| ავტორი: გოლეთიანი ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2022 |
რა შეედრება ცვრით ავსებულ აისის ფოთოლთ!.. ყოფას გაპოხილს სილამაზით და აღტაცებით... ყოველ დასაწყისს შევაგებოთ დაფნის, მირტის რტო.. მზეს შთაგონების შევხვდეთ გზნებით და გატაცებით... რა შეედრებათ მწველ დაისებს და მეწამულებს, მწუხრის სიმღერას - რომანტიკას სასიყვარულოს.. ფერმკრთალ მთვარეებს, ღამის სონეტს, მფეთქავ მაისებს, ვარსკვლავთალმასებს - აღტაცებას სასიხარულოს!.. რა შეედრება ამ სიყვარულს - - მისტრალურ ქარებს!.. გულის კლავიშთა ნეტარ ჟღერას და მინორიას... რა შეედრება ამ სიცოცხლეს! შვილებს ვით კვირტებს! დღეთა თილისმებს, სამოთხეებს და სიმფონიას!. რა შეედრებათ ლექსებს ცეცხლებს!.. ცეცხლებს ამოთქმულთ! .. გრძნობებს ცისკრიანს თუ ღამიანს ლექსად სულთმოთქმულს!.. რა შეედრებათ ამ მაისებს, დაფნის მირტის რტოს! ელადის სივრცეს, ზღვებს ფირუზებს, იბერთ სიმღერებს! რა შეედრება საქართველოს ცის გაზაფხულებს!.. მზეს, შთაგონებას, პოეზიას და პეიზაჟებს!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|