ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლეთიანი
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2022


რა ძლიერ მიყვარს!..



რა ძლიერ მიყვარს ამგვარ ლამაზი სტერეოტიპი
                              ამ მრგვალ ცხოვრების
.. და ყველა დილა!..
                          სიმუქის ვრცობა ფერთა რიჟრაჟის
                                                                      ლაღი ციაგით!.
                  .. და მიყვარს ტრფობა სათნო სიამით......
გულთა შეხვედრა საბედისწერო
                                                              რთველის წიაღში...
.. მიყვარს სიცოცხლე!. - მადლი ჭიპლარის..
სიცოცხლის ერთის გაორმაგება
                                          მრავლად და მრავლად!..
მიყვარს სამყარო თვალითწვდენილი
                        და უწვდომელი თუნდაც თვალთაგან..
ეს სივრცეები, სხვა სივრცეები
                      ათასფეროვან ფარდაგს, რომ ართავს..
და მიყვარს სიტყვა ნაგები ფერით,
                                                              ფერნი ვით სიტყვა..
ჰგავს ჰარმონიას ნატიფი ლერწმის,
                                როცა სული და სხეული ერწყმის..
წმინდაა ძალთა საშენად ხარჯვა
                              როცა მიზანი ამართლებს გარჯას..
თუკი ჩაჰხედავ ყოფას თვალებში
                        იტყვი დიდება ღმერთო შენს განსჯას!.
რა ძლიერ მიყვარს ამგვარ ლამაზი სტერეოტიპი
                                                      ამ მრგვალ ცხოვრების!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები