 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 თებერვალი, 2022 |
დედამიწაზე არავინ და არაფერი უნდა გააღმერთო დედისა და დედაშვილური სიყვარულის გარდა. ჯერ კიდევ როდის თქვა გენიოსმა ვაჟა-ფშაველამ:
,,ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“.
დედაჩემის სიცოცხლეში (1958‐2012) მხოლოდ ერთი ლექსის დაწერა მოვასწარი მასზე, მხოლოდ დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ დამიგროვდა დედაზე ლექსები.
სასწაულის მოხდენა რომ შემეძლოს, პირველ რიგში დედაჩემს გავაცოცხლებდი, რადგან დედის გარეშე ცხოვრება - ეს იგივეა, ქართველი ადამიანი უცხო მიწაზე ცხოვრობდეს და სამშობლოს ნოსტალგია სტანჯავდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, დედა ისე მენატრება, როგორც ზვიად გამსახურდიას ენატრებოდა საქართველო დევნილობაში ყოფნისას.
1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ. ეროვნულ - განმანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი გარიჟრაჟი ორი - სამი თვის დაწყებულია. თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“
ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო.
ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მამულიშვილობის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“
მეც დღემდე ვაგრძელებ მამულიშვილობის გზით სიარულს.
ხშირად ჩაეხუტეთ დედებს... ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.
დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.
ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედაბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.
დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:
იყო ქალი ერთგული
დედის ხსოვნას
ტელეფონზე წლებია, დედა ვეღარ მირეკავს... ბევრჯერ დამსიზმრებია, ღმერთმა ასე ინება.
მენატრება ალალად გაგონება დედის ხმის, რომც მიშვილოს სხვა ქალმა, დედას ვერც ის შემიცვლის.
ბავშვობაში დედასთან ჩახუტებულს მეძინა, გულწრფელი ვარ ყველასთან, როგორც პეტრო შერბინა.
იყო ქალი ერთგული, შვილი მკლავზე ეწვინა, თვითონ მხოლოდ ქმრის მკლავზე, მამაჩემთან ეძინა.
ტელეფონზე წლებია, დედა ვეღარ მირეკავს... ხშირად დამსიზმრებია, ღმერთმა ასე ინება.
ჰოდა, აღარ მახარებს არც ამქვეყნად ბოგინი, მის გარეშე ცივია მამაჩემის ლოგინი.
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი დედიკოს აღზრდილი ხარ, ოთო. უმრავლოს საქარველოს ასეთი დედები. კარგი დედიკოს აღზრდილი ხარ, ოთო. უმრავლოს საქარველოს ასეთი დედები.
1. დედა
დედა! - უთბილეს ამ ერთ სიტყვაში მთელი სამყარო ეტევა თითქოს, ხარ პირნათელი შვილის წინაშე, მინაწილებდი შენს კუთვნილ სითბოს.
ნეტავ იცოდე: მჭირდები როგორ შენი ორივე ძუძუთი გაზრდილს, მწამს: თუ ოდესმე მეყოლა გოგო, არც ის შეარცხვენს მის ქართულ მანდილს.
ისე მაკლიხარ, ვით უსინათლოს თვალისჩინი ან ობოლს - ნუგეში, მინდა მნათობმა გზა გამინათოს და თეთრი მტრედი მეჯდეს უბეში.
ვარქმევ ამ ლექსს იმ ერთადერთ სიტყვას, რომლის წარმოთქმაც ხშირად მიწევდა... იმისი ყველა სურათი მიყვარს, ვინც თავის ხელით აკვანს მირწევდა.
ცრემლები მაღრჩობს, ჩემი გამზრდელი ზეცის მკვიდრია... მიიღო ღმერთმა, დავდივარ მარტო, როგორც გრანელი და როცა წავალ, ვიქნებით ერთად.
ოთარ რურუა
2022 დედა

2022
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|