ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზიანე
ჟანრი: პროზა
30 დეკემბერი, 2021


საშობაო ნოველა(და არამარტო)

საშობაო ნოველა

        (ნამდვილი ამბავი)

ძალიან მიყვარს ქრისტეშობის დღესასწაული და მთელი წელი მოუთმენლად ველოდები ხოლმე.

მე და დედა მაღაზიაში გამოვედით პროდუქტის შესაძენად,პატარა ძამიკო კი მამას დავუტოვეთ...

მთვარიანი ღამეა,თბილი,ნათელი და მყუდრო. ფიფქები ბზრიალ-ტრიალით ენარცხებიან დედამიწას...

უკვე მეოთხე სუპერმარეტში შევდივართ,რათა პროდუქტები შედარებით იაფად შევიძინოთ. ცოტა დავიღალე კიდეც,მაგრამ დედას არ ვაგრძნობინებ.

ხელიხელჩაკიდებულები მივდივართ,დედა ჩაფიქრებულია. ვიცი რომ გულში თავისთვის,უხმოდ ანგარიშობს და ანაწილებს დახარჯულ და დასახარჯ თანხას.

უცებ მივუტრიალდი და:

- დე,შოკოლადები არ მინდა,რაღაც კბილი ამტკივდასავით დღეს...არც ის ნაძვისხის სათამაშო მინდა, შარშანდელებიც საკმაოდ გვაქვს.- ვუთხარი და გვერდზე ვითომდა უდარდელად გავიხედე,დედას ტყუილი რომ არ შეემჩნია.

დედა ჩამოგორებულ ცრემლს უჩუმრად ყლაპავს, გაღიმებული მეფერება და მკოცნის... უკან მობრუნებულებს სკვერი უნდა გადმოგვეჭრა. ჩვენგან ათიოდე ნაბიჯში წელში მოხრილი მოხუცი ბებო შევნიშნეთ. აქეთ_იქეთ იმზირებიდა,ალბათ ამოწმებდა,ხომ არავინ მიყურებსო. იქვე ძელსკამზე,ეზოს ძაღლებისათვის დალაგებულ ლობიანს ხელი წაუწია და ხარბად დაიწყო ჭამა...

მე და დედა ადგილზე გავშეშდით,ხმას ვერ ვიღებდით, წინ წავიწიეთ და მოხუცს ფრთხილად მიუახლოვდით: დანაოჭებულ სახეზე უსაზღვრო სევდა და ტკივილი გადაჰკვროდა,ფიფქები ჭაღარა თმებზე ადნებოდა,დამჭკნარ და აკანკალებულ ხელებზე კი სუსხი წითლად მოდებოდა... დედამ ყელზე შემოფუთნული თბილი კაშნე მოიხსნა და მოხუცს მოახვია. პარკიდან პური, კარტოფილიანი ღვეზლები, მუჭით შოკოლადები ამოიღო და მოხუცს მოწიწებითა და მობოდიშებით მიაწოდა... მერე საფულე გახსნა,ხურდებში ჩარჩენილი ერთადერთი ხუთლარიანი მოძებნა და ბებოს მუჭში ჩაუკუჭა, გონზე მოსვლა და მადლობის თქმაც არ დააცალა გაოგნებულ-გაკვირვებულ ქალს,ხელი ჩამჭიდა და სწრაფად წამომიყვანა...

მოვდიოდით და უკან უცნობი ბებოს ლოცვა და თბილი მზერა ზურგიდან გულამდე გვწვდებოდა და გვათბობდა.

...ზუსტად 12 საათზე დედამ ფანჯრებთან სანთლები აანთო,მიმიყვანა და სურვილი ჩაიფიქრეო მითხრა. არ ვიცი რა ჩაიფიქრეს მშობლებმა, მე კი ვინატრე,რომ არც ერთი ბებო არ დარჩეს ამ ქვეყნად შობის ღამეს მარტო,მშიერი და მიუსაფარი!

პ.ს.არადა,მთელი წელი მოუთმენლად ველოდი შობის ღამეს,რათა მობილური ტელეფონი ჩამეფიქრებია სურვილებში.
#უზომოტკივილია
#სირცხვილია #საქართველოსმთავრობა
#ოპოზიცია
#საპატრიარქო
#სრულიადსაქართველო
#რაგეზეიმებათ
#რაგენაძვისხებათ
გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing
#მეხუთეკლასელისთვალითდანახულიდღევანდელობა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები