ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინიკო გვაზავა
ჟანრი: პროზა
23 თებერვალი, 2022


ანგელოზის დედა

სულ პირველი რაც მახსოვს ჩემს მეხსიერებაში  და პირველ აღქმაში არის დედა ....
მასთან  პირველი კავშირი და და შეგრძნება , როგორც ღვთიური და  წმინდა შეგრძნება... ჩემი პირველი  ფიქრიც ,    რაც მახსოვს  „დედა წმინდაა...“ესაა
ალბათ ამ პირველი შეგრძნებით და რწმენა  წარმოდგენით მოვედი დღემდე.... სწორედ ამ ფასეულობამ  იქონია გავლენა ჩემზე,  როგორც დედაზე..

დედაჩემი ჩემი მაგალითია
ალბათ მე ვერასოდეს შევძლევბ ვიყო მისნაირი
ღამეებს რომ ათენებდა და დილით მაინც ადრე დგებოდა..
ერთხელ ციციმ  გაოცებულმა მკითხა
  - „ დედა შენ მთელი ღამე ასე იჯექი??
რომ იძინებდა კომპიუტერთან ვიჯექი და გაღვიძებისასა ზუსტან ისევე დავხვდი...

მე დათუნა და ციცი ერთად გავიზარდეთ...
ციცის ძუძუს ვაჭმევდი დათუნაზე ხელი მეკიდა  და ცალი ხელით კომპიუტერთან ვმუშაობდი...
დათუნას ერთი სპორტული ჩანთა ჰქონდა...მასში ერჯერადი  ნივთები და მისი ტანსაცმელი  მეწყო...
მანქანა არასოდეს შემომყავდა ეზოში...მე არ ვიცოდი რა დროს დამჭირდებოდა ...ყოველივე .. ხშირად არც ვიღებდი საბარგულში ვტოვებდი ..

სამი წლის უკან ახალი წლის საღამო იყო.. დათუნა ცუდად გახდა ..
სასწრაფოდ წავიყვანე მის პედიატრთან ..
კლინიკაში გადასხმა დაუდგეს თუმცა მოგვინებით მითხრეს, რომ  გულიდანაა
გამოწვეული და სასწრაფოდ ჯოენში უნდა წამეყვნა..
ახალ წლამდე სამი საათია დარჩენილი .. სულ არ მეზეიმება..
მანქანა კარებთან გავაჩერე ...დათუნა დაბინტულია
ვენაში ჩადგმული კათეტერიაა  ქურთუკი ჩავაცვი ..გარეთ ცივა სუსხინი ქარია ...
... მივდივარ კი არა მივფრინავ ..
გზა შედარებით თავისუფალია..

თან ვეკითხები დათუნას
- დედკა როგორ ხარ??

- კარგად მამხნევებს და იღიმის !!!

ეს ჩემთვის გასამხნევეელი სიტყვებია ....ახლაც  სუსტად მაინც ჩემზე ფიქრობს ....
ისევ დედიკოზე.
თემქის დაღმართზე ვეშვებოდით
მეუბნება - დედა მემგონი სველი ვარ ..
ძრავა ჩავაქრე და სინათლე ავანთე მანქანაში
ვენა ამოუვარდა ...
თხელი სისიხლი აქვს თრობოციტები დაბალი და მილანად წითელია.
მაშინვე გავწმინდე გამოვუცვალე და ჩემი ქურთუკი ჩავაცვი..
თვინიერად და ჩუმად იჯდა ..
არ ვიცი რას გრძნობდა იქნებ დამნაშავედ თავს..
ან ჩემი წვალებას განიცდიდა ან .. არც ერთი და ერც მეორე უბრალოდ კარგად ყოფნა სურდა ..

მანქანის ძრავა დავქოდე ცალი ხელით საჭე ცალით დათუნას ვენა დავიჭირე ...
ღამეა ..გარეთ ქარი ქრის  თბილისის ცა  ახალი წლის მოლოდინში  აქა იქ ფერადდება ..
ალბათ დათუნას ტოლი გოგო ბიჭები ხარობენ ..
ყველა ბავში გახარებული იყოს ვფიქრობ და წინ ვიყურები ..
ფიქრით ციცისთან გავიქეცი ...როგორაა ..ალბათ როგორ განიცდის !!!
დათუნა როგორ ხარ ისევ ვეკითხები ..
მძიმედ სუნთქავს ..
- კარგად კიდევ მამხნევებს !!!


ჯოენის ემერჯენსში შევედი- სავარძელი ვითხოვე .. მაშინვე მომიტანა დაცვამ ...

დათუნას დიდხანს უღებდნედ ექოსკოპიას ...
წინა მონაცემებს ჩახედეს
- გულის წნევა აქვს მომატებული  -  წამლის დოზირება გაზარდეს...
- ასეთ მდგომარეობაში დაკვირვება და მრავალპროფილური კლინიკა გჭირდებათ ..
- მეუბნება მიმღები ექიმი ..
- კი მაგრამ სად??
- იაშვილში გადამამისამართა
უკვე თერთმეთი საათია ... ცაზე ფეივერვერკი არ წყდება ..
-დათუნა რა ლამაზია ხედავ??  ვეუბნები რომ გავამხნეო  თან  იაშვილისკენ მივქრივარ ..
- კი ლამაზია მომწონს !!!
არც კი უყურებს ისე მპასუხობს !!!
მამხნევებს !!!

იაშვილში დიდხანს გვიტრიალს ( არავის უნდა მძიმე პაციენტის მიღება)- ბოლოს ადგილი არ გვაქვსო მოიმიზეზეს -არც მე მინდა
სასწრქფომ ბავშვი შემოიყვანა.. დათუნას ასაკის გოგონა
მანქანამ დაარტყაო..
მერე თქვეს დედას მაღაზიაში გაუგზავნია ..ალბათ ჩქარობდა მძღოლიც და გოგონაც ახალი წლის შესახვედრად ...
- ღმერო ყველა დედას შვილი კარად უმყოფე !! ვფიქრობ
დათუნას პედიატრთან სულ კავშირზე ვიყავი ... ისევ ჩვენთან მოდით ნინო მეუბნება..
მან ყველაფერი იცის დათუნაზე .. მის ჯანმრთელობაზე....
დათუნას ისევ თბილად ჩავაცვი ჩემი ქურთუკი ... გარეთ ქარი ზუზუნებას ...
ახალი წლის მოლოდინი  არ ჩერდება ..
დრო თავისას ითვლის .. ჩემი ყოველი ათვლილი წამი შიშს გაურბის ..
და რაც უფრო გაურბის მით უფრო ძლიერდება  განცდა ...

ზუსტად 12 საათზე დათუნა უკვე პალატაში დააწვინეს ..დიდი ნათელი ფანჯარაა საიდანაც თბილისის ნახევარი მოჩანს ..ცაში ახალი წელი მეფობს ..
დრომ მხოლოდ  თავისი იცის ...
დაღლი დათუნას ჩაეძინა .. იქნებ არც ეძინა უბრალოდ თვალის გახელაც არ შეუძლია..
ჩემს ანარეკლს ფანჯარაში ვლანდავ ..
მინაზე არც ზამთრის ცვარია აპრიალებული,  არც თოვლის ნაკვალევი ...ეს ჩემში აფეთქებული იმედიანი ტკივილია .... 
დედის , რომელმაც არ იცის სახლში მყოფ პატარა გოგოსთვის , როგორ მოიკრიფოს ძალა და ახლი წელი მხნედ და მხიარულად მიულოცოს ..
და რა ქნას იმ პატარა უსუსური ბიჭისთვის, რომელსაც სიცოცხლე ასე სწყურია ..

ღმერთო ყველა დედა ბედნიერი ამყოფე ...
ყველა შვილი ჯამრთელი ....ჩურჩულებს ჩემი სველი ბაგე ...
გარეთ ახალი წელი ზეიმობს დრომ არ იცის თანაგრძნობა ....
დრო მარადისობის მეფეა შენ მისი  მონა ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები