, ცრემლივით წვეთდა ნისლები სველი, ცრემლიც უბედო თურმე ბედია.
შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა, კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური, საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა, მე ვარო შენი ბოლო სადგური.
გადაუარეს წვიმებმა ბალახს, სექტემბრის უხმო დილაა თბილი, და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს, მორწმუნესავით ვეხები შვილი!.. ... დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო, ნიავზე რომ ირხევი, დედის სუნთქვა მგონიხარ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. და უძღები შვილის წერილს ფსალმუნივით იღებ ხელში...
ტირილი მომინდა და მომენატრა დედის კალთაში გატარებული ზამთრის გრძელი ღამეები....... :( და უძღები შვილის წერილს ფსალმუნივით იღებ ხელში...
ტირილი მომინდა და მომენატრა დედის კალთაში გატარებული ზამთრის გრძელი ღამეები....... :(
24. და უძღები შვილის წერილს ფსალმუნივით იღებ ხელში... უძლიერესი კაცი ხარ და უძღები შვილის წერილს ფსალმუნივით იღებ ხელში... უძლიერესი კაცი ხარ
23. დედი, ჩვენი სახლის ზემო ხაკისფერი ღრუბლებია, 555 პოეტო! დედი, ჩვენი სახლის ზემო ხაკისფერი ღრუბლებია, 555 პოეტო!
22. მარტო ამის წასაკითხად ღირდა ჩემი შემოსვლა და თვალების დაღლა. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს და გაგახაროს! მარტო ამის წასაკითხად ღირდა ჩემი შემოსვლა და თვალების დაღლა. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს და გაგახაროს!
21. ... დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო, ნიავზე რომ ირხევი, დედის სუნთქვა მგონიხარ...
ეს ლექსი,მახსოვს და სულ მუდამ მემახსოვრება... დასამახსოვრებელი...:) ... დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო, ნიავზე რომ ირხევი, დედის სუნთქვა მგონიხარ...
ეს ლექსი,მახსოვს და სულ მუდამ მემახსოვრება... დასამახსოვრებელი...:)
20. ბატონო დავით.... ვკითხულობდი ამ მშვენიერ ლექსებს და... თან ცრემლებით ვასველბდი....და ცრემლიან ღიმილს დაგიტოვებთ...:) ბატონო დავით.... ვკითხულობდი ამ მშვენიერ ლექსებს და... თან ცრემლებით ვასველბდი....და ცრემლიან ღიმილს დაგიტოვებთ...:)
19. მახსოვდა ეს ლექსები :) მახსოვდა ეს ლექსები :)
18. დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო, ნიავზე რო ირხევი, დედის სუნთქვა მგონიხარ...
ეხლა ვიტირებ :(:(:( დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო, ნიავზე რო ირხევი, დედის სუნთქვა მგონიხარ...
ეხლა ვიტირებ :(:(:(
17. მახსოვს, სევდიანი ლექსები დედაზე. 5 მახსოვს, სევდიანი ლექსები დედაზე. 5
16. ბოლო გამორჩეულად მახსოვდა. ყოველთვის მიმძიმს მსგავსი ტკივილიანი ლექსების შეფასება. ბოლო გამორჩეულად მახსოვდა. ყოველთვის მიმძიმს მსგავსი ტკივილიანი ლექსების შეფასება.
14. შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა, კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური, საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა, მე ვარო შენი ბოლო სადგური.
შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა, კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური, საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა, მე ვარო შენი ბოლო სადგური.
13. ძალიან ლამაზი, სევდიანი და თბილია :) 5!!! ძალიან ლამაზი, სევდიანი და თბილია :) 5!!!
12. დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო, ნიავზე რო ირხევი, დედის სუნთქვა მგონიხარ...
მშვენიერი, ლამაზ-სევდიანი ლექსებია, დავით!
დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო, ნიავზე რო ირხევი, დედის სუნთქვა მგონიხარ...
მშვენიერი, ლამაზ-სევდიანი ლექსებია, დავით!
11. დედა, გამოხუნებული, შენი კაბის ფერი, დედა, მამის ნაქონ ყამას დასდებია მტვერი. დედა, ყორის ახლო ვნახე იის სუსტი ღერი, ყველა კენჭი და ბუძგატა ბავშვობაა ჩემი. ჰოდა, დედი, სიყვარული ამ დაბორცვილ მიწის, მე კი არა, დამიჯერე ქვის ყორემაც იცის...
ეს განსაკუთრებით. ბრწყინვალეა დედა, გამოხუნებული, შენი კაბის ფერი, დედა, მამის ნაქონ ყამას დასდებია მტვერი. დედა, ყორის ახლო ვნახე იის სუსტი ღერი, ყველა კენჭი და ბუძგატა ბავშვობაა ჩემი. ჰოდა, დედი, სიყვარული ამ დაბორცვილ მიწის, მე კი არა, დამიჯერე ქვის ყორემაც იცის...
ეს განსაკუთრებით. ბრწყინვალეა
10. დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო, ნიავზე რო ირხევი, დედის სუნთქვა მგონიხარ...
ესეც მახსოვს:) მშვენიერი! დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო, ნიავზე რო ირხევი, დედის სუნთქვა მგონიხარ...
ესეც მახსოვს:) მშვენიერი!
9. მშვენიერი ლექსები ;;) მშვენიერი ლექსები ;;)
8. კარგი ლექსებია კი არა და ძალიან ძალიან კარგები, თბილები, სათუთები...
ეს რა გულსევდა დღე დამებედა, -გულსევდა დღე... შემიყვარდა ძალიან....5 კარგი ლექსებია კი არა და ძალიან ძალიან კარგები, თბილები, სათუთები...
ეს რა გულსევდა დღე დამებედა, -გულსევდა დღე... შემიყვარდა ძალიან....5
7. წუხელ შენს საფლავს შევახე ხელი, შენს ხამ კაბაზე თბილს და სევდიანს... წუხელ შენს საფლავს შევახე ხელი, შენს ხამ კაბაზე თბილს და სევდიანს...
6. ”შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა, კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური,”
კარგი შედარება :)
”შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა, კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური,”
კარგი შედარება :)
5. რა კარგიააა,სასიამოვნო ლექსებია თბილად დამუხხტული:)
დედა, გამოხუნებული, შენი კაბის ფერი, დედა, მამის ნაქონ ყამას დასდებია მტვერი. დედა, ყორის ახლო ვნახე იის სუსტი ღერი, ყველა კენჭი და ბუძგატა ბავშვობაა ჩემი. ჰოდა, დედი, სიყვარული ამ დაბორცვილ მიწის, მე კი არა, დამიჯერე ქვის ყორემაც იცის...
რა კარგიააა,სასიამოვნო ლექსებია თბილად დამუხხტული:)
დედა, გამოხუნებული, შენი კაბის ფერი, დედა, მამის ნაქონ ყამას დასდებია მტვერი. დედა, ყორის ახლო ვნახე იის სუსტი ღერი, ყველა კენჭი და ბუძგატა ბავშვობაა ჩემი. ჰოდა, დედი, სიყვარული ამ დაბორცვილ მიწის, მე კი არა, დამიჯერე ქვის ყორემაც იცის...
4. სევდიანი!!! კარგია დავით!!! სევდიანი!!! კარგია დავით!!!
3. სევდიანი, თბილი, სიყვარულით სავსე...:) სევდიანი, თბილი, სიყვარულით სავსე...:)
2. გადაუარეს წვიმებმა ბალახს, სექტემბრის უხმო დილაა თბილი, და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს, მორწმუნესავით ვეხები შვილი!.. ... 5555555
გადაუარეს წვიმებმა ბალახს, სექტემბრის უხმო დილაა თბილი, და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს, მორწმუნესავით ვეხები შვილი!.. ... 5555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|