„სხვა რომ არ იყოს, ჩვენ ამ ლამაზი ქალების ეშხი დაგვიფარავდა, თორემ მტრებს ისიც კი შეაშინებს, ერთხელ ხმამაღლა რომ ვთქვათ ― მარაბდა!“
ლადო ასათიანი
ვთქვათ! - ვეთანხმები ლადოს სრულებით, მე წაგებულად არ ვთვლი - მარაბდას! დიდება ხსოვნას შეწირულების, ყველა მარტვილს და ყველა ალამდარს!
ვარ ღვთის წყალობით ქვეყნიდან ცხრა ძმის, საქართველოდან არსად წავალ და... ვიდრე გავდივარ ცხოვრების მანძილს, მოსაგები მაქვს ჩემი მარაბდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|