ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2022


წერილი სანგრიდან

თოვს  ჩემკენ ...
მეტი ? 
მეტი  რა  გითხრა  ?
სიცარიელე-აი, რა ხდება .
შუაღამისას  ძილში  მაკითხავ
და მბობმავ  სიზმრის  ბაირახტრებით .
არვიცი,აწი  რა გადამხდება,
ნაცრისფერია  ეზო , უბანიც
და  ქუჩის  არცერთ  მეტრზე  არ  მხვდება
არც შენი სახე და  არც  უფალი...
ასე უღმერთო და  უიმედო,
ნისლმორეული , მღვრიე  დილებით
ვცხოვრობ და  თითქოს  დამიმეგობრდნენ
სიცოცხლეები და  სიკვდილები.
და  დღეებს  ,როცა ჩემთან იყავი,
დავყურებ  ხოლმე, როგორც ნასუფრალს:
განა რამდენი დღე  გავიხარე ?
თავს  ვუჯავრდები  , რამ გამასუქა?
მარტიც დაგვცინის,ისე ცივია
და გაყინული  ჩვენი  სანგრები.
ან ეს ფიფქები რაღას ცვივიან ,
თითქოს  და გვაკლდეს  თავზე  დამგრევი
ცხოვრების.
მეტი?
მეტი  რა გითხრა ?
სიცარიელე-აი, რა ხდება .
შუაღამისას ძილში  მაკითხავ,
შენც მბომბავ სიზმრის  ბაირახტრებით  !









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს