ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლეთიანი
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2022


დრო არის ფრთები!..



ელი და უსმენ ცხოვრების დუმილს…
კვლავ ტაოტისფერს ჰგვანან წამები…
ყველა ღრიანცელს ბრბოსა თუ მუმლის
გრძნობ მდუმარებით განაწამები…
ეხვევათ ისრებს სივრცის ფუსფუსი
და საათს, როგორც დროის მუსუსი
მიაქვს ყოველი ნადავლი წამი,
ყოველი სუნთქვა, ყოველი ჩქამი…
უსმენ უმწეოდ სიჩუმის ჩუმილს…
ყოველგვარ ფეთქვას ყოველი გულის..
ელი და უსმენ უსახო დუმილს…
არ უხმობ ღონეს, ნუგეშთა დუღილს…
იცი არ არის სხვა დრო, სხვა ძალი..
დროა შეისხა ფრთები მსწრაფლ ჩქარი…
დროა ისუნთქო!.. ისუნთქო ეხლა!..
დრო არის შენი.. - არის ყველასი…
იცხოვრე შენთვის თანაც ყველასთვის..
დრო არის ფერი! (.. და იქნებ ფულიც..)
დრო არის ფრთები ნათელი გულით!..
იცხოვრე ყველა წამი და წუთი….
იცხოვრე სულით… იცხოვრე პურით..
იცხოვრე ხვალე, მერმეც და ეხლა..
-გაფრენილი ფრთებად.. უშრეტელ ცეცხლად..
გავარდნილ მეხად… მდუღარე ლექსად..
იცხოვრე დროა! იცხოვრე ეხლა!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები